ფიზიკური ვარჯიში ტვინის დაბერების პროცესს აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზიკური ვარჯიში ტვინის დაბერების პროცესს აფერხებს

ადამიანები პრეფრონტალური ქერქის მარცხენა მხარის დახმარებით ვახერხებთ. ხანდაზმულ ასაკში იგივე ამოცანათა შესრულებაში მარჯვენა მხარეც ერთვება. პრეფრონტალურ ქერქთან დაკავშირებულია მეხსიერება, ინტელექტი, მეტყველება, მხედველობითი აღქმა და სხვ.

თურმე ასაკთან ერთად თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრია სულ უფრო ნაკლებგამოხატული ხდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ მეთოდით ტვინი თითქოს გაუარესებული კოგნიტიური ფუნქციებისა და დაბერების პროცესთან შეჭიდული გარკვეული ცვლილებების კომპენსირებას ახდენს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებულად მოქმედებს ტვინის დაბერების პროცესზე, კერძოდ - აფერხებს მას.

ახალ კვლევებში სამი ქვეყნის მეცნიერებმა (აშშ, კანადა, Gგერმანია) გამოიყენეს ნეიროვიზუალიზაციის მეთოდი. სპეციალისტებმა აჩვენეს, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ასაკოვანი ადამიანების ტვინი გაცილებით უკეთ მუშაობს დაკისრებულ ამოცანათა ამოხსნის პროცესში, ვიდრე ფიზიკურად არააქტიურებისა. კერძოდ, ფიზიკურად ნავარჯიშებ ხანდაზმულ მოხალისეებში კოგნიტიურ ფუნქციათა შესრულებაში ტვინის ის უბნები მონაწილეობს, რომლებიც წესისამებრ ახალგაზრდა ასაკშია მობილიზებული. ეს ადასტურებს იმას, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს, მიუხედავად ასაკისა, ტვინის დაბერების ნიშნები ნაკლებად ან საერთოდ არ აღენიშნებათ.

თინათინ გოცაძე