შიზოფრენიას თავის ტვინის ანთებას უკავშირებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიზოფრენიას თავის ტვინის ანთებას უკავშირებენ

ახალ კვლევებში მონაწილეობა მიიღო 56 პირმა. მათგან ზოგს აღენიშნებოდა შიზოფრენია, ზოგი ამ ფსიქიკური დარღვევის განვითარების მაღალ რისკჯგუფში იმყოფებოდა, დარჩენილ ნაწილს კი არც შიზოფრენიის ნიშნები ჰქონდა და არც მისი განვითარების რისკი - აცხადებს Psych Central –ი.

სპეციალისტებმა გამოკვლევაში მონაწილე პირთა თავის ტვინში იმუნური უჯრედების (კერძოდ მიკროგლიის უჯრედთა) აქტივობის დონის შესაფასებლად გამოიყენეს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. მიკროგლიის უჯრედები, ჩვეულებრივ, აქტიურად რეაგირებენ თავის ტვინის ინფექციურ თუ სხვა სახის დაზიანებაზე, პასუხისმგებელნი არიან ნეირონებს შორის კავშირების გადაწყობაზე. ტვინის გათავისუფლება არასაჭირო კავშირებისაგან ასევე მათი ფუნქციაა.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მიკროგლიის უჯრედთა აქტივობის დონე დამოკიდებული იყო დაავადების სიმპტომთა სიმძიმეზე. ის ყველაზე მაღალი იყო შიზოფრენიით დაავადებულებში.

სავარაუდოა, რომ მიღებული შედეგები საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, დროულად აღმოაჩინონ რისკჯგუფები და ხელი შეუშალონ დაავადების მძიმე სიმპტომების განვითარებას.

კვლევები ამ კუთხით ისევ გრძელდება.

თინათინ გოცაძე