ინტერნეტი ხანშიშესულთა თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერნეტი ხანშიშესულთა თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თავის ტვინის სკანირების საშუალებით აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტი წიგნებზე უფრო ძლიერი სტიმულატორი ყოფილა, თანაც ეფექტი კომპიუტერის გამორთვის შემდეგაც საკმაოდ დიდხანს გასტანს. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, მინიმალური ვებგამოცდილების მქონე ასაკოვანი ადამიანისთვის ქსელში ხანმოკლე ძიებასაც კი შეუძლია თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლა და მისი ფუნქციობის გაუმჯობესება. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 55-დან 78 წლამდე ასაკის 24-მა ადამიანმა. მონაწილეთა ნახევარი გამოცდილი ინტერნეტმომხმარებელი იყო, დანარჩენი კი თითქმის არ იცნობდა ინტერნეტს. მათ მსოფლიო ქსელში რამის მოძიება სთხოვეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად გააქტიურებული უბნების გამოსავლენად მეცნიერები მონაწილეთა თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები შინ დაბრუნდნენ, იმ პირობით, რომ ორი კვირის განმავლობაში ინტერნეტს ყოველდღე საათზე მეტხანს დაუთმობდნენ, შემდეგ კი მათ კვლავ ჩაუტარეს ტომოგრაფიული გამოკვლევა. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ თავის ტვინში ცვლილებები კვლევის დასაწყისშივე გამოვლინდა და შეეხო მეტყველებაზე, კითხვაზე, მეხსიერებასა და მხედველობაზე პასუხისმგებელ უბნებს, მეორე შემოწმების დროს კი გააქტიურებული აღმოჩნდა შუბლის ხვეულები, რომლებიც ოპერატიულ მეხსიერებასა და გადაწყვეტილებების მიღებას განაგებენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დემენციის მარტივი და ქმედითი პროფილაქტიკისთვის ვებსერფინგი უფრო ეფექტურია, ვიდრე კითხვა, რადგან ქსელში ძიებისას ადამიანს ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება უხდება: ინფორმაციის მოძიება, შეფასება და დამახსოვრება.