რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვლის ტვინის გადანერგვამ უშველა
გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვლის ტვინის გადანერგვამ უშველა
დიდი ბრიტანეთის სპეციალისტები სამედიცინო საზოგადოებას გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში სრულიად ახალ მიდგომას სთავაზობენ. ახალი მეთოდი გულისხმობს ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვას. ამ მეთოდმა უკვე რამდენიმე პაციენტი იხსნა. უფრო კონკრეტულად, დაავადების პროგრესირება შეჩერდა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პაციენტების დიდი ნაწილი დღეს უკვე თავის ფეხით გადაადგილდება.

თავიდან პაციენტი გადის ღეროვანი უჯრედების აღების პროცედურას, შემდეგ მას ქიმიოთერაპიულ კურსს უტარებენ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. ამის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ღეროვანი უჯრედები და პაციენტის იმუნური სისტემა დაახლოებით ერთ თვეში სრულფასოვან ფუნქციობას
You must have Flash Player installed in order to see this player.
იწყებს.

ახალი მეთოდით მკურნალობა ჩატარდა ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალსა და შეფილდის ჰალამპშირის სამეფო კლინიკაში. როგორც პაციენტები აღნიშნავენ, გაუმჯობესება მათ გადანერგვიდან მალევე შენიშნეს. ისინი დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვის წყალობით საბოლოოდ დაემშვიდობნენ დაავადებას.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე სტივენ სტორი მორბენალი გახლავთ. გაფანტული სკლეროზის გამო მისი სხეული მთლიანად პარალიზებული იყო. როგორც მოხალისე აცხადებს, ძვლის ტვინის გადანერგვიდან უკვე მე-9 დღეს მან თითების მოძრაობა შეძლო, ოპერაციიდან 10 თვეში კი ერთი მილი გაცურა. ბედნიერი პაციენტი მომავალში სირბილსა და ველორბოლასაც გეგმავს.

პროფესორი ბეზილ შარაკი აღნიშნავს, რომ მისი და კოლეგების მიერ შემუშავებული მკურნალობის ეს მეთოდი გაფანტული სკლეროზის პირველი ეფექტური თერაპიაა. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მეთოდის გამოცდა დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო.

თინათინ გოცაძე

გაფანტული სკლეროზი
თარიღი : 17-02-2016
გამარჯობათ
დძვირი ჯდება ეგ ოპერაცია
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა. მისი განვითარების მექანიზმი დღემდე უცნობია. ბიოლოგებმა ახალი აღმოჩენით ამ პათოლოგიის რამდენიმე მექანიზმს მოჰფინეს ნათელი.
გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რის გამოც ვითარდება ზემო და ქვემო კიდურების დამბლა და კუნთების ატროფია.
კანადელი და ამერიკელი ნეირომეცნიერების დასკვნით, სხვადასხვა ინტელექტუალური დონის ადამიანთა თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქი სისქით დაახლოებით ერთნაირია, თუმცა, მისი ცვლილების დინამიკა ასაკის შესაბამისად მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ადამიანების დაახლოებით 1,6 პროცენტს გააჩნია სარკისებური სინესთეზიის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილზე ზემოქმედებისას, ასეთივე შეხებას გრძნობენ საკუთრი სხეულის ანალოგიურ მიდამოზე.
ერთხელ, მარიტას გაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, შემიყვანა ექთანმა წამლის სუნით გაჟღენთილ თეთრ პალატაში, ჩამომსვა მაღალ საწოლზე და დამტოვა. ვიჯექი საწოლზე და ფეხებს ჰაერში ვაკონწიალებდი, როგორც ბავშვობისას, გამოზრდილ მუცელზე ცისფერი ხალათი მქონდა შემოხვეული. შეშინებულ ორსულ ზღარბს ვგავდი, ექიმების დანახვაზე ეკლები რომ გამომდიოდა.
აუტიზმს სიყვარულის ჰორმონები კურნავს - ეს ფრაზა ეკუთვნით ამერიკელ მკვლევარებს, რომლებიც აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ახალგაზრდებს სწორედ სიყვარულის ჰორმონებით მკურნალობენ. აღნიშნული ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც სექსისა და მშობიარობის დროს გამოიყოფა.
თავის ტვინის ფუნქციობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ ადამიანი რეგულარულად და სწორად შეასრულებს სუნთქვით ვარჯიშებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ფეინბერგსკის ჯანმრთელობისა და მედიცინის სკოლის მეცნიერები. მათი განცხადებით, სწორი სუნთქვის ტექნიკა საჭმლის მომნელებელი და სუნთქვის სისტემების ბევრი პათოლოგიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაცაა.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.