მეხსიერებასთან დაკავშირებული 5 უჩვეულო ფაქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეხსიერებასთან დაკავშირებული 5 უჩვეულო ფაქტი

1. ახალი რომ დავიმახსოვროთ, ჯერ ძველი უნდა დავივიწყოთ, - უახლეს კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ მეცნიერები. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნეიროფიზიოლოგთა განმარტებით, ინფორმაციის დასამახსოვრებლად მხოლოდ ყურადღება არ კმარა - უახლესი კვლევები მოწმობს, რომ ამისთვის მეხსიერების “ჩართვაა” საჭირო.

2. ადამიანმა, თუ შემოწმებას არ მოელის, შესაძლოა მყისიერად დაივიწყოს ახალი ინფორმაცია, საგულდაგულოდ, ყურადღებით მოსმენილიც კი. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი ბრედ უაიბლი, აცხადებს: “საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ თუ რამემ დაგვაინტერესა და ყურადღება მივაქციეთ, მას აუცილებლად დავიმახსოვრებთ, თანაც - წვრილმანი დეტალებითურთ, თუმცა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ყოველთვის ასე არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, თუ დარწმუნებული არ არის, რომ შეამოწმებენ, უმეტესად ვერაფერს იმახსოვრებს - არათუ წვრილმან, მსხვილმან დეტალებსაც კი. როდესაც ვიცით, რომ შემოწმება გველის, დამახსოვრების პროცესი თურმე 2-3-ჯერ უფრო ხარისხიანად მიმდინარეობს”.

3. კლასიკური მუსიკა მეხსიერებას აუმჯობესებს. კლასიკური ნაწარმოების მოსმენა ააქტიურებს დასწავლასა და დამახსოვრებასთან დაკავშირებულ გენებს და, იმავდროულად, აქვეითებს ნეიროდეგენერაციულ პროცესებზე პასუხისმგებელი გენების აქტივობას. ეს დასკვნა მეცნიერებმა იმ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიტანეს, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის გენომში გენების ტრანსკრიფციაზე (ცილების სინთეზის პროცესზე) მუსიკის გავლენის შესწავლას.

4. დღის ძილი, თუნდაც ერთ საათზე ხანმოკლე, მეხსიერებას ხუთჯერ აუმჯობესებს. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ სპეციალური ექსპერიმენტის შემდეგ. მოხალისეები მათ ორ ჯგუფად დაყვეს და დაავალეს, დაემახსოვრებინათ ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვები. ამის შემდეგ ერთი ჯგუფი 45-60 წუთით დასაძინებლად მიდიოდა, მეორე კი ვიდეოს უყურებდა. შემდეგ იწყებოდა მოხალისეთა მეხსიერების შესწავლა-ანალიზი. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში (გამოძინებულებს) ახალი ინფორმაცია გაცილებით ნაკლებად ავიწყდებოდათ.

5. უნდა გაათავისუფლოთ მეხსიერება უსარგებლო მოგონებებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანი “არქივში გადაისვრის” უსარგებლო (თუნდაც დროებით არასაჭირო) ინფორმაციას, სულ უფრო მეტად უჭირს მისი გახსენება. სამაგიეროდ, კარგად იმახსოვრებს ახალს. სავარაუდოდ, როდესაც ტვინმა იცის, რომ ინფორმაცია საიმედოდაა დაცული, სხვა ამოცანებისთვის გარკვეულ რესურსებს თამამად ათავისუფლებს.

კვლევის ავტორი ბენჯამინ შტორმი განმარტავს: “ჩვეულებრივ, მიგვაჩნია, რომ რაღაცის დავიწყება მეხსიერების ცუდი მუშაობის შედეგია, თუმცა, მეცნიერული კვლევები ცხადყოფს, რომ დავიწყება სასიცოცხლოდ აუცილებელია აზროვნებისა და მეხსიერების ნორმალური ფუნქციობისთვის. ერთის გახსენებით ჩვენ მეორეს ვივიწყებთ. ნეირომეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ მოგონებებს შეუძლიათ, ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ მეხსიერების რესურსების დასასაკუთრებლად. დღეს ეს ვარაუდი დადასტურდა. ჩატარდა ტვინის სპეციალური სკანირება, რომელზე დაყრდნობითაც კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ მეხსიერების რესურსებისათვის კონკურენცია მეტად სასარგებლო მექანიზმია, რომელიც ადამიანის ტვინს საშუალებას აძლევს, გამოყოს საჭირო და აუცილებელი მოგონება სხვა უამრავი მსგავსისაგან”.

როგორც ხედავთ, მეტად საინტერესო ფაქტები და განმარტებებია!