ჭკუასუსტობით დაავადებულთა რიცხვი მატულობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭკუასუსტობით დაავადებულთა რიცხვი მატულობს

დღეისათვის ასეთი პაციენტების რიცხვი 47 მილიონს შეადგენს. უახლოეს მომავალში კი ეს რაოდენობა 132 მილიონით შეიცვლება. ექსპერტები დაავადებულთა რიცხვის ზრდას, უპირველეს ყოვლისა, დედამიწის მოსახლეობის დაბერებას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეისათვის მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული 900 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მომდევნო 35 წლის განმავლობაში ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა რაოდენობა 185 %-ით გაიზრდება დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ხოლო 239 %-ით ღარიბ ქვეყნებში.

მოგეხსენებათ, დემენციის სამკურნალო ეფექტური საშუალება ჯერ კიდევ არ შექმნილა. მეცნიერული კვლევები ამ მიმართულებით ისევ ინტენსიურად გრძელდება. რაც მთავარია, მკვლევარები სხვადასხვაგვარ დასკვნებს აქვეყნებენ. მაგალითად, სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოზა, რომელშიც სძინავს ადამიანს, კავშირშია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკთან.

ცნობილია, რომ ძილის პროცესში ტვინი ტოქსინებისგან თავისუფლდება. მეცნიერთა დასკვნით, იმ ადამიანთა ტვინი, რომლებსაც გვერდზე დაწოლილებს სძინავთ (ნაცვლად ზურგზე ან მუცელზე წოლისა),  განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საშიში ნივთიერებებისგან იწმინდება.

თინათინ გოცაძე