13 პროდუქტი, რომელიც აუცილებელია თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

13 პროდუქტი, რომელიც აუცილებელია თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

2) თევზი. თევზში არსებული პოლიუჯერი ცხიმოვანი და ომეგა-3 ჯგუფის მჟავები, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის მდგომარეობას. როგორც ცნობილია,DНА დაბალი დონე იწვევს მეხსიერების გაუარესებასა და ალცჰაიმერის დაავადებას.

3) რთული ნახშირწყლები. თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია „საწვავის“ საკმარისი რაოდენობა. სწორედ ასეთ „საწვავს“ წარმოადგენს ნახშირწყლები.რთული ნახშირწყლებია ბურღულეულში, სიმინდში, პარკოსნებში და სხვ.

4) ხილი და ბოსტნეული. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. მათ შორის საუკეთესოა: მოცვი, მაყვალი, ჟოლო, შტოში, მარწყვი, ისპანახი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ქლიავი, ჭარხალი, ავოკადო, ფორთოხალი, შავი ყურძენი, წითელი ბულგარული წიწაკა, ალუბალი და კივი.

5)მწვანე ჩაი. იგი შეიცავს პოლიფენოლებს, რომელიც იცავის თავის ტვინის უჯრედებს ნეიროდეგენერაციული დაზიანებისგან. გარდა ამისა, მწვანე ჩაი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკული საშუალებაა. იგი აქვეითებს არტერიულ წნევას.

6)კვერცხი. მდიდარია ქოლინით, ვიტამინებით, რაც აუცილებელია თავის ტვინის მემბრანების ჯანსაღი ფუქნციონირებისთვის.

7)კაკაო. მასში ბევრი ფლავანოიდია, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

8)პომიდორი. მასში მძლავრი ანტიოქსიდანტი - ლიკოპენია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინისთვის. პომიდორი ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.

9)ბროკოლი  К ვიტამინის წყაროა. ეს უკანასკნელი კი ტვინის მუშაობის სტიმულატორია. შეიძლება ითქვას, რომ ბროკოლი იცავს ტვინს დაბერებისაგან.

10)მოცვი აუმჯობესებს თავის ტვინის კაპილარულ სისხლის მიმოქცევას.

11)მზესუმზირა - შეიცავს მცენარეულ ცხიმებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს აქვეითრებს, რაც ათეროსკლეროზის განვითარებისგან გვიცავს.

12) თხილი და ნიგოზი, რომელიც წარმოადგენს Е ვიტამინის წყაროს, რაც აუცილებელია თავის ტვინისთვის.

13) გოგირდით მდიდარი პროდუქტები. გოგირდი აუცილებელია ტვინის უჯრედების ჟანგბადით გასაჯერებლად. გოგირდით მდიდარი პროდუქტებია: ნუში, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ნიორი, ლეღვი, მარწყვი, ხახვი, კარტოფილი, ბოლოკი, კვერცხის გული. ეს სია შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ, რადგანაც ტვინისთვის სასარგებლო სხვა ბევრი პროდუქტიცაა.

გარდა ჯანსაღი კვებისა, მოერიდეთ სტრესებს, გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას, შეეცადეთ შეძლებისდაგვარად დაისვენოთ. მაშინ კარგი განწყობა და ნათელი გონება უზრუნვეყოფილი გექნებათ.

ლალი ჩხიკვაძე