ეს უნდა ვიცოდეთ! - რამდენად მნიშვნელოვანია აუტიზმის ადრეული იდენტიფიკაცია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეს უნდა ვიცოდეთ! - რამდენად მნიშვნელოვანია აუტიზმის ადრეული იდენტიფიკაცია?

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2014 წლის მონაცემებით აშშ-ში ყოველ 68 ახალშობილში ერთს აღენიშნება აუტიზმის სპექტრის დარღვევა. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც თითქმის ანალოგიური სურათია.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტების - პედიატრების და ოჯახის ექიმების როლი განუზომელია აუტიზმის სპექტრის ადრეულ იდენტიფიკაციაში. პედიატრები მშობლებისათვის ხომ პირველ კონტაქტს წარმოადგენენ. აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომატიკის სრული გამოვლინება კი 18 თვიდან 30 თვემდე ასაკში ხდება. კვლევებით დასტურდება, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევების ადრეულ ასაკში აღმოჩენის (18-24 თვე ან უფრო ადრე) და 30 თვემდე დიაგნოსტირების შემთხვევაში და შედეგად დროულად დაწყებული თერაპიული ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე, უფრო მეტი შანსი არსებობს, რომ ასეთ ბავშვებს მოეხსნათ და შეეცვალოთ აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებსაც დიაგნოზი დაესვათ 31 თვის ასაკში ან უფრო მოგვიანებით.

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმებს შეეძლოთ აუტიზმის სპექტრის დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების გამოცნობა და ჰქონდეთ მდგომარეობის სისტემატური შეფასების სტრატეგია. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დღემდე პრობლემად რჩება... საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინსა და პროტოკოლში "ბავშვის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები" მოწოდებულია ყველა ბავშვის სკრინინგი აუტიზმზე 18 და 24 თვეზე. მიუხედავად სახელმწიფო სტანდარტის არსებობისა, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებს დღემდე არ აქვთ სკრინინგის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებდნენ სკრინინგის ჩატარებას და აუტიზმის რისკის გამოვლენას.

ამ რეალობის საპასუხოდ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" ხელშეწყობით მიმდინარეობს ექიმების ტრენინგი აუტიზმის სპექტრის ადრეულ იდენტიფიკაციასა და სკრინინგის ინსტრუმენტის გამოყენებაში. ტრენინგში ჩართულები არიან საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი) მომუშავე თითქმის ყველა ოჯახის ექიმი (მათ შორის სოფლის ექიმებიც). სკრინინგის მთავარი ინსტრუმენტია M-CHAT-R ის კითხვარი:

"აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარი ადრეული ასაკის ბავშვებისათვის "(M-CHAT-R/F; Robins, Fein, &Barton, 2009) წარმოადგენს მშობლის გამოსაკითხ სკრინინგის ინტრუმენტს აუტიზმის რისკის გამოსავლენად. M-CHAT-R-ის შევსება შესაძლებელია ჯანმრთელი ბავშვის ზედამხედველობის ვიზიტების დროს პედიატრისა და ოჯახის ექიმის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევების რისკის შესაფასებლად. აუტიზმის განახლებული კითხვარი (M-CHAT-R) ვალიდურია 16-30 თვის ასაკის ბავშვებისათვის." - ამბობს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, პროექტის მენეჯერი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად სულ ახლახანს შეიქმნა ვებ გვერდი www.cdi.iliauni.edu.ge, სადაც შეგიძლიათ ელექტრონულად MCHAT-R კითხვარის შევსება და აუტიზმის სპექტრის რისკის შეფასება ავტომატურ რეჟიმში სულ რაღაც წუთებში.

აღნიშნული ინსტრუმენტი დაეხმარება არა მარტო პროექტში მონაწილე ოჯახის ექიმებს, არამედ უკლებლივ ყველა სამედიცინო მუშაკს, ვისაც სურვილი და საჭიროება ექნებათ პრაქტიკაში განახორციელონ სკრინინგი და დროულად მოახდინოს აუტიზმის რისკის იდენტიფიცირება. ამით ისინი უდიდეს წვლილს შეიტანენ აუტიზმის სპექტრის ადრეულ გამოვლენაში და ხელს შეუწყობენ ბავშვის ჯანმრთელობას!