სუნთქვითი ვარჯიშები თავის ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვითი ვარჯიშები თავის ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს

სუნთქვითი ვარჯიშების ეფექტურობაზე თურმე დიდი გავლენა აქვს იმას, პირით სუთქავს ადამიანი თუ ცხვირით. შესაბამისი კვლევებით ზუსტად განისაზღვრა ისიც, რომ სუნთქვის რიტმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე, რაც თავის მხრივ აისახება მეხსიერების რეალიზებისა და ინფორმაციის შენახვის პროცესზე, ემოციურ სტატუსზე.

კვლევის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეობდა 40 მოხალისე. მკვლევარებმა დაადგინეს საინტერესო დეტალი - ადამიანები სახეზე გამოხატულ ემოციას (რომელსაც მათ აჩვენებდნენ) გაცილებით სწრაფად ამოიცნობდნენ ჩასუნთქვაზე, ვიდრე ამოსუნთქვაზე. რაც შეეხება უსულო საგნებს, მათთან მიმართებაში მეხსიერება თურმე უკეთ რეალიზდებოდა სწორედ ამოსუნთქვაზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებლები ვერ განისაზღვრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები პირით სუნთქავდნენ. ექსპერიმენტების მსვლელობისას მეცნიერები აქტიურად შეისწავლიდნენ ნუშისებრი სხეულის (ემოციებზე პასუხისმგებელი სტრუქტურაა) ელექტრულ აქტივობას, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ეს პროცესი საზოგადოდ განპირობებულია იმით, რომ ჩასუნთქვის პროცესში ხდება თავის ტვინის ნეირონთა სტიმულაცია. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორი პირველად მეცნიერებმა შენიშნეს ეპილეფსიური შეტევის დროს პაციენტთა თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე დაკვირვებისას.

თინათინ გოცაძე