აუტიზმს სიყვარულის ჰორმონები კურნავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აუტიზმს სიყვარულის ჰორმონები კურნავს

კონკრეტულად საუბარია ოქსიტოცინზე. მისი გარკვეული დოზები აუმჯობესებს სოციალური კავშირების გამომუშავებას, აქვეითებს განმეორებით გამოხატულ ქცევით დარღვევებს, მიუხედავად პაციენტის ასაკისა.

პროფესორი ერიკ ხოლანდერი, ალბერტ ეინშტეინის სახელობის სამედიცინო კოლეჯთან არსებული მაუნტ-სინაის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს: "თავდაპირველად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ზოგიერთი სახის აუტისტური მდგომარეობა მკურნალობით დაითრგუნა, ანუ ჰორმონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე. კლინიკური კვლევების პროცესში აუტიზმით დაავადებული 18 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტები 12 კვირის განმავლობაში ნაზალურად (ცხვირიდან) იღებდნენ ოქსიტოცინს. აღნიშნული სამკურნალო კურსის წყალობით საგრძნობლად შემცირდა მათი აუტისტური სპექტრის გამოვლინებანი, განმეორებითი ქცევები. Gგარდა ამისა პაციენტთა ახლობლები უკეთ არჩევდნენ მოსაუბრის (იგულისხმება პაციენტის) ხმის მიხედვით მის სიხარულსა თუ გაბრაზებას".

ექიმებმა ძალიან დამაიმედებელი შედეგები მიიღეს აგრეთვე აღნიშნული ტიპის პაციენტებთან ინტრავენურად პეპტიდების შეყვანის შემთხვევაში.

მოგეხსენებათ, აუტისტური სპექტრის დარღვევები მიეკუთვნება სიმპტომთა ისეთ ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ურთიერთობებისადმი მკვეთრად გამოხატული უუნარობა და სხვა ტიპის დარღვევები. Bბოლო პერიოდამდე მედიცინას აღნიშნულ მდგომარეობათა სამკურნალოდ არანაირი საშუალება არ გააჩნდა.

საყურადღებოა, რომ ავსტრალიელი მეცნიერებიც იმავეს ამტკიცებენ – აუტიზმის მქონე ბავშვებს ოქსიტოცინი უნდა შეასუნთქოთო. მათ კვლევა ჩაატარეს 3-დან 8 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ბავშვებზე, რომელთაც 5 კვირის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ცხვირით შეასუნთქებდნენ ოქსიტოცინის სპრეის. აღსანიშნავია, რომ საკონტროლო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით "სიყვარულის ჰორმონის" მიმღებ პაციენტებს ხასიათი ეცვლებოდათ, უფრო მეტად ბედნიერები ხდებოდნენ, რაც მათი მხრიდან შესაბამისი ქცევებით გამოიხატებოდა.

თინათინ გოცაძე