მუსიკალურ ინტრუმენტებზე დაკვრა ასაკოვან ადამიანებს დემენციისგან იცავს
მუსიკით გატაცებულ ხანდაზმულებთან (რომლებიც თავად რეგულარულად უკრავენ ამა თუ იმ ინსტრუმენტზე) სამჯერ უფრო იშვიათია მოხუცებულთა ჭკუასუსტობის (დემენციის) შემთხვევები.
ფართომასშტაბური კვლევებით დადასტურებულია, რომ მუსიკალური პრაქტიკა მეხსიერებისა და ე.წ. "ნათელი გონების" შენარჩუნებისათვის უნიკალურია. შესაბამისად, მუსიკით დაკავება ნებისმიერ ასაკშია სასარგებლო. ის ხელს უწყობს მძიმე ტრავმების შემდეგ ტვინის ფუნქციათა აღდგენას. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით შეიძლება კოგნიტიურ ფუნქციათა განვითარება.
საქმე ისაა, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისას თავის ტვინის ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურა და უბანი აქტიურდება.
ამჟამად, კანადელი მეცნიერები მუსიკალურ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მუშაობენ, რომლებიც განკუთვნილი იქნება როგორც ახალგზარდების, ასევე ასაკოვნებისთვის.
თინათინ გოცაძე