კივი შეკრულობის საწინააღმდეგოდ
ცხოვრება, არასწორი კვება და სხვა ფაქტორები ამ პრობლემას სულ უფრო მეტად ართულებს.
აღმოჩნდა, რომ კივი შეკრულობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. მეცნიერები ექსპერიმენტულ რეჟიმში ამოწმებდნენ კივის გავლენას საჭმლის მონელების პროცესზე.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ეს ნაყოფი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გასაუმჯობესებელ საშუალებად არის მიჩნეული, უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების უხვად შემცველობის გამო.
ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ პირები, რომლებსაც დიაგნოსტირებული ჰქონდათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული შეკრულობით გამოხატული. კვლევაში მონაწილე პირები 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 2-2 კივს მიირთმევდნენ. სპეციალისტთა დასკვნით, მათ გაუუმჯობესდათ ნაწლავთა პერისტალტიკა და დეფეკაციის აქტი, რაც კივში შემავალი პექტინების ეფექტური მოქმედებით აიხსნება.
თინათინ გოცაძე