უცნაური ნივთები, რომლებიც ექიმებმა პაციენტების მუცელში აღმოაჩინეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
უცნაური ნივთები, რომლებიც ექიმებმა პაციენტების მუცელში აღმოაჩინეს
უცნაური ნივთები, რომლებიც ექიმებმა პაციენტების მუცელში აღმოაჩინეს
ყველამ ვიცით, რომ ყველაფრის ჭამა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ადამიანები ზოგჯერ მაინც ყლაპავენ უცნაურ ნივთებს, რომლებიც მათ ჯანმრთელობას ხშირად სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უცნაური ნივთების საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრას ზოგჯერ საინტერესო ისტორიებიც ახლავს ხოლმე თან. გთავაზობთ მათ შორის რამდენიმე საუკეთესოს:

საქორწინო ბეჭედი


28 წლის საიმონ ჰუპერს საკუთარი შეყვარებულისთვის ცოლობის თხოვნა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ბეჭდის შესაძენად საკმარისი ფული არ ჰქონდა. იგი ინგლისში, დორჩესტერში მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიას ეწვია და სანამ ყურადღებას არავინ აქცევდა, პლატინის ბეჭედი გადაყლაპა. ჰუპერი დააპატიმრეს და რენტგენოგრაფიის მეშვეობით მის მუცელში მოპარული
ბეჭედი აღმოაჩინეს, თუმცა ნივთის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოსვლას 3 დღიანი ლოდინი დასჭირდა.

mkurnali.ge

ოთახის გასაღები

18 წლის კრის ფოსტერს, რომელიც საღამოს მეგობრებთან ერთად გართობასა და ალკოჰოლური სასმელის დალევაში ატარებდა, წვეულებიდან სახლში დაბრუნება არ უნდოდა. იმისთვის, რომ მეგობრებს მისთვის საკუთარ ოთახში დაბრუნება არ ეიძულებინათ კრისმა ოთახის გასაღები გადაყლაპა.
ჰოსპიტალში მისულ ფოსტერს მომხდარის შესახებ აღარაფერი ახსოვდა. ექიმებმა მის მუცელში მოხვედრილი გასაღები რენტგენის სხივების მეშვეობით დააფიქსირეს. კრისისთვის საბედნიეროდ გასაღების გარეთ გამოღწევა უოპერაციოდ მოხერხდა.

mkurnali.ge

რიყის ქვები

მეგობარ ბიჭზე გაბრაზებულმა ერთმა გოგონამ ჩინეთიდან პროტესტის ნიშნად და ბრაზის გამოსახატად 20-ზე მეტი რიყის ქვა გადაყლაპა. როგორც თავად განაცხადა, ქვები მის საჭმლის მომნელებელ სისტებაში ერთმანეთს "უსიამოვნოდ ეჯახებოდნენ" და ტკივილს იწვევდნენ.

mkurnali.ge

საწერი კალამი

76 წლის ქალბატონმა ექიმებს წონის არასასურველი კლებისა და დიარეის ჩივილებით მიმართა. ყველასთვის მოულოდნელად, ამ ყოველივეს მიზეზი ქალბატონის ნაწლავებში გაჩხერილი საწერი კალამი აღმოჩნდა. როგორც პაციენტმა გაიხსენა, იგი 25 წლით ადრე კალმით ნუშისებრი ჯირკვლის გასინჯვისას წაიქცა და კალამი შემთხვევით გადაეყლაპა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კალამი, რომელმაც ადამიანის ნაწლავებში 25 წელი გაატარა, მუცლიდან ამოღების შემდეგ ისევ მუშა მდგომარეობაში იყო.

mkurnali.ge
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
14-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
სასარგებლო ბაქტერიების შემცველი პრობიოტიკური პროდუქტები ზედმიწევნით პოპულარულია, მაგრამ
რაციონის ცვლილება ნაწლავის მიკროფლორაზე ახდენს გავლენას. ორკვირიანი დაბალანსებული კვების შემდეგ,
ამერიკელმა მეცნიერებმა ქრონიკული ყაბზობის დიაგნოზის მქონე 36 მამაკაცისა და ქალის მონაწილეობით
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
ამერიკელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ნაწლავის ანთებითი
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი