კუჭის წყლული ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის წყლული ბავშვებში

- მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა, კუჭის წყლულოვანი დაავადება შეუსწავლელ პრობლემად რჩება. მისი მიზეზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. მცირე ასაკის ბავშვებში წამყვან მექანიზმად მიიჩნევენ ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფარულ პათოლოგიებს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკფაქტორებად მიიჩნევა არარეგულარული ან არასრულფასოვანი კვება, მშრალი საკვები, ვიტამინების ნაკლებობა და მიკროელემენტების დეფიციტი. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოემოციურ გადატვირთვას. ემოციურ ბავშვებში სტრესი ხშირად წყლულის განვითარების ერთადერთ ფაქტორად ითვლება.

- როგორ ამოვიცნოთ კუჭის წყლული?

- წესისამებრ, თავდაპირველად ვითარდება გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება და თუ დროულად არ ვიღონეთ რამე მის ჩასაცხრობად, წარმოიშობა წყლულოვანი დაზიანება. მშობლებს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეთ ბავშვის ჩივილები გულისრევაზე, ბოყინი სიმჟავით, მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნება, ჭამის შემდეგ ტკივილი კუჭის არეში, მშიერი ტკივილი. გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, ძილის დარღვევით, გაღიზიანებით, ჭირვეულობით, თავის ტკივილით. ამ ჩივილების შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

- როგორ მიმდინარეობს წყლულოვანი დაავადება?

- განასხვავებენ მის ოთხ სტადიას:

  • პირველ სტადიაში (ახალი წყლული) ბავშვს აწუხებს შეტევითი ტკივილები, რომლებიც თავს იჩენს ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ ან უზმოზე, ღამით, ძილის დროს. საკვების მიღება მდგომარეობას ამსუბუქებს, თუმცა ტკივილის სინდრომი მთლიანად არ იხსნება. შეინიშნება დისპეფსიური დარღვევებიც - ბოყინი, გულისრევა, პირღებინება, შეკრულობა.
  • მეორე სტადიაში (წყლულოვანი დეფექტის შეხორცების დასაწყისი) ტკივილების  აღმოცენების რიტმი შენარჩუნებულია, თუმცა შეგრძნებები ნაკლებად ინტენსიურია და საკვების მიღების შემდეგ ტკივილი მთლიანად იხსნება.
  • მესამე სტადია შეესატყვისება შეხორცებას (ნაწიბურის წარმოქმნას). ამ დროს პერიოდულად უზმოზე ან გვიან ღამით თავს იჩენს ტკივილის შეგრძნება, რომელიც საკვების მიღების შემდეგ გაივლის.
  • მეოთხე სტადია (სრული გამოჯანმრთელება) დგება დაავადების დაწყებიდან 2-3 წლის შემდეგ, თუმცა კუჭის მჟავიანობა და ფერმენტული აქტივობა მაღალი რჩება, რაც დაავადების შესაძლო რეციდივის წინაპირობად მიიჩნევა.

- ხშირად გვხვდება კუჭის წყლული ბავშვებში?

- ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, კუჭის წყლული დედამიწაზე მცხოვრები ბავშვების 8-9%-ს აქვს. ამასთან, მეცნიერთა აზრით, შემცირდა დაავადების ასაკი. რაც უფრო მცირე ასაკში ვითარდება კუჭის წყლული, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მკურნალობაც უფრო ხანგრძლივია.


- იქნებ მიზეზებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ...

- გამოყოფენ ფაქტორთა ჯგუფს, რომლებსაც ედება ბრალად წყლულის გამოწვევა. ესენია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • არარეგულარული კვება;
  • არასწორი კვება;
  • მძიმე ემოციური გადატვირთვა.

ერთ-ერთი ან რამდენიმე ამ ფაქტორის ზემოქმედებით კუჭის ჰორმონული მექანიზმი ირღვევა, შედეგად კი წარმოიქმნება წყლული.

- რა საფრთხეს უქადის კუჭის წყლული ბავშვს?

- გართულებებს შორის დომინირებს  სისხლდენა. ხშირია პერფორაცია - წყლულის გახეთქვა. მას თან ახლავს მწვავე ტკივილი, რომელსაც შოკამდე მივყავართ. უფრო იშვიათია წყლულის პენეტრაცია - მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა. ასეთი რამ ხდება დაავადების გახანგრძლივების ან არასწორი მკურნალობის დროს.

- კუჭის წყლულის მკურნალობის როგორი ტაქტიკა გამოიყენება ბავშვებში?

- კუჭის წყლულის მკურნალობა კომპლექსურია. გამოიყენება მკურნალობის როგორც ტრადიციული, ისე ხალხური მეთოდები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სწორი კვების ორგანიზება.  მკურნალობის შედეგი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ზუსტად შეასრულებს მშობელი ექიმის დანიშნულებას. მედიამენტების კურსთან ერთად, რომელსაც გასტროენტეროლოგი  შეარჩევს, აუცილებელია სამკურნალო კვების პრინციპების დაცვა. დაუშვებელია შიმშილობა. ამავე დროს, აუცილებელია, ბავშვს შევუქმნათ სასიამოვნო ფსიქოლოგიური კლიმატი და ვარიდოთ სტრესს.

- რას  გულისხმობს სამკურნალო კვება?

- უპირველესად, ნუ გადავტვირთავთ საკვებით ბავშვის მოუმწიფებელ კუჭ-ნაწლავს. უმჯობესია ვკვებოთ ხშირად - დღეში 5-6-ჯერ - მცირე ულუფებით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. საჭიროა ლუკმის კარგად დაღეჭვა - დაქუცმაცებული და ნერწყვით დასველებული საკვების მონელება ადვილია, კუჭი ნაკლებად იტვირთება. თვალი გადაავლეთ რაციონს. სახიფათო პროდუქტები ამოიღეთ. ასეთებია: შემწვარი ხორცი, შემწვარი კარტოფილი, სანელებლები (მდოგვი, წიწაკა, ძმარი, ნიგოზი), ძალზე ცხიმიანი ხორცი და თევზი, სოკო, ლორი, შაშხი, კონსერვანტები. რაციონი უნდა შეიცავდეს: ფაფებს, ბულიონს, ბოსტნეულს, მოხარშულ ხორცსა და თევზს. ფაფებიდან ყველაზე დიეტურია წიწიბურასი, შვრიისა და ბრინჯისა, რომელიც წლამდე ასაკის ალერგული ბავშვებისთვისაც ნებადართულია. შეიძლება აგრეთვე რძე, რძემჟავა პროდუქტები. ძალიან სასარგებლოა სამკურნალო ბალახების ნახარშის მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს ბალახებია გვირილა, მრავალძარღვა, ჭინჭარი, კრაზანა, კალენდულა. ასკილის ნაყენი მხოლოდ ჩ ვიტამინის შემცველობას კი არ ზრდის ორგანიზმში, არამედ ანთებითი ცვლილებების შემცირებასაც უწყობს ხელს. სასარგებლოა კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს წვენები, ასევე - მათი ნარევი. მაგალითად, გულძმარვის დროს 30 მლ ეს ნარევი 15 წუთში ხსნის ტკივილის შეგრძნებას. ხშირად უნდა ვასვათ ბავშვს ჩვეულებრივი სასმელი ან მინერალური წყალი - ის ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს. მენიუ შეგიძლიათ დაახლოებით ასე შეადგინოთ:

I საუზმე: მოხარშული კვერცხი, წიწიბურას ფაფა, რძიანი ჩაი;

II საუზმე: ახალი ხაჭო, ასკილის ნაყენი;

სადილი: ზეთზე მომზადებული სუპი, მოხარშული ხორცი, ხილის (ჩირების) კომპოტი;

IV კვება: კენკრის კისელი და ორცხობილა;

სამხარი: მოხარშული თევზი რძის სოუსით, სტაფილოსა და ვაშლის პიურე;

VI, ბოლო კვება: რძე, მაწონი ან კეფირი.

დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი, მოვამზადოთ კერძი უშუალოდ ჭამის წინ, საკვები იყოს თბილი (არც ცივი, არც მეტისმეტად ცხელი) და თერმულად სწორად დამუშავებული.