"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ნებისმიერ უბანში, თბილისელებისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ერთნაირად ხარისხიანია.

წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულია შეგნებული და შესაძლოა, ორგანიზებული დეზინფორმაცია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. უცნობი პირებისგან შემდგარი ჯგუფი რეკავს საინფორმაციო სააგენტოებში, ტელეკომპანიებში, ცალკეულ მოქალაქეებთან და უცხადებს, რომ ონკანის წყალი საშიშია სასმელად. ეს არის ისეთივე და შესაძლოა უფრო დიდი დანაშაული, როგორიც უკვე არაერთხელ გავრცელდა მაგალითად, სხვადასხვა დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.

კომპანია აპირებს, მიმართოს სამართალდამცავებს იმისთვის, რომ დადგინდეს დეზინფორმაციის წყარო. ჩვენი აზრით, ის რაც ხდება, არის დანაშაული და ამით ზარალდება არა მხოლოდ კომპანიის ავტორიტეტი, არამედ პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობა, რომელიც შეგნებულად შეყავთ შეცდომაში. ასევე, ვაპირებთ მოვითხოვოთ სანქციების გამკაცრება იმ პირების მიმართ, ვინც მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ხელს გვიშლის ჩვენი მოვალეობის შესრულებაში.

გვინდა შევახსენოთ ჩვენს აბონენტებს, რომ კომპანიას გააჩნია ISO-ს სტანდარტებით აკრედიტებული და საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ამოწმებს წყლის ხარისხს.

მოგმართავთ, არ აჰყვეთ პანიკას და კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წყალი თქვენს ონკანებში სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის", - ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაში.