რატომ არ შეიძლება ჭამის შემდეგ წამოწოლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ შეიძლება ჭამის შემდეგ წამოწოლა

, რომლებიც წამოდგომისა და გასეირნების შემთხვევაში ნელდება. საკვების მიღებისთანავე წამოწოლა ყოვლად დაუშვებელია. ამ დროს ნაწლავების პერისტალტიკური ფუნქცია ხელოვნურად ქვეითდება და მონელების პროცესის სრულფასოვნად წარმართვა ფერხდება.

ჰიპოდინამიურ (ნაკლებად მოძრავ), მით უფრო, დანაყრების შემდეგ მხარ-თეძოზე წამოკოტრიალების მოყვარულ პირებს, როგორც წესი,

მეტეორიზმი ანუ აირების დაგროვების გამო მუცლის გაბერვა აღენიშნებათ. ჰიპოდინამია, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მეტეორიზმის, არამედ უამრავი პათოლოგიის გამომწვევია.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირთა ჭარბად დაგროვების მიზეზი შესაძლოა მათი გაძლიერებული წარმოქმნა ან გამოყოფის შეფერხება იყოს. ორივე პროცესი ნაწლავების არეში უსიამოვნო შეგრძნებებსა და ტკივილს იწვევს. ასეთ დროს მექანიკურ და დინამიურ მეტეორიზმზე საუბრობენ. პირველის შემთხვევაში აირების დაგროვება უხშირესად ლოკალურ ხასიათს ატარებს და მისი უშუალო გამომწვევი მიზეზი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ევაკუატორული (გამომყოფი) ფუნქციის დარღვევაა სხვადასხვა დამაბრკოლებელი მექანიკური ფაქტორის -სტენოზის, შეხორცებების, სიმსივნური და სხვა სახის წარმონაქმნების გამო.

დინამიური მეტეორიზმის დროს კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობითი (პერისტალტიკური) ფუნქციაა დარღვეული. ამ დროს არც აირების შემადგენლობა შეიძლება იყოს შეცვლილი მაინც და მაინც, და არც მათი რაოდენობა გაზრდილი, მაგრამ ნაწლავებში მათი გადაადგილების შეფერხება დიდ დისკომფორტს იწვევს.

საკვების მიღებისთანავე წამოწოლა სწორედ დინამიური მეტეორიზმის პათოლოგიური მექანიზმების ჩართვას განაპირობებს. შედეგად მუცლის გაბერვა, ტკივილი და სხვა უსიამოვნებები მიიღება. ამიტომაც გემრიელად დანაყრების შემდეგ უმალ ნუ წამოწვებით. უმჯობესია სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ყოველ შემთხვევაში გაიარ-გამოიარეთ მაინც და იაქტიურეთ. ასე საკვებსაც უკეთ მოინელებთ და მეტეორიზმსაც თავიდან აიცილებთ.

ავტორი თინათინ გოცაძე