"მარგი" - ჯანსაღი საკვები ყველასათვის - რისი მიღწევაც შეიძლება საკვებით არ უნდა გაკეთდეს წამლით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მარგი" - ჯანსაღი საკვები ყველასათვის - რისი მიღწევაც შეიძლება საკვებით არ უნდა გაკეთდეს წამლით

- მრვალწლიანი საექიმო მოღვაწეობის და კვლევის შედეგად ჩვენს მიერ მოწოდებულია მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი დაბალკალორიული ბუნებრივი საკვები - პური "მარგი" და ქართული მიუსლი "მარგი". ისინი მცენარეული ნედლეულის ორიგინალური მეთოდით დამუშავებით მზადდება. ნედლეულის შერჩევა მიზამიმართულად ხდება. მაგალითად ცნობილია, რომ მცენარეული ბოჭკოებით ძალიან მდიდარია მარცვლეულის, განსაკუთრებით ხორბლის ქერქი.

- დღეს ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია ხორბლის ქატო. შეიძლება თუ არა მისი მიღება?

- დაუმუშავებელი ხორბლის ქერქი (ქატო) ძალიან უხეში და ჰიდროფობული პროდუქტია. იგი ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებლად მოქმედებს და უკუნაჩვენებია კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ეს პროდუქტი შეიძლება თავად გახდეს დაავადების განვითარების ან უკვე არსებულის გამწვავების მიზეზი. იგი მეტად მიზანმიმართულ დამუშავებას საჭიროებს, რათა უვნებელი გახდეს და არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.

"მარგის" პროდუქტებში - პურ "მარგსა" და ქართულ მიუსლ "მარგში" -  შემავალი ხორბლის ქერქი სამედიცინო მეცნიერებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მოდელით მუშავდება, რომელიც საკვების მონელების პროცესის მსგავსია.

- როგორ ხდება ხორბლის ქერქის დამუშავება?

- თავდაპირველად უხეში უჯრედისით მდიდარი ხორბლის ქერქი ეტაპობრივად მუშავდება მექანიკურად და ოპტიმალური კონსისტენციის ფქვილის სახეს იღებს. მექანიკური დამუშავების დროს, უხეში ჰიდროფობული აპკით დაფარული ხორბლის ქერქი რბილდება და ჰიდროფილური ხდება. შემდეგ ეტპზე ხდება უკვე დისპერგირებული, დარბილებული ფქვილის კონსისტენციის მქონე ხორბლის ქერქის ადამიანისთვის ოპტიმალური PH-ის მქონე სითხით გაჯირჯვება და მჟავე გარემოთი დამუშავება კვების ტექნოლოგიაში მიღებული და აღიარებული მეთოდებით.

ასეთი წესით მომზადების შემდეგ მცენარეული ბოჭკო კარგავს სიუხეშეს, იძენს წყლის შეწოვის უნარს, ანუ ხდება ჰიდროფილური და ინარჩუნებს მცენარეული ბოჭკოსათვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისებას. მიღებული ნაფქვავი შედის მარგის ყველა პროდუქტის შემადგენლობაში.

"მარგის" პროდუქტები შესწავლილია, შედეგები გამოქვეყნებულია, ტექნოლოგია დაპატენტებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (წიპო) და ხუთ ქვეყნაში. სულ ახლახანს, 2014 წლის სექტემბერში, "მარგის" ტექნოლოგია აშშ-ში დაპატენტდა.  "მარგის" ყველა პროდუქტზე გაცემულია "მეწარმე სუბიექტის სტანდარტები", რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროდუქტები აკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნას.

- ვინ შეიძლება იყოს "მარგის" მომხმარებელი?

- ყველა სტანდარტში მითითებულია, რომ "მარგი" განკუთვნილია ფართო მოხმარებისათვის და წარმოადგენს ჯანსაღი კვების, მრავალი დაავადების მკურნალობისა და პრევენციისათვის ერთ-ერთ მნიშნველოვან კომპონენტს. მას არ გააჩნია წინააღმდეგჩვენებები და  გვერდითი მოვლენები. იგი შეიძლება შეუზღუდავი ვადითა და რაოდენობით მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა ისე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით შეპყობილებმა. საკვებს გაუმჯობესებული აქვს საგემოვნებო თვისებები, ხოლო ულუფის ენერგტიკული ღირებულება დაბალია და იწვევს ბუნებრივი სიმაძღრის შეგრძნებას.

"მარგის" საკვები პროდუქტების რეგულარული მიღება ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებისა და პროგრესირების რისკს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, სიმსუქნე, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბო, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ყაბზობა, დივერტიკულოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და კუჭნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები. იგი მცენარეული ბოჭკოების გარდა მდიდარია ცილებით,  ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით, ანტიოქსიდანტებით, ფიტოსტეროლებით.

"მარგის" პროდუქტების გამოყენება  საშუალებას იძლევა კვების რაციონი იყოს მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიულ, სრულღირებულოვანი, რც ჯანსაღი კვების სტანდარტებს შეესაბამება.