ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო

რეფლუქსის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • გაცხიმოვნება;
  • ორსულობა;
  • დიაფრაგმის თიაქარი;
  • ხშირი ღებინება;
  • სკლეროდერმია (შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადება);
  • ნაზოგასტრული ზონდი (მძიმე პაციენტების ხელოვნურად გამოსაკვები ცხვირიდან კუჭში შემავალი სპეციალური მილი).

რა გვაწუხებს რეფლუქსის დროს

  • დაავადების ყველაზე თვალში საცემი ნიშანი ძლიერი გულძმარვაა. ის, ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ აღმოცენდება და გრძელდება 30-60 წუთს.
  • ყელისა და გულმკერდის არეში, აგრეთვე მის უკან სპაზმები და ძლიერი ტკივილები, რომლებიც გადაეცემა კისერს, ზედა და ქვედა ყბას, მხარსა და ბეჭს;
  • მჟავე გემო პირში, რომელიც განსაკუთრებით ღამით ძლიერდება;
  • სუნთქვის პერიოდული შეკვრა.

სიმპტომები განსაკუთრებით წოლის დროს ძლიერდება. საკმარისია ადამიანი წამოდგეს, რომ სიმპტომები სუსტდება, ზოგჯერ კი სრულიად ქრება.

როგორ მკურნალობენ

თერაპიული მკურნალობა ტარდება:

1. ანტაციდებით - კუჭის წვენში მარილმჟავას გამანეიტრალებელი საშუალებებით, რომლებსაც პაციენტი სვამს ჭამის შემდეგ და ძილის წინ;

2. ანტისეკრეტორული პრეპარატებით - ისინი თრგუნავენ მარილმჟავას სინთეზს;

3. პროკინეტიკებით - ხელს უწყობენ საკვებისა და მჟავას ნორმალურ გადაადგილებას კუჭსა და ნაწლავებში.

ქირურგიული მეთოდი

მას მაშინ მიმართავენ, თუ თერაპიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო ან მის ჩატარებას აზრი აღარ აქვს. ითვალისწინებს საყლაპავის სანათურის დილატაციას - გაფართოებას. ტარდება დიაფრაგმის თიაქრის ოპერაცია, იკვეთება საყლაპავის დაზიანებული ნაწილი და ჯანსაღი მონაკვეთი პირდაპირ კუჭს უერთდება. დაავადების პროგნოზი ინდივიდუალურია. საბედნიეროდ, ის საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას, თუმცა მოსალოდნელია რეციდივიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი არ იცვლის ცხოვრების წესს და არც მავნე ჩვევებზე ამბობს უარს.

დაიცავით თავი

რეფლუქსის აღსაკვეთ საუკეთესო საშუალებად კვლავ მისი პროფილაქტიკა რჩება, ამიტომ კარგი იქნება, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ექიმის მიერ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატი დალიეთ მხოლოდ დადგენილი წესის მიხედვით.
  • უარი თქვით თამბაქოს წევასა და ალკოჰოლის ჭარბ მიღებაზე.
  • დროებით ამოიღეთ რაციონიდან: შოკოლადი, ჩაი, ყავა, ცხიმიანი საკვები, ციტრუსები და გაზიანი სასმელები, უარი თქვით საღეჭ რეზინზე.
  • ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი, ერიდეთ მუცლისა და გულმკერდის არეში მოჭერილსა და მოტმასნილს.
  • ეცადეთ, საწოლი თავის მხარეს ყოველთვის აწეული, შემაღლებული გქონდეთ.
  • საჭიროების შემთხვევაში დროულად იზრუნეთ ჭარბი წონის მოცილებაზე და ნურასოდეს დაწვებით ჭამიდან 2 საათზე ადრე.