შეკრულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეკრულობა

პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა

შეკრულობა სულაც არ არის სახუმარო რამ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • კვების რაციონში ბოჭკოს ან სითხის დეფიციტი;
  • სტრესი;
  • მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებს ყაბზობას;
  • ცხოვრების ჰიპოდინამიური წესი.

გაქვთ თუ არა შეკრულობა?

“ნაწლავების ყოველდღიური დაცლა ბევრს ნორმად მიაჩნია, - ამბობს დოქტორი მარტინ შუსტერი, ბალტიმორის სამედიცინო ცენტრის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი, - ეს შეცდომაა. ნაწლავების დაცლის მოთხოვნილება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს: ზოგიერთს - დღეში სამჯერ, ზოგიერთს - კვირაში სამჯერ”.

იღებთ თუ არა საკმაო სითხეს?

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა შეკრულობის დროს, ის არის, რომ საკუთარი კვების რეჟიმი შეამოწმოს. შეკრულობასთან საბრძოლველი მთავარი იარაღია ბოჭკო და სითხე. აუცილებელია მათი დიდი რაოდენობით მიღება, რათა ფეკალური მასები დარბილდეს და თავისუფლად გამოვიდეს მსხვილი ნაწლავიდან.

რამდენია საჭირო?

  • ნაწლავებმა ნორმალურად რომ იმუშაოს, მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში მინიმუმ 6 (სასურველია 8) ჭიქა სითხეს უნდა იღებდეს, - მიაჩნიათ ამერიკელ დიეტოლოგებს. შეიძლება ნებისმიერი სითხე, მაგრამ წყალი ყველას სჯობია.
  • ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 20-35 გრამი ბოჭკო უნდა მიიღოს, ხოლო მან, ვისაც შეკრულობა აწუხებს, სულ ცოტა, 30 გრამი.

სად ვიპოვოთ უჯრედისი

თუ საკვებს გულისყურით შევარჩევთ, სულაც არ გაგვიჭირდება, ყოველდღიურად მივიღოთ 30 გრამი უჯრედისი: ნახევარი ჭიქა მწვანე ბარდა 5 გრამს გვაძლევს, ერთი ცალი პატარა ვაშლი - 3 გრამს, ერთი თეფში ქატო - 13 გრამს. ბოჭკოს უხვად შეიცავს ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, განსაკუთრებით - პარკოსნები, შავი ქლიავი, ლეღვი, ქიშმიში, სიმინდი, შვრიის ფაფა, მსხალი და ნიგოზი. რაციონში ბოჭკოს შემცველობა თანდათანობით გაზარდეთ, რათა აირებმა არ შეგაწუხოთ.

იარეთ სპორტულ დარბაზში

ყველამ ვიცით, რომ ვარჯიში უხდება გულს, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გაუგონია, რომ ის ნაწლავებისთვისაც სასარგებლოა? რეგულარული ვარჯიში ებრძვის შეკრულობას, აიძულებს საკვებს, უფრო სწრაფად იმოძრაოს ნაწლავებში.

ისეირნეთ

ყაბზობის დროს ფიზიკური დატვირთვის ნებისმიერი ფორმა სასარგებლოა, მაგრამ ექსპერტები უპირატესობას ანიჭებენ ფეხით სიარულს. სეირნობა ძალიან კარგია ორსულებისთვის, რადგან მრავალი მათგანი შეკრულობით იტანჯება. თუ ყაბზობა გაწუხებთ, ყოველდღე, სულ ცოტა, 20-30 წუთი უნდა იაროთ ფეხით.

შებრძანდით ტუალეტში

მრავალი ჩვენგანი მიჩვეულია, ტუალეტში იაროს არა მაშინ, როდესაც ორგანიზმი სთხოვს, არამედ მაშინ, როდესაც ეს მოხერხებულია, სურვილის ჩახშობა კი ხელს უწყობს შეკრულობას განვითარებას. ჩვევების შეცვლა არასოდეს არის გვიანი. ყველაზე ბუნებრივია, ტუალეტში იაროთ ჭამის შემდეგ. ამრიგად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, მიირთვით რამე; იგრძნობთ თუ არა მოთხოვნილებას, მაინც წაბრძანდით ტუალეტში და დაჰყავით იქ ათიოდე წუთი. დროთა განმავლობაში ნაწლავები საჭიროებისამებრ მოქმედებას მიეჩვევიან.


მივიღოთ თუ არა საფაღარათო საშუალებები?

საფაღარათო საშუალებები უმეტესად ეფექტურია, მაგრამ ძალიან სწრაფად იწვევს მიჩვევას, ამის შედეგად კი ყაბზობა უფრო დამძიმდება. მაშ, როდის მივიღოთ საფაღარათო? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არასოდეს! აფთიაქებში ქიმიური საფაღარათოების გვერდით ხშირად წააწყდებით ისეთ საშუალებებსაც, რომლებსაც აწერია: “ბუნებრივი” ან “მცენარეული”. მათი ძირითადი ინგრედიენტია ფსილიუმის დაქუცმაცებული მარცვლები. ეს ბოჭკოს სუპერკონცენტრირებული ფორმაა, რომელიც, ქიმიური საფაღარათოებისგან განსხვავებით, მიჩვევას არ იწვევს და შეიძლება, დიდხანს გამოვიყენოთ. ოღონდ მათ უხვად უნდა მიაყოლოთ წყალი, თორემ ნაწლავებზე მოგეკრობათ.

სცადეთ შინ

ფსილიუმის ბოჭკოს მრავალძარღვას მარცვლებისგან იღებენ. თუ საჭირო ნედლეულს შეიძენთ, შეგიძლიათ, საფაღარათო თავადაც მოამზადოთ შინ. აიღეთ 2 წილი დაქუცმაცებული ფსილიუმი, 1 წილი სელის ქატო და 1 წილი შვრიის ქატო, აურიეთ ერთმანეთში და ცოტაოდენ წყალში და მიიღეთ ყოველდღე, დაახლოებით 21 საათზე.

სწრაფი მეთოდები

თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, ვერაფერი გაგისუფთავებთ ნაწლავებს ოყნაზე უკეთ. ის უებარი საშუალებაა, მაგრამ ხშირად თუ გამოიყენებთ, შესაძლოა, მსხვილი ნაწლავი გაიზარმაცოთ. გაიკეთეთ ოყნა მხოლოდ სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. ნურასოდეს გამოიყენებთ საპნის ხსნარს - მას შეუძლია ნაწლავი გაგიღიზიანოთ. იგივე შეიძლება ითქვას საფაღარათო სანთლებზეც. თუ მაინც შეიძენთ, გლიცერინშემცველი აარჩიეთ. მკვეთრ ქიმიურ ნივთიერებებს ერიდეთ. თვალი გადაავლეთ თქვენი სამკურნალო საშუალებების არსენალს. არსებობს პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ან გააღრმაოს შეკრულობა. მათ რიცხვს ეკუთვნის:

  • ანტაციდები, რომლებიც შეიცავს ალუმინს ან კალციუმს;
  • ანტიჰისტამინური საშუალებები;
  • პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • კალციუმის დანამატები;
  • შარდმდენები;
  • სანარკოზე საშუალებები;
  • ფენოთიაზინები;
  • საძილე პრეპარატები;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

კვების რეჟიმი

არსებობს საკვები, რომელიც ზოგთან შეკრულობას იწვევს, ზოგთან კი - არა. მაგალითად, რძემ ერთს შესაძლოა ძლიერი შეკრულობა დამართოს, მეორეს კი - ფაღარათი. თუ შეკრულობის დროს ძლიერ ტკივილს გრძნობთ, სავარაუდოდ, ეს სპასტიკური მსხვილი ნაწლავის ბრალია. ის, ვისაც სპასტიკური მსხვილი ნაწლავი აქვს, უნდა ერიდოს აირების დაგროვების გამომწვევ საკვებს, მაგალითად, პარკოსნებს, კომბოსტოს. ბევრის ჭამასაც უნდა ერიდოთ - საკვების დიდი ულუფა წელავს ნაწლავის კედელს და ამით ამძიმებს ყაბზობას.

არ გაიჭინთოთ

როგორიც არ უნდა იყოს დისკომფორტი, არ აჰყვეთ ცდუნებას და არ გაიჭინთოთ - შესაძლოა, ბუასილს ან ანალური ხვრელის ნახეთქს გამოჰკრათ ხელი, ეს კი არა მარტო მტკივნეულია, არამედ შეკრულობასაც დაამძიმებს. გარდა ამისა, ჭინთვამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და შეამციროს გულისცემის სიხშირე. არც გულყრაა გამორიცხული.

ალტერნატიული გზა

ერიდეთ ზეთს - რაციონიდან ამოიღეთ მცენარეული ზეთი - ბოსტნეულისა, ზეითუნისა, სოიისა - და ქრონიკული შეკრულობა ნაკლებად შეგაწუხებთ. აქ მთავარია არა ზეთი, არამედ ის, რომ მას თავისუფალი სახით იღებთ. საქმე ის არის, რომ ზეთი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლებზე წარმოქმნის აპკს, რომელიც ართულებს წვრილ ნაწლავში ნახშირწყლებისა და ცილების გადამუშავებას. პროცესი ზოგჯერ 20 საათამდეც კი გრძელდება, რაც აირებისა და ტოქსინების დაგროვებას იწვევს. მაგრამ იგივე ზეთი ბუნებრივ ფორმაში, მაგალითად, კაკალში, ავოკადოში, სიმინდში, თანდათანობით გამოთავისუფლდება, არ წარმოქმნის ზეთოვან აპკს, არ აფერხებს საჭმლის მონელებას და არ იწვევს შეკრულობას. ეს ზეთები, გამოწურულისგან განსხვავებით, ჯანსაღი საკვები კომპონენტებია. საშიში სიგნალი - მიმართეთ ექიმს, თუ შეკრულობას თან ახლავს მუცლის შებერილობა - ეს შესაძლოა გაუვალობის ნიშანი იყოს. ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ მწვავე სიმპტომები სამ კვირაზე მეტია გრძელდება და არც ერთი შინ ნაცადი საშუალება არ შველის, ანდა გამონაყოფი შეიცავს სისხლს - ამ შემთხვევაში ყაბზობა შესაძლოა მძიმე შინაგან დაავადებაზე მიუთითებდეს.