როგორ ავიცილოთ თავიდან კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება

კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას, ჩვეულებრივ, ის ხალხი უჩივის, ვინც წლების განმავლობაში უგულისყუროდ ეკიდებოდა კვების რეჟიმს და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს შეგრძნება კარგად დანაყრების შემდეგ ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბევრს ვჭამთ. იგი კიდევ უფრო ღრმავდება, თუ ჭამის დასრულებისთანავე დავლიეთ ბევრი წყალი. რისი ბრალია ეს? კუჭი და ნაწლავი, კერძოდ, მისი საწყისი ნაწილი - თორმეტგოჯა ნაწლავი, სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული, ამ უკანასკნელის მწყობრიდან გამოსვლა კი მთელი კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უმეტესად საღამოობით იჩენს თავს, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილაობითაც რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნორმალურ ფუნქციობაზე და დახმარებას ითხოვს. კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება თავიდან რომ აიცილოთ:

  • იკვებეთ სწორად, ხშირ-ხშირად და ზომიერი ულუფებით. ერთბაშად ბევრს ნუ შეჭამთ. ძნელად მოსანელებელ საკვებს განსაკუთრებით საღამოობით, ძილის წინ ერიდეთ. არც დანაყრებისთანავე დიდი რაოდენობით წყლის (საზოგადოდ, სითხის) მიღებაა რეკომენდებული - წყალი ერთგვარად ჩამორეცხავს კუჭის წვენს და საგრძნობლად აფერხებს მონელების პროცესს.
  • ჭამის დროს იფიქრეთ მხოლოდ ჭამაზე. დაუშვებელია ჭამის პროცესში კითხვა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა - ამით ირღვევა საკვების მონელება და ათვისება.
  • საკვები კარგად დაღეჭეთ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საკვების სრულფასოვანი ათვისებისათვის ლუკმა გადაყლაპვამდე, სულ მცირე, 20-ჯერ უნდა დაიღეჭოს. ჭამის დროს სხვა საქმის კეთებისას ირღვევა როგორც ღეჭვის, ისე საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის პროცესი და მონელების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის.
  • თუ აღგზნებული, გაღიზიანებული ხართ, გირჩევთ, დამშვიდდეთ (მიიღოთ დამამშვიდებელი საშუალება) და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ საკვები. კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მთელი ორგანიზმი უნდა მოამზადოთ საკვების მისაღებად. ნუ მიაყენებთ მას დარტყმას უჩვეულო და დაძაბულ ვითარებაში.
  • ჭამის შემდეგ უმალვე ნუ წამოწვებით. მართალია, ნასადილევს თუ ნავახშმევს ძილი გვერევა და ამას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს (მოგრძო ტვინში მდებარეობს სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იღებს სენსორულ შესავალს და ამავე დროს ჩართულია ძილის მექანიზმების მოქმედებაში), მაგრამ ეს მეტისმეტად ვნებს მონელების პროცესს. საკვების კუჭში შეკავება, ნაწლავების პერისტალტიკური აქტივობის შეფერხება, მონელების პროცესის დარღვევა და წამოწოლით გამოწვეული სხვა არასასურველი მოვლენები საბოლოოდ კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას განაპირობებს.