რატომ გვასლოკინებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვასლოკინებს

ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს კვების შემდეგ. ამ დროს სლოკინის მიზეზი ჯერ კიდევ აუწყობელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაა. ჭამის დროს პაწიას ხშირად ეყლაპება ჰაერი ან უბრალოდ საკვების ზედმეტ ულუფას იღებს. ჰაერით ან საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას და იწვევს სლოკინს. ასეთი სლოკინი საშიში არ არის და მალევე თავისთავად, ჩაურევლად გაივლის.

ზრდასრულებში ხანმოკლე სლოკინის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზებია დიდი რაოდენობით საკვების მიღება, გაზიანი სასმელების მიღება, ალკოჰოლიანი სასმელები, გარემო ტემპერატურის უეცარი მკვეთრი ცვლილება, ძლიერი სტრესი.

48 საათზე უფრო ხანგრძლივი სლოკინი ცთომილი ნერვის გაღიზიანებასთან არის დაკავშირებული. ეს განპირობებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, ზოგჯერ კისრის არეში არსებული წარმონაქმნებით, ხორხის ან ყურის დაავადებებით.

ხანგრძლივი სლოკინის მიზეზი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს საჭმლის მომნელებელი სიტემის დაავადებები. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა სლოკინი ნევროზული გენეზისაა. ასეთი შემთხვევები უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება.