კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციები

სეკრეტინი, პანკრეოზიმინი და გასტრინი; ასევე - ფარისებრი და ფარისებრახლო, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონები. აღსანიშნავია, რომ კუჭქვეშა ჯირკვალს თავისი ფუნქციების შესრულება მხოლოდ განსაზღვრული ოდენობის ნაღვლის წვენის არსებობის პირობებში შეუძლია. ამიტომ არის, რომ დამოუკიდებლად ნაღვლის ბუშტის ან პანკრეასის დაავადებები იშვიათად ვითარდება - პათოლოგიურ პროცესში ეს ორი ორგანო თითქმის ყოველთვის ერთდროულად აღმოჩნდება ხოლმე ჩათრეული.

საჭმლის მომნელებელი ფუნქცია

ადამიანის ძირითად საკვებ ნივთიერებებს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები წარმოადგენს. ეს ნივთიერებები საკვებთან ერთად ისეთი რთული სახით ხვდება ორგანიზმში, რომ ეს უკანასკნელი მათ შეწოვას ვერ ახერხებს, ამიტომ მცირე და მარტივ კომპონენტებად შლის. საჭმლის მომნელებელი მექანიზმის მთავარი ფუნქცია სწორედ რთული საკვები ნივთიერებების მარტივ კომპონენტებად დაშლის უნარია, რასაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ახორციელებს. კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ფერმენტებს, რომელთა გარეშეც წვრილ ნაწლავებში საკვების მონელება წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს უჯრედები გამოყოფს სპეციალურ ფერმენტსაც, რომელიც მას თვითმონელებისგან იცავს.

პანკრეასის წვენი

პანკრეასის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა პანკრეასის წვენის გამომუშავება, რომელიც აუცილებელია საჭმლის მოსანელებლად. არცთუ დიდი ზომის მიუხედავად, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს დღე-ღამეში 1-დან 4 ლიტრამდე წვენს. წვრილი გამომტანი სადინარებიდან იგი ხვდება საერთო სადინარში, რომელიც საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება. წვენის შემადგენლობა იმის მიხედვით იცვლება, რა მიირთვა ადამიანმა. ყველაზე მეტი წვენი გამომუშავდება ნახშირწყლოვან საკვებზე, შედარებით ნაკლები - ცილოვანზე და ყველაზე ნაკლები - ცხიმებით მდიდარზე. წვენის გამოყოფა იწყება საკვების მიღებიდან 1-3 წუთში და 6-10 საათის შემდეგ სრულდება. პანკრეასის წვენის 98% წყალია, დანარჩენ 2%-ს კი მისი ფერმენტები შეადგენს.

პანკრეასის ფერმენტები

პანკრეასის წვენი შეიცავს 4 ფერმენტს: ამილაზას, ტრიფსინს, ქიმოტრიფსინს და ლიპაზას. ამილაზა სახამებელს გლუკოზად შლის. იგი პანკრეასის წვენში არააქტიური ფორმით - პროფერმენტის სახით სეკრეტირდება. მისი აქტივაცია თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში ენტეროკინაზების გავლენით ხორციელდება. ეს უკანასკნელნი გამომუშავდება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში და ასევე აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელებაში. ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი ცილებს ამინომჟავებად შლის. ლიპაზა ცხიმების დამშლელი ფერმენტია.

ენდოკრინული ფუნქცია

პანკრეასშია დედამიწაზე ყველაზე მცირე ზომის ლანგერ-ჰანსის კუნძულები, რომლებიც გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინსა და გლუკაგონს. ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მონაწილეობენ ნახშირწყლოვან ცვლაში და სწორედ მათი დამსახურებით მარაგდება ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი ენერგიით. პანკრეასის კუნძულოვანი აპარატის ვირუსებით ან ანთებითი პროცესით დაზიანებისას (ყველაზე ხშირად - მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის ან პანკრეონეკროზის შემდგომ) სისხლში ინსულინის გამოყოფა ითრგუნება და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი I. ამ დაავადების მიმდინარეობის ხარისხი და სიმძიმე დარჩენილი ნორმალურად მოფუნქციე უჯრედების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია არსებული დაავადებებისადმი ყურადღება, რაც კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიების საუკეთესო პროფილაქტიკაა. რაც შეეხება გლუკაგონს, იგი ინსულინისგან დიამეტრულად განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებს - ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. ორგანიზმში მის მსგავს ფუნქციებს ასრულებს თირკმელზედა ჯირკვლებში გამომუშავებული ზოგიერთი ჰორმონიც, ამიტომ პანკრეასის მიერ გლუკაგონის არასაკმარისი სეკრეცია ისე მწვავედ არ აღიქმება, როგორც ინსულინისა. ამ ორ ჰორმონთან ერთად პანკრეასი გამოიმუშავებს ასევე აგებულებით ჰორმონების მსგავს ნივთიერებას - ქოლეცისტოკინინს, რომელიც, თავის მხრივ, ნაღვლის გადინებას და ნაღველგამომტანი გზების ტონუსს არეგულირებს.

ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები

  • კუჭქვეშა ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პანკრეატიტი, რომელიც მწვავედ იწყება და მკურნალობის გარეშე გადადის ქრონიკულ ფორმაში.
  • ლანგერ-ჰანსის უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფის მოშლისას მოსალოდნელია არანაკლებ გავრცელებული დაავადების - შაქრიანი დიაბეტის განვითარება.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით მოავადე 180 მილიონი ადამიანია. სპეციალისტთა აზრით, 2030 წლისთვის ეს რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება.
  • შედარებით იშვიათად ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის ატროფია - განლევა.
  • ნაკლებად გავრცელებულ პათოლოგიებს მიეკუთვნება ასევე პანკრეასის ცხიმოვანი ნეკროზი, კისტები, სკლეროზი და აბსცესი.
  • ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში იმატა კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების შემთხვევებმა.

საბედნიეროდ, პანკრეასის დაზიანების საწყის ეტაპზე საკმარისია მხოლოდ რაციონის გადახედვა და სპეციალური დიეტის დაცვა, რომელიც მისი ფერმენტების აქტივაციისა და შესუსტების ფაზების გათვალისწინებით დგება და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული დიეტების საფუძველს წარმოადგენს.