რატომ არის სახიფათო გულძმარვის დროს სოდიანი წყალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის სახიფათო გულძმარვის დროს სოდიანი წყალი

საინტერესოა, რამდენად გამართლებულია ასეთი "მკურნალობა"?

პრობლემა პირველი: მართალია, სოდა ხსნის უსიამოვნო შეგრძნებას (3 გრამი 75 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს კუჭის ნორმალურ მჟავიანობას), მაგრამ 1-2 საათის შემდეგ კუჭის გაღიზიანებული ჯირკვლები უფრო ინტენსიურად იწყებენ მარილმჟავას გამომუშავებას და რამდენიმე საათში მჟავიანობამ შესაძლოა იმაზე მაღლაც აიწიოს, ვიდრე სოდის მიღებამდე იყო.

პრობლემა მეორე: სოდის მიღებისას ჭარბად გამოიყოფა ნახშირორჟანგი და კუჭის მოცულობა მკვეთრად იმატებს. სამედიცინო ლიტერატურაში დიდი ოდენობით სოდის მიღების შემდეგ კუჭის გასკდომის შემთხვევაც კია აღწერილი.

პრობლემა მესამე: კუჭის წვენთან სოდის ურთიერთქმედებისას თავისუფლდება იონიზებული ნატრიუმი, რომელიც ინტენსიურად შეიწოვება სისხლში, ეს კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის დროს მეტად საშიშია.

ხშირად სოდას რძესთან ერთად იღებენ, რაც დაუშვებელია. რძისა და სოდის ერთდროული მიღება არღვევს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობას და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს. მჟავიანობას რძეც ბოჭავს, მაგრამ ძალიან მცირე ხნით, სამაგიეროდ, ის, სოდისგან განსხვავებით, უსაფრთხო საშუალებაა.

ავტორი ნანა ხუცაიძე