რა საშუალებები გამოვიყენოთ მუცლის შებერილობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საშუალებები გამოვიყენოთ მუცლის შებერილობის დროს

მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული (მათ რიცხვს მიეკუთვნება ენზიმტალი), ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. რაც მთავარია, აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის მოხსნა. მიზეზი კი ბევრი რამ შეძლება იყოს. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენს საიტზე სტატიებში მეტეორიზმი და კვების ფაქტორი და მეტეორიზმი

რაც შეეხება სამკურნალო მცენარეებს, შესანიშნავია გვირილის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაცივოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
• ეფექტურია პიტნის ჩაი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან უხდება.
• კამის ნახარში და წვენი შებერილობის დროს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც შველის.
• ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭკაჭა, რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
• ფაღარათის დროს ეფექტურია ჭინჭრის ძირების ნახარში.
• მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით, ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით - დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი.
• მედიკამენტებიდან კარგია ნახშირისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები: ესპუმიზანი, მეტეოსპაზმილი, ენზიმტალი და სხვ.