ქრონიკული პანკრეატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული პანკრეატიტი

რა არის ქრონიკული პანკრეატიტი

ქრონიკული პანკრეატიტი კუჭუკანა ჯირკვლის, პანკრეასის, ქრონიკული ანთებაა. ის ბოლომდე არასოდეს განიკურნება. დროდადრო დაავადების კლინიკური სურათი მძიმდება, რასაც ჯირკვლის პროგრესული დაზიანება ახლავს თან. კლინიკურად ეს საჭმლის მონელების დარღვევითა და პანკრეასის ჰორმონების გამომუშავების დაქვეითებით ვლინდება.

რამდენად ხშირია დაავადება

განვითარებული ქვეყნების მონაცემების თანახმად, ქრონიკული პანკრეატიტი აქვს 100 000 კაციდან 3,5-10-ს. დაავადება უმეტესად მამაკაცებს აღენიშნებათ 30-დან 40 წლამდე.

რა იწვევს

ქრონიკული პანკრეატიტის უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია, რომ მის აღმოცენებას ხელს უწყობს:

  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  • აუტოიმუნური მდგომარეობები (დაავადებები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ);
  • გენეტიკური მუტაცია, რომელიც მუკოვისციდოზს - ცისტურ ფიბროზს განაპირობებს;
  • პანკრეასის სადინარის ან ნაღვლის საერთო სადინარის ბლოკირება;
  • გენეტიკური ფაქტორი - ამ დროს ოჯახის 2 ან მეტ გენეტიკურად დაკავშირებულ წევრს აქვს პანკრეატიტი.

სიმპტომები

ქრონიკული პანკრეატიტის დროს უმრავლესობა უჩივის ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, თუმცა არის შემთხვევები, როცა პაციენტი ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობს. ზოგჯერ ტკივილი ვრცელდება ზურგისკენ, მძაფრდება კვების ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იღებს მუდმივ და დამაუძლურებელ ხასიათს. ხდება ისეც, რომ მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად ტკივილი სუსტდება და ქრება, თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათია. გარდა ტკივილისა, მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, წონის კლება, ფაღარათი, ცხიმიანი ან ბაცი ფერის განავალი. ქრონიკული პანკრეატიტის დროს მრავალი პაციენტი კარგავს წონას, მიუხედავად ნორმალური მადისა და კვებისა. წონის კლების მიზეზია საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი პანკრეასის ფერმენტების გამომუშავების დაქვეითება, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვას არღვევს. ქრონიკული ტკივილი ხშირად მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოსტიკა უმთავრესად იმ კვლევებს ემყარება, რომლებიც ჯირკვლის გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს. სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ამ კუთხით უმეტესად უსარგებლოა. ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების დროს, ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პაციენტის გამოკითხვა, მისი დეტალური გასინჯვა. შესაძლოა დაიგეგმოს სხვა გამოკვლევებიც. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ექოსკოპია. მისი მეშვეობით მიიღება პანკრეასისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა) გამოსახულება; ზოგჯერ აღმოაჩენენ ნაღვლის ბუშტის კენჭებს, რაც შესაძლოა პანკრეატიტის მიზეზი იყოს;
  • ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია. სპეციალური ხელსაწყოს - ენდოსკოპის მეშვეობით ექოსკოპის გადამწოდები თავსდება თორმეტგოჯა ნაწლავში და მიიღება პანკრეასისა და ნაღვლის სადინარების გამოსახულება;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია. ეს არის მაღალტექნოლოგიური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომლის დროსაც ვენაში შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება და სპეციალური ხელსაწყოთი იღებენ პანკრეასისა და სადინარების გამოსახულებას;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია. ის საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ პანკრეასი, აღმოვაჩინოთ კენჭები;
  • აუტოიმუნურ პანკრეატიტზე ეჭვის შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს სისხლის გამოკვლევა IგG4-ის აღმოსაჩენად, თუმცა ქრონიკული პანკრეატიტის დროს სისხლის შესწავლა მეტწილად არ არის აუცილებელი.

როგორ მკურნალობენ

ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად თან ახლავს ქრონიკულ პანკრეატიტს, საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. აუცილებელია, ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს, რადგან ანთების განმეორებითი ეპიზოდები იწვევს კუჭუკანა ჯირკვლის შეუქცევად დაზიანებას და ტკივილის კუპირება უფრო და უფრო რთულდება. ტკივილის კუპირებისთვის მედიკამენტებს იყენებენ. დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიღებულია მედიკამენტური თერაპიისადმი სამსაფეხურიანი მიდგომა:

  • თავდაპირველად ინიშნება არანარკოტიკული საშუალებები - აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი), იბუპროფენი ან ორივე (მონაცვლეობით);
  • თუ არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები უეფექტო აღმოჩნდა, მკურნალობაში რთავენ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგალითად, კოდეინს);
  • მსუბუქი ნარკოტიკების უეფექტობისას შეიძლება გადასვლა ძლიერ (მორფინის მსგავს) საშუალებებზე.

პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად ანტიოქსიდანტებსაც იღებს. მედიკამენტთა ამ ჯგუფზე ქვემოთ ვისაუბრებთ. ტკივილის კუპირებისთვის შეიძლება ჩატარდეს ფაშვის წნულის ბლოკადა. ამ დროს ნერვში სპეციალური ნემსით შეჰყავთ განსაზღვრული ნივთიერება. ვინაიდან ქრონიკული პანკრეატიტის დროს ხშირია პანკრეასის სადინარის შევიწროება, ტკივილის შესამცირებლად შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს სპეციალური პლასტიკური მილის - ეგრეთ წოდებული სტენტის - მოთავსება პანკრეასის სადინარში. თუ მედიკამენტური მკურნალობით ტკივილის კუპირება ვერ მოხერხდა, შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ჩარევა, რომელიც ათიდან 8 შემთხვევაში ეფექტურია.


ანტიოქსიდანტები ქრონიკული პანკრეატიტის დროს

არსებული მონაცემების თანახმად, როგორც მწვავე, ისე ქრონიკული პანკრეატიტის აღმოცენება შესაძლოა ასოცირებული იყოს ეგრეთ წოდებულ ოქსიდაციურ სტრესთან. ამაზე მიუთითებს როგორც ექსპერიმენტული, ისე კლინიკური კვლევების შედეგებიც. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაჩნდა მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტრადიციულ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებთან ერთად ანტიოქსიდანტების გამოყენების იდეა. სადღეისოდ ანტიოქსიდანტების ზოგადი ეფექტურობა უცნობია, არ არის დადგენილი მათი რეკომენდებული კომბინაცია, დოზები, მიღების ხანგრძლივობა, თუმცა მიჩნეულია, რომ შეიძლება ვცადოთ ჩ ვიტამინის, E ვიტამინის, სელენისა და მეთიონინის შემცველი საშუალებები როგორც ტრადიციული მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტი. შემდგომი კვლევაა საჭირო ანტიოქსიდანტების ეფექტურობისა და გამოყენების მიზანშეწონილობის დასადგენად.

კომპლემენტური მედიცინა

ალტერნატიული და კომპლემენტური მედიცინა გულისხმობს იმ დამხმარე მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც (თუ მათ ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად გამოვიყენებთ) შესაძლებელია პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესება. არც ერთი მათგანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმთან შეუთანხმებლად. ქრონიკული პანკრეატიტის დროს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს:

  • იოგა - კვლევები მიუთითებს, რომ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იოგა ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და ამცირებს მედიკამენტების გამოყენების საჭიროებას;
  • მასაჟი - ამცირებს კუნთოვან და ძვლოვან დისკომფორტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ტკივილის შეგრძნებას, სტრესს;
  • ენერგოთერაპია - ეს მეთოდი ემყარება ჰიპოთეზას, რომ ენერგოთერაპევტსა და პაციენტს შორის ხდება ენერგიის მიმოცვლა. ამ დროს ენერგოთერაპევტს ხელები პაციენტის სხეულთან 5-10 სმ-ზე აქვს მოთავსებული. არსებული მონაცემებით, ენერგოთერაპია ამცირებს შფოთვას, ტკივილის შეგრძნებას;
  • ვარჯიში - აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს, ამცირებს სტრესს, ტკივილს, გულისრევას, სისუსტეს, დეპრესიას. კარგია ყოველდღე, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფეხით სიარული;
  • მედიტაცია - ზემოთ აღწერილის ანალოგიური ეფექტი აქვს მედიტაციას ანუ რელაქსაციას;
  • სიცილი - ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს იმუნური სისტემის სტატუსს;
  • აკუპუნქტურა - განსაზღვრულ წერტილებზე სპაციალური აკუპუნქტურის ნემსით ზემოქმედება.

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს პანკრეასი საკმარისი რაოდენობით ვეღარ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რაც საჭმლის მონელების დარღვევას ანუ მალდიგესტიას იწვევს.

ვის შეიძლება დაემართოს

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა დაკავშირებულია იმ დაავადებებთან, რომლებსაც პანკრეასის დაზიანება ახასიათებს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, მუკოვისციდოზი ანუ ცისტური ფიბროზი, თანდაყოლილია, ზოგი კი, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტი - ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე აღმოცენდება. ქრონიკული პანკრეატიტის დროს შესაძლოა დაირღვეს პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციაც. ამ დროს ქვეითდება ინსულინის გამომუშავება და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი.

მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი)

ცისტური ფიბროზი თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემების დარღვევებს იწვევს. ამ დროს ზოგიერთ ორგანოში, უმეტესად - ფილტვებსა და პანკრეასში, წარმოიქმნება სქელი, წებოვანი ლორწო. დროთა განმავლობაში ყალიბდება პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა.

შემაწუხებელი სიმპტომები

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ინელებს ცხიმს, ცილებსა და ნახშირწყლებს, ეს კი შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს. პაციენტი უჩივის ფაღარათს, მუცლის შებერვას, ყურყურს, ტკივილს.

ცხოვრების რეჟიმი პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს

ადამიანის საკვები 3 მთავარ კომპონენტს - ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს. მათი გადამუშავებისა და შეწოვის შედეგად ჩვენი ორგანიზმი ენერგიასა და აუცილებელ ნივთიერებებს იღებს. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობისას, როგორც აღვნიშნეთ, ირღვევა ამ კომპონენტების, უმთავრესად კი ცხიმის გადამუშავება. ამის გამო კვების სწორი ორგანიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

პანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლება

კუჭუკანა ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის ჩასანაცვლებლად ინიშნება პანკრეასის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ჭამის დროს.

ვიტამინები და მინერალები

საჭმლის მონელების დარღვევასთან ერთად ზოგჯერ აუცილებელი ნივთიერებების შეწოვაც ქვეითდება. ამის გამო ხშირად ექიმი ნიშნავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს (დ, ე, კ, ა) და აუცილებელ მინერალებს.

კვების თავისებურებები

არის შემთხვევები, როცა პაციენტს ქრონიკული პანკრეატიტის დროს საერთოდ არ შეუძლია საკვების მიღება, მაგრამ მაშინაც კი, როცა ის თავს კარგად გრძნობს, ხშირად საჭიროა დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით. ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, თუ საკვებს მიიღებს მცირე ულუფებით და ხშირად. ზედმეტად დანაყრება შემაწუხებელ სიმპტომებს გამოიწვევს.

შევზღუდოთ ცხიმები

რეკომენდებული ცხიმის ოდენობა პაციენტის სიმაღლესა და წონაზეა დამოკიდებული, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 20 გრამს, ერთ ულუფაში კი მაქსიმუმ 10 გრამი იყოს. ცხიმით ღარიბია ქათმის თეთრი ხორცი და ზოგიერთი თევზი. ჯობს, ისინი მოხარშული მივირთვათ.

ალკოჰოლი და სასმელები

პაციენტმა, რომელსაც ქრონიკული პანკრეატიტი აქვს, არასოდეს არ უნდა მიიღოს ალკოჰოლიანი სასმელი - მან შესაძლოა დაავადება გაამწვაოს. აუცილებელია საკმარისი ოდენობის სითხის (წყლის) მიღებაც - კვლევები მოწმობს, რომ დეჰიდრატაციას, რომელსაც წყლის დეფიციტი იწვევს, გამწვავებამდე მივყავართ. სასარგებლოა მინერალური წყლებიც. ისინი უნდა მივიღოთ უგაზოდ, რათა მუცლის შებერვა, აირების დაგროვება არ გამოიწვიოს.