ორცხობილა და კვების სხვა მშრალი პროდუქტი შეიძლება უამრავი ბაქტერიის თავშესაფარი იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორცხობილა და კვების სხვა მშრალი პროდუქტი შეიძლება უამრავი ბაქტერიის თავშესაფარი იყოს

მიჩნეულია, რომ კვების მშრალი პროდუქტების დაბინძურება ბაქტერიებით ნაკლებად ხდება, თუმცა, ექსპერტების აზრით, აღნიშნული პროდუქტებით შეიძლება კვებითი მოწამვლის განვითარება.

სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელ დროს იმატა, სწორედ, კვების მშრალი პროდუქტებით გამოწვეულმა მოწამვლების რიცხვმა. პათოგენებს ამგვარ პროდუქტებში დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ გაძლონ.

გამოიკვლიეს სითხის დაბალი შემცველობის საკვებიდან გამოყოფილი სალმონელას ხუთი ტიპი. აღებული მასალები მოათავსეს ოთხი ტიპის შემავსებელში- ყველისა და არაქისის შემავსებლები კრეკერებისთვის, ვანილისა და შოკოლადის ორცხობილისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ პროდუქტების ანალიზმა აჩვენა, რომ ცალკეულ შემთხვევაში პათოგენი ცხოველმყოფელობას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა, რამაც სპეციალისტების გაკვირვება გამოიწვია.

ლალი ჩხიკვაძე