პირველი დახმარება ფაღარათის (დიარეის) დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ფაღარათის (დიარეის) დროს

დიარეის დროს სასარგებლოა ბრინჯის ნახარში - ის ერთსა და იმავე დროს საკვებიცაა და წამალიც. ხშირად ბრინჯის დიეტა, თანაც - სხვა საშუალებების დაუხმარებლად, სულ რაღაც ერთ დღეში აქრობს ფაღარათს.

ბრინჯთან ერთად ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ საკვები ნივთიერებები და აღვკვეთოთ გაუწყლოება.

ბრინჯი ადვილი მოსანელებელია და კუჭს არ ამძიმებს, ამიტომ შეგიძლიათ ბავშვებსაც მისცეთ დიარეის დროს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ბრინჯის ნახარში. ბრინჯი მოხარშეთ ბლომად მარილწყალში. რომ მოიხარშება, წყალი კი არ გადაღვაროთ, არამედ დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღების კარაქი და მიეცით ავადმყოფს ბრინჯთან ერთად.

გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად დიარეის დროს დღე-ღამეში 2-3 ლ სითხე უნდა მიიღოთ, თუმცა ეს პირობითი ნორმაა - არსებითად, მისი ოდენობა ინდივიდუალურია. საკმარის სითხეს იღებთ თუ არა, ამაზე შარდის ფერი მიგანიშნებთ: რაც უფრო მუქი ყვითელია შარდი, მით მეტი სითხის მიღებაა საჭირო. იდეალურ შემთხვევაში შარდი სავსებით გამჭვირვალე უნდა იყოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სუფთა წყალი დიარეის დროს საკმარისი არ არის. აფთიაქში უნდა შეიძინოთ რეჰიდრონი, ინსტრუქციის მიხედვით მოამზადოთ ხსნარი და ყლუპობით სვათ.

დიარეის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება - ის მდგომარეობას დაამძიმებს. შესაძლოა, წნევის აწევა და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.

როცა ფაღარათი გაგივლით, ნუ იჩქარებთ ჩვეულებრივ რაციონზე გადასვლას. საჭიროა ხანმოკლე გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიიღებთ ჩაის და ორცხობილას, კისელს, ბანანს, ფორთოხლის წვენს.