როგორ მუშაობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მუშაობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

1. საკვები გადაადგილდება პერისტალტიკის საშუალებით. საკვები გუნდა გადაყლაპვის შემდეგ კუჭში ხვდება საყლაპავის კუნთების ტალღისებური შეკუმშვის შედეგად, რასაც პერისტალტიკა ეწოდება. ეს ყოველთვის ერთი მიმართულებით ხდება, გატვიტაციისა და ადამიანის სხეულის მდგომარეობის მიუხედავად.

2. საკვების გადამუშავებაში ძირითად როლს ნაწლავი ასრულებს. გავრცელებული მოსაზრებით, საკვების მონელება კუჭში ხდება, თუმცა ეს ასე არაა. კუჭი ასრულებს დიდი რაოდენობის საკვების სათავსოს როლს. კუჭში საკვებს ერევა კუჭის წვენი. საჭმლის მონელების ძირითადი ეტაპები, საკვები ნივთიერებების შემდგომი შეწოვით, ხდება წვრილ ნაწლავში.

3. წვრილი ნაწლავის შემწოვი ზედაპირი ადამიანის სხეულის ზედაპირზე ათჯერ მეტია. წვრილი ნაწლავის სიგრძე 7 მეტრამდეა, დაიმეტრი კი 2,5 სმ. მაგრამ შიგნითა ზედაპირის ანატომიური თავისებურებების გამო, მისი ფართობი 250 მ2-ია.

4. ნაწლავური აირების არასასიამოვნო სუნი ბაქტერიების მოქმედებითაა გამოწვეული. ნაწლავში საჭმლის მონელება სხვადასხვა ბაქტერიების საშუალებით ხდება. ეს ბაქტერიები ცხოველმყოფელობის პროცესში გამოყოფს გოგირდწყალბადს, მეთანს და წყალბადს, რომელიც ნაწლავურ აირებს უსიამოვნო სუნს აძლევს.

5. კუჭის წვენი თავად კუჭისთვისაა საშიში. ყოველდღიურად კუჭის კედლის ჯირკვლები კუჭის წვენთან ერთად გამოყოფენ 2 ლიტრამდე მარილმჟავას, რომელიც აუცილებელია საკვების მონელებისა და საკვებთან ერთად კუჭში მოხვედრილი პათოგენური მიკროორგანიზმების გასანადგურებლად. მარილმჟავა აგრესიული ნივთიერებაა, რომლისგან დასაცავად კუჭში გამომუშავდება ლორწო. ეს უკანასკნელი სქელ ფენად ფარავს კუჭის მთელ შიგნითა ზედაპირს.

6.თითქმის საუკუნე წყლულოვან დაავადებას არასწორად მკურნალობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ წყლულოვანი დაავადების განვითარების მიზეზი სტრესი და კვების რეჟიმის დარღვევაა. ამიტომ მკურნალობაც ძირითადად, დამამშვიდებელი საშუალებებით და დიეტით მიმდინარეობდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი გახდა, რომ წყლულოვანი დაავადების გამომწვევი Helicobacter Pylori-ია და მას შემდეგ ამ დაავადებას ანტიბიოტიკების გამოყენებით მკურნალობენ.

7. კუჭის ყურყური ყოველთვის არაა შიმშილის გძნობის გამოვლინება. კუჭში ყურყური კუჭისა და წვრილი ნაწლავის აქტიური პერისტალტიკის შედეგია. ეს აქტიური მონელების დროს და მაშინ ხდება, როდესაც კუჭი კუჭის წვენის აქტიურ გამოყოფას იწყებს.

ლალი ჩხიკვაძე