როგორ გავიგოთ, რა არის მუცლის ტკივილის მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიგოთ, რა არის მუცლის ტკივილის მიზეზი

ტკივილი მთელ მუცელს მოიცავს და რამოდენიმე საათში შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვნივ, მუცლის ქვედა მიდამოში. ტკივილი მუდმივი, ყრუ ხასიათისაა. როგორ მოვიქცეთ: სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.

2. მწვავე პანკრეატიტი: ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, შეიძლება გადაეცემოდეს ბეჭებში ან ჰქონდეს სარტყლისებური ხასიათი. შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, პირში სიმშრალე და უსიამოვნო გემო. რა გავაკეთოთ: სასწრაფოდ გამოვიძახოთ „გადაუდებელი დახმარება“.

3. მწვავე გასტრიტი: ტკივილი მუცლის არეში მახვილისებურ მორჩთან, ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევასა და ღებინებას, მადის დაკარგვას, გულძმარვას. როგორ მოვიქცეთ: მივმართოთ გასტროენტეროლოგს.

4. ნაწლავის ჭვალი: მწვავე, შეტევითი, ძლიერი ტკივილი ჭიპის ირგვლივ. შეიძლება თან ახლდეს სისუსტე და შემცივნება. როგორ მოვიქცეთ: დალიეთ სპაზმოლიზური საშუალება.

5. ანთებითი პროცესი თირკმელებში: წელის არეში ძლიერ ტკივილს თან ახლავს მაღალი ტემპერტურა. ტაქტიკა: გამოიძახეთ ექიმი.

6. „კენჭის გავლა“ თირკმელში - მწვავე, ძლიერი ტკივილი წელის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს შორისში და თან ახლდეს ხშირი შარდვა. ტაქტიკა: დალიეთ სპაზმოლიზური საშუალება და მიიღეთ ცხელი აბაზანა. თუ შარდში გამოჩნდა სისხლი, მიმართეთ ექიმს.

7. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის დაავდებები: პერიოდული ტკივილები, ზოგჯერ ძლიერი, ზოგჯერ ყრუ, როგორც წესი ჭიპის მიდამოში აღინიშნება. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს ჭამის შემდეგ, თან ახლდეს მუცლის ზედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი. ტაქტიკა: მიმართეთ გასტროენტეროლოგს.

8. წყლულოვანი დაავადება: ტკივილი აღმოცენდება უზმოზე, და ჭამის შემდეგ, როგორც წესი, წყნარდება. თან ახლავს: გულძმარვა, ბოყინი, პირში მწარე გემო, ღებინება, განსაკუთრებით დილით. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და კვების რეჟიმის მოწესრიგება.

9. ქოლეცისტიტი: ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, თან ახლავს ბოყინი, პირის სიმშრლე და მწარე გემო, გულისრევა, ღებინება. მადა დაქვეითებულია. ტკივილები პერიოდულად მეორდება და შეიძლება იყოს ძლიერი და გადაეცემოდეს მარჯვენა ბეჭში. როგორ მოვიქცეთ: მივიღოთ ნაღველმდენი საშუალება, მინერალური წყალი და მივმართოთ გასტროენტეროლოგს.

10. ფსიქოლოგიური ხასიათის ტკივილები მუცელში: ვითარდება ნევროზების დროს, ტკივილი არის ყრუ, მთელ მუცლის ღრუში, შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, საერთო სისუსტე, ცხელებითი მდგომარეობა. როგორ მოვიქცეთ: მივიღოთ დამამშვიდებელი პრეპრატი და გამოვრიცხოთ კოფეინის შემცველი პროდუქტები.

ლალი ჩხიკვაძე