|
|
მამაკაცთა უმრავლესობა მანქანის მფლობელია და საჭესთან დიდ დროს ატარებს. ბევრს საჭესთან დაჯდომის წინ ამა თუ იმ წამლის მიღება უწევს, მაგრამ არ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. არადა, თურმე მძღოლები პატრულზე მეტად ზოგიერთ მედიკამენტს უნდა უფრთხოდნენ. |
|
ენა არის განივზოლიანი ბოჭკოებიანი კუნთოვანი ორგანო, რომელიც მეტყველებაში, ღეჭვაში, ყლაპვაში, ძუძუს წოვაში, გემოს აღქმასა და ნერწყვის გამოყოფაში მონაწილეობს. ამის გამო გაცილებით რთული აგებულება აქვს, ვიდრე სხვა განივზოლიან კუნთოვან ორგანოებს. ენაზე განარჩევენ ფესვს, სხეულსა და მწვერვალს. ენის ზემოთა ზედაპირი ოდნავ ამოდრეკილია და საგიტალურად არის გაყოფილი ენის შუა ღარით. |
|
გვესაუბრებააკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, გასტროენტეროლოგი თამარ შაშიაშვილი: |
|
მშობლებმა დაბადებიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ზრდასა და განვითარებას. ზრდაში ამორჩენა შესამჩნევი ხდება 5-6 წლის ასაკში. ის შეიძლება გამოიწვიოს: |
|
- მავნე მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ცხელი და ნოტიო ამინდი ყველაზე ხელსაყრელია. ისინი აქტიურად იწყებენ გამრავლებას, ცხოველქმედებას და ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დიდ ზიანს აყენებენ ადამიანს. ალბათ შეგიმჩნევიათ, დილით მომზადებული წვნიანი (სუპი, ბორშჩი, ბულიონი) გაზქურაზე დატოვების შემთხვევაში საღამოს უკვე ამჟავებულია, აქაფებულია. თვით მაცივარშიც კი ფუჭდება ზოგიერთი პროდუქტი. არ არის გასაკვირი, რომ საკვებით მოწამვლა სწორედ ზაფხულში ხშირდება. წელიწადის ამ სეზონმა უპრობლემოდ რომ ჩაიაროს, საჭიროა ვიცოდეთ, როგორი პროდუქტი შევიძინოთ, როგორ მოვამზადოთ და შევინახოთ კერძი. |
|
თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ. სხვათა შორის, იმათგან, ვინც ნაწლავის პრობლემების გამო ექიმს მიმართავს, ათიდან ოთხს სწორედ ბუასილი აქვს. უფრო მეტიც - პროქტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა 70% ადრე თუ გვიან ამ პრობლემას ეჯახება. ბუასილი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, ისე რომ, მის ნებაზე მიშვებას არ გირჩევთ, თუმცა თვითმკურნალობაც დაუშვებელია - შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს. ასე რომ არ მოხდეს, დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს, რათა დაგისვან სწორი დიაგნოზი, დაგინიშნონ ადეკვატური მკურნალობა და პრობლემისგან გათავისუფლდეთ. რა არის ბუასილი და რა იწვევს მას, ამაზე სასაუბროდ თსსუ-ის სრულ პროფესორს, რევაზ იაშვილის სახ. თბილისის პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორს, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს პროქტოლოგიური სერვისის ხელმძღვანელს თეიმურაზ აბულაძეს ვეწვიეთ. |
|
გთხოვთ გვითხრათ, რა ნიშნები ახასიათებს უროგენიტალურ ქლამიდიოზს და შესაძლებელია თუ არა დაინფიცირება არასქესობრივი გზით. უროგენიტალური ქლამიდიოზი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მას მიკროორგანიზმი ქლამიდია იწვევს. დღეს ქლამიდიოზით სქესობრივად აქტიურ პირთა 5-10%-ია დაავადებული. ინფიცირება ხდება როგორც ჩვეულებრივი, ისე გაუკუღმართებელი (ანალური, ორალური) სქესობრივი ურთიერთობისას. |
|
სადღეისოდ ტერმინი "იმპოტენცია" სპეციალისტების ლექსიკონიდან პრაქტიკულად ამოღებულია. ის ტერმინმა "ერექციულმა დისფუნქციამ" შეცვალა. თუმცა პრობლემას ამით არაფერი ეშველა - ის დღესაც საკმაოდ არის გავრცელებული მამაკაცებს შორის. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბევრი აგვიანებს ექიმთან მისვლას - ზოგი მკურნალობის ხალხურ საშუალებებს ამჯობინებს, ზოგიც სირცხვილისა თუ რიდის გამო უსიტყვოდ იტანჯება... იმპოტენციის გამო ექიმთან მისვლის სურვილის უქონლობა მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან ჩვენში მიღებული არ არის, სქესობრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად ექიმს მიმართონ, თუმცა თანამედროვე მედიცინას მრავალი საშუალება აქვს ერექციული დისფუნქციის აღმოსაფხვრელად. იმპოტენციის მიზეზებზე, მისი მკურნალობის პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე სასაუბროდ თბილისის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის ექიმს, სექსოპათოლოგ არკადი მოროზოვს ვეწვიეთ. |
|
გვესაუბრება სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გუგული გუგუშვილი.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1-3 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ქრონიკულიC ჰეპატიტი ინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება. |
|
სახსრებსა და თირკმელებში მაქვს ძალზე შემაწუხებელი მარილოვანი წარმონაქმნები. დიეტამ, მასაჟებმა და სითხეების მიღებამ ვერ მიშველა - მარილები არ ქრება, პირიქით, იმატებს. შეიძლება თუ არა არაქირურგიული გზით ამ პრობლემის მოგვარება?
|
|
|
|
გაზაფხულზე ბევრი ქალი იცვლის თმის ფერს, ბევრიც, უბრალოდ, ნატურალური ფერის გახალისებას ცდილობს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევიღებოთ თმა ისე, რომ სინაზე და ბზინვარება არ დავუკარგოთ.
|
|
სებორეულ ეგზემას სხვაგვარად სებორეულ ეგზემატიდს და სებორეიდს უწოდებენ. ის კანის იმ უბნების ქრონიკული ანთებაა, რომლებიც ქონის ჯირკვლებით არის მდიდარი - თავის თმიანი ნაწილისა, ყურის უკანა უბნებისა, ცხვირ-ტუჩის ნაკეცისა, ქუთუთოების კიდეებისა, ბეჭთაშუა არისა, მკერდის ზედა ნაწილისა და ა. შ. სებორეიდი, როგორც წესი, შეჭიდულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტებასთან. ასეთ დროს ხშირად კანის სენსიბილიზაციას ანუ მგრძნობელობის გაზრდას საკუთარივე ექსკრეტი (ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც გამოიდევნება ორგანიზმიდან) ან კანზე მობინადრე ბაქტერიების მიერ გამოყოფილი პროდუქტები იწვევს. |
|
- ქალბატონო მარიამ, რა არის შაქრიანი დიაბეტი? |
|
|
|
ვარ 28 წლის. მყავს 3 წლის შვილი. აღმომაჩნდა სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება. გთხოვთ ამიხსნათ, როდის ვითარდება ეს დაავადება, როგორ გადაეცემა და როგორ ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. შესაძლებელია თუ არა, ბავშვებს გადაედოთ? როგორ მკურნალობენ? ნ. გიორგაძე |
|
ჩემს 6 წლის შვილს ჰყავდა თეთრი წვრილი ჭიები. ვუმკურნალეთ რამდენიმეჯერ. მიუხედავად ამისა, ღამით კბილებს აკრაჭუნებს, აქვს უკანა ტანის შემაწუხებელი ქავილი. როგორ მოვიქცეთ, რაიმე ახალი საშუალება თუ არსებობს? ჩვენ ვასმევდით ვერმოქსს. წვრილ თეთრ ჭიებს, რომლებსაც ბავშვის ნაწლავებში უყვართ ცხოვრება, მახვილებს, ენტერობიუსებს უწოდებენ. ენტერობიოზი საყოველთაოდ გავრცელებული დაავადებაა. 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მისდამი დიდი მიმღებლობით გამოირჩევიან.
|
|
ვარ 75 წლის. მაქვს საშვილოსნოს ყელის გამოვარდნა, რომელიც ფეხების მაღალი მდებარეობისას თავისთავად სწორდება. ხომ არ შეგიძლიათ, მირჩიოთ ოპერაციის გარეშე მკურნალობის რაიმე მეთოდი? საშვილოსნოს დაწევა უმეტესად მრავალნამშობიარევ ქალებს ემართებათ მუცლის კედლისა და მენჯის ფუძის კუნთების მოდუნების გამო, ჩვეულებრივ კი საშვილოსნო, მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა მსგავსად, მტკიცე იოგოვანი და კუნთოვანი აპარატით არის ფიქსირებული. ქალის სასქესო ორგანოთა დაწევა, საზოგადოდ, მენჯის ფუძის ანატომიური დეფექტის შედეგად ვითარდება, ამ დეფექტის მიზეზებს შორის კი ძირითადად სამი გამოიყოფა: |