რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები




ასთმის მკურნალობის II ეტაპია ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. ამ ჯგუფს მიეკუთვნება: საინჰალაციო სისტემური კორტიკოსტეროიდები, ნატრიუმის ნედოკრომილი და კრომოგლიკატი, გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა2 აგონისტები საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებულად, გახანგრძლივებული თეოფილინი, ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები. პრიორიტეტულ ბაზისურ თერაპიად მიიჩნევა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ბეკლამეტაზონი (ბეკლაზონი, ბეკოტიდი, პულმიკორტი, ფლიქსოტიდი). უფრო ეფექტური და პერსპექტიულია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის კომბინაცია ხანგრძლივმოქმედ ბეტა2 აგონისტთან. ამ ჯგუფს მიეკუთვნება სერეტიდი და ფორაკორტი, რომლებიც ამჟამად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზეც მოიპოვება, თუმცა ზოგიერთი პაციენტი ნათესავების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილ სიმბიკორტსაც წარმატებით იყენებს. აღნიშნული პრეპარატები ორმაგი ეფექტით გამოირჩევა: კორტიკოსტეროიდები ქრონიკულ ანთებას თრგუნავს და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას ამცირებს, ხოლო ბეტა2 აგონისტები ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს და ამით აფართოებს ბრონქებისა და ალვეოლების სანათურს, გარდა ამისა, თრგუნავს სასუნთქი სისტემის იმ  მედიატორების გამოთავისუფლებას, რომლებიც ბრონქების რეაქტიულობის მომატებაში მონაწილეობენ და ამით ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას ამცირებს. ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავების დროს გამოიყენება სისტემური  კორტიკოსტეროიდები - პრედნიზოლონი, პოლკორტოლონი, დექსამეტაზონი, მედროლი. მათი გამოყენება შემანარჩუნებელი თერაპიული ეფექტისათვის არარეკომენდებულია, რადგან იწვევენ გვერდით ეფექტებს - მინერალური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას, ცვლილებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და სხვა.  აქედან გამომდინარე, პაციენტს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ექიმთან, რათა ასთმა სწორად იყოს მართული როგორც რემისიის პერიოდში, ისე გამწვავების დროს.


- რა სიახლეა დღეისთვის ბრონქული ასთმის მკურნალობისა და, საზოგადოდ, დაავადებისადმი მიდგომის თვალსაზრისით?
- დღეს ასთმის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება ლეიკოტრიენების დამთრგუნველი პრეპარატები. ლეიკოტრიენები არის მედიატორები, რომლებიც ასთმის დროს სპეციფიკური უჯრედებიდან გამოიყოფა და ბრონქების შევიწროებას იწვევს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებია აკოლატი, სინგულარი - მონტელუკასტი. საქართველოში ამჟამად რეგისტრირებულია ანტილეიკოტრიენული პრეპარატი ვანსეარი (აბების სახით, 4-5-10 მგ დოზით ბავშვებისა და მოზრდილებისთვის). ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს მიაკუთვნებენ აგრეთვე მოსახლეობისთვის კარგად ცნობილ ინტალს - ნატრიუმის კრომოგლიკატს და ტაილედს - ნატრიუმის ნედოკრომილს. ისინი იწვევენ იმ უჯრედების სტაბილიზაციას, რომლებიც ალერგიული რეაქციის დროს ბრონქოსპაზმის განმაპირობებელ მედიატორებს გამოყოფენ. ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატებიდან გამოიყენება ხანგრძლივი მოქმედების თეოფილინი (თეოპეკი, თეოტარდი, პუროქსანი). თეოფილინის ხანმოკლე მოქმედების პრეპარატს, ეუფილინს, ასევე კარგად იცნობს მოსახლეობა - მას სულხუთვის შეტევის მოსახსნელად იყენებენ. მწვავე შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ასევე ხანმოკლე მოქმედების ბეტა2 აგონისტები: ბეროტეკი, ვენტოლინი, სალბუტამოლი. საინჰალაციო პრეპარატებიდან ბრონქოსპაზმის მოსახსნელად მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ატროვენტი და ბეროდუალი, რომელთა მოქმედების მექანიზმი სხვა საინჰალაციო ბრონქოდილატატორებისგან რამდენადმე განსხვავებულია. ყველა ეს მედიკამენტი ასთმის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა გზით - როგორც შინაგანად, ასევე ვენაში ან კუნთებში საინექციოდ თუ საინჰალაციოდ. რა თქმა უნდა, ბრონქული ასთმის დროს უპირატესობით სარგებლობენ საინჰალაციო პრეპარატები, ვინაიდან ამგვარად ტრაქეობრონქულ ხეში სწრაფად აღწევს მედიკამენტის სამკურნალო კონცენტრაცია. ალერგიული ასთმის მკურნალობის გავრცელებულ და კარგად შესწავლილ მეთოდს წარმოადგენს ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია. ეს გახლავთ უკვე დადგენილი ალერგენით მკურნალობის კურსი. მისი ეფექტურობა კვლევათა მთელმა წყებამ დაადასტურა. იმუნოთერაპია უზრუნველყოფს ასთმის სიმპტომების შემცირებას,  ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის დაქვეითებას, ხელს უშლის ალერგიული რინიტის ასთმაში გადასვლას. ამ მეთოდის წყალობით შეიძლება შეფერხდეს (უფრო მეტად - ბავშვებში) ორგანოთა სენსიბილიზაცია ახალი ალერგენებისადმი. რაც უფრო ადრეულ ასაკსა და ადრეულ სტადიაში დაიწყება იმუნოთერაპია,  მით უფრო მაღალი იქნება მკურნალობის ეფექტი.


ალერგიული დერმატიტი
- როგორია ალერგიული დერმატიტის გამოვლინება?
- კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადებაა ატოპიური დერმატიტი (მისი სინონიმია ატოპიური ეგზემა). ის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა და, წესისამებრ, ადრეულ ბავშვობაში ვითარდება. ატოპიური დერმატიტი მემკვიდრეობითი ხასიათისაა და ამ დაავადებისადმი გენეტიკურად განწყობილ ადამიანებს ემართებათ. ატოპიური დერმატიტი ორგვარი წარმოშობისაა: ალერგიული ანუ ეგზოგენური და არაალერგიული ანუ ენდოგენური. ასიდან 70-85 შემთხვევაში დაავადება ალერგიული ფორმისაა, ახასიათებს კანის გამოხატული ქავილი, ხშირი გამწვავება, განსაკუთრებული ლოკალიზაცია და კანის თავისებური დაზიანება.


- უმთავრესად რომელ ალერგენებზე ვლინდება ატოპიური დერმატიტი და რას უნდა ერიდონ ამ პრობლემის მქონე პაციენტები?
- ადრეულ ბავშვობაში დაავადების გამომწვევი მთავარი ალერგენი კვებითია: რძე, კვერცხი, მიწის თხილი, სოია, ჭვავი, ნიგოზი, თევზი. ამ ალერგენების მიმართ დაავადება ბავშვის სიცოცხლის პირველსავე წლებში გამოვლინდება. 5 წლის ასაკში ბავშვთა უმრავლესობას უვითარდება ტოლერანტობა იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ადრე ვერ იტანდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ხნის განმავლობაში დიეტას იცავდნენ. 5 წლიდან ატოპიური დერმატიტის გენეზში იზრდება ინჰალაციური ალერგენების როლი. ესენია ოთახისა და ბიბლიოთეკის მტვერი,  მტვრის ტკიპა,  ცხოველების ბეწვი,  ბუმბული, მცენარეთა მტვერი. ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად იწვევს ბაქტერიული და სოკოვანი ალერგენებიც. დაავადების გამწვავებაში არანაკლებ როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული ირიტანტები - ცხელი წყალი, ქლორირებული წყალი, სარეცხი საშუალებები, ღრუბელი, სადეზინფექციო საშუალებები, ახალი ხილის წვენები, ციტრუსი, პომიდორი, ხენდრო. დერმატიტის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესული სიტუაცია. დაავადების მთავარი გამოვლინებაა ქავილი, რომელსაც ხშირად ალერგიული ხასიათი აქვს. კანის დაზიანება სხვადასხვაგვარია: გაწითლება, აქერცვლა... ქავილის გამო კანის მთლიანობის დარღვევას ხშირად ინფექციის შეჭრაც კი მოსდევს. დაავადებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე თვალისა და თვალბუდის თავისებური შესახედაობა, კანის ცვლილება იდაყვის, მუხლქვეშა ფოსოებში, ხელის მტევნებზე. ატოპიური დერმატიტი ხშირად რთულდება ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული გენეზის მეორეული ინფექციით. პროფილაქტიკისთვის საჭიროა:



თარიღი : 09-06-2015
rusa
მე მაქვს ალერგიული ასთმა ამის შესახემ ვის შეიძლება რო რჩევები ვკითხოო?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალისტთა განცხადებით, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (გერ-ასე უწოდებენ კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავ მილში გადასროლას) ძლიერ უწყობს ხელს ბავშვებში ასთმის შეტევების წარმოქმნასა და გაძლიერებას. ბრონქული ასთმის განმეორებითი შეტევების 50 % სწორედ გერ-ის ბრალია.
ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაკავშირებულია ასთმის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების სასუნთქი გზების შევიწროების პროცესთან. შესაძლებელია მეცნიერების ამ აღმოჩენამ ასთმის სამკურნალო ახალი წამლის შექმნას ჩაუყაროს საფუძველი.
ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა.
პიტსბურგის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ბრონქული ასთმით დაავადებულებს ხშირად აღენიშნებათ ძილის დარღვევა. ეს უკანასკნელი ხელს უშლის პაციენტებს ასთმის შეტევათა გაკონტროლებაში, რაც თავის მხრივ, მძიმე გართულებათა მიზეზი შეიძლება გახდეს. 
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია ბავშვებთან გულისხმობს იმუნოთერაპიას ალერგენებით, იგივე სპეციფიკურ ალერგოვაქცინაციას.

საზოგადოდ, ალერგიას საფუძვლად უდევს ორგანიზმის მომატებული (გადაჭარბებული) რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერებაზე (მცენარეთა და ოთახის მტვერი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და სხვა). ალერგიის შემცირებისა და შესაბამის გამოვლინებათა შესასუსტებლად გამოიყენება სამკურნალო პრეპარატები და ასევე ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია. ეს უკანასკნელი გულისხმობს ორგანიზმში ალერგენის თანდათანობით, მზარდი დოზებით განმეორებით შეყვანას.

21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,