კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს
ამისათვის საჭიროა მინიმუმ 7 საათი ძილი. ეს დადგინდა 150 მოხალისის მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტით. ისინი აფიქსირებდნენ, როდის იძინებდნენ და იღვიძებდნენ. ამასთან, დროდადრო ააქტიურებდნენ ვირუსის ნაწილაკებიან, გაციების გამომწვევ სპრეის.
გამოვლინდა, რომ ადამიანები, რომლებსაც 7 საათზე მეტი ეძინათ, ნაკლებად ავადობდნენ იმუნიტეტის გააქტიურების გამო. ხოლო მათ შემთხვევაში, ვისაც ცოტა ეძინა, დასნებოვნების რისკი 5-ჯერ მეტი იყო.
კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ღრმა, საკმარისი მოცულობის ძილის მნიშვნელობა. სრულფასოვან ძილთანაა ასევე დაკავშირებულია მეხსიერების გაუმჯობესება და აუტოიმუნური დაავადებებისგან დაცვა.
ლალი ჩხიკვაძე