მედიცინის ფაკულტეტებზე წელსაც დიდი კონკურსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიცინის ფაკულტეტებზე წელსაც დიდი კონკურსია

აბიტურიენტები და მათი გულშემატკივრები საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან. განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ არჩევანთა ჩამონათვალი, რაც აბიტურიენტებმა პირად გვერდებზე დააფიქსირეს.

ამ მონაცემების მიხედვით, პირველი არჩევანი (ფაკულტეტების ჩამონათვალში პირველ ადგილას შერჩეული მიმართულება) გაკეთებული აქვს 40 530 აბიტურიენტს, ანუ სავარაუდოდ სწორედ ამდენი ადამიანი მონაწილეობს კონკურსში. უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოცხადებული ადგილების საერთო რაოდენობა კი 49 703 გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ კატეგორიის აბიტურიენტები, რომელთათვისაც კონკრეტული პროფესია კი არა, სტუდენტობაა თვითმიზანი, გარეთ არ დარჩებიან, თუკი ზღვარი გადალახეს და თუკი თავიანთი არჩევანი სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწორად გათვალეს.

მეორე არჩევანი გაკეთებული აქვს 39 486 აბიტურიენტს. 1044 აბიტურიენტი მხოლოდ პირველი არჩევანის იმედად არის. ეს ან მეტად თავდაჯერებული კატეგორიაა მაღალი ქულების გამო, ან ისეთ სპეციალობებზე ჩარიცხვის მსურველები, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

მესამე არჩევანი კიდევ უფრო ცოტა - 36 861- მა აბიტურიენტმა გააკეთა.

ყველაზე დიდი კონკურსი სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიცინის ფაკულტეტებზეა. ასევე დიდი კონკურენციაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზეც.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა მდგომარეობაა მედიცინის ფაკულტეტებზე: თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ქართულ ფაქულტეტზე 300 ადგილზე პირველი არჩევანი გაკეთებული აქვს 1000 აბიტურიენტს, მეორე - 156-ს, მესამე - 76-ს. სტომატოლოგიის ფაკულტეტზე კი 155 ადგილზე პირველი არჩევანი გაკეთებული აქვს 377 აბიტურიენტს, მეორე - 583-ს. ამასთან აღსანიშნავია, რომ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე მისაღებ აბიტურიენტებს უმაღლესმა სასწავლებელმა თავისი ზღვარი დაუწესა, რაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულის 65% გახლავთ. საინტერესოა, გადალახული აქვს თუ არა ეს ზღვარი ყველა აბიტურიენტს, ვინც ამ ფაკულტეტზე განაცხადი გააკეთა.

საკმაოდ დიდი კონკურსია ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზეც, სადაც 105 ადგილზე პირველი არჩევანი 400-მა აბიტურიენტმა გააკეთა, მეორე კი - 413-მა.

შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც კონკურსია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტებზე.

წარმატებები ვუსურვოთ ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი ჩვენს მომავალ ექიმებს.