რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ

- რა ხდება I ტიპის დიაბეტის დროს და როდის ვითარდება იგი?
- ზოგჯერ კუჭუკანა ჯირკვალი მიზეზთა გამო ზიანდება და ნაწილობრივ კარგავს ინსულინის გამომუშავების უნარს. როცა ინსულინის გამომუშავების უნარი 40-60%-ით არის შემცირებული, ჰორმონი იმ რაოდენობით ვეღარ წარმოიქმნება, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის არის საჭირო.Aამ მდგომარეობას ვუწოდებთ I ტიპის შაქრიან დიაბეტს. რა ხდება ამ დროს? ადამიანი საკვებს ჩვეულებრივ მიირთმევს და გლუკოზაც ჩვეულებრივ გადადის სისხლში, მაგრამ იქ საჭიროზე ნაკლები ინსულინი ხვდება, ანუ ჰორმონი საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ გლუკოზა უჯრედში გადაიყვანოს. რაკი გლუკოზა უჯრედში ვერ გადადის, სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება,  ანუ ვითარდება ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დაგროვება), ხოლო უჯრედში გლუკოზის ანუ ენერგიის წყაროს დეფიციტი წარმოიშობა. ინსულინის დეფიციტის გამო I ტიპის დიაბეტის მკურნალობა გულისხმობს ინსულინის შეყვანას გარედან, ინექციების სახით. ინსულინის მოლეკულის აღმოჩენამდე ასეთი პაციენტები დაავადების განვითარებიდან მოკლე ხანში იღუპებოდნენ. ამჟამად არსებობს ინსულინის ანალოგები. ინსულინის ანალოგი ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინის მოლეკულის იდენტური ნივთიერებაა,  რომელიც I ტიპის დიაბეტის ხარისხიანი მკურნალობის საშუალებას იძლევა. რაზეა დამოკიდებული I ტიპის დიაბეტის დროს მკურნალობის მიზანი? იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმი მიღებული საკვების ადეკვატურად ინსულინის გამომუშავებას ვერ ახერხებს და იძულებული ვართ, ის გარედან მივაწოდოთ, ადამიანმა კუჭუკანა ჯირკვლის მაგივრად თვითონ უნდა "იაზროვნოს", კერძოდ, იცოდეს, რამდენი საკვების მოსანელებლად რამდენი ინსულინია საჭირო, რამდენი ნახშირწყლის მიღება შეუძლია დღის განმავლობაში, რომელი კვების დროს რამდენი მიიღოს და როგორ შეუხამოს დიეტა და ინსულინთერაპია ფიზიკურ დატვირთვას. ყოველივე ამის გათვალისწინებით,  I ტიპის დიაბეტის მკურნალობის მიზანია:

  • ნორმოგლიკემიის (შაქრის ნორმალური მაჩვენებლების) მიღწევა დღის განმავლობაში გლიკემიის (სისხლის გლუკოზის) მაჩვენებლების ნაკლები მერყეობით;
  • ნორმოგლიკემიის მიღწევა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის) გარეშე;
  • ჰიპო- და ჰიპერგლიკემიური (მაღალი შაქრის) მდგომარეობების თავიდან აცილება;
  • დიაბეტის გართულებათა წარმოშობის ან პროგრესირების თავიდან აცილება.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სწორად დანიშნული დიეტა და მისი სწორად დაცვა. მაგალითად, იმისთვის, რომ ნორმოგლიკემიას მივაღწიოთ, საჭიროა ინსულინთერაპიის რეჟიმის სწორად განსაზღვრა. ინსულინის რა დოზა დასჭირდება, ანუ რა რაოდენობის ინსულინს მოიხმარს ადამიანი დღის განმავლობაში, ნახშირწყლების დღიურ მოხმარებაზეა დამოკიდებული. რამდენი ნახშირწყალი დასჭირდება ადამიანს დღის განმავლობაში, ორგვარად განისაზღვრება. ერთი ხერხი მარტივია და მისი გამოყენება ყველას შეუძლია სხეულის ანთროპომეტრიული და ფიზიკური აქტივობის ხარისხის მაჩვენებლების მოშველიებით, ხოლო მეორე ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრის არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდია. გამოკვლევა ხდება სპეციალური აპარატით, განისაზღვრება მოსვენებისას ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯი. ეს უკანასკნელი სიზუსტით გამოირჩევა, რადგან ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება მისი ძირითადი ცვლის განსაზღვრა. მკითხველმა ეს ინფორმაცია უფრო უკეთ რომ გაიგოს, ავხსნათ მარტივად: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს გლუკოზას ანუ ნახშირწყალს, რომელსაც საკვებთან ერთად იღებს. დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმს მინიმალური ფიზიოლოგიური პროცესების განსახორციელებლად განსაზღვრული ოდენობის ნახშირწყლის მიღება სჭირდება. სწორედ ნახშირწყლის ამ ოდენობის გამოთვლა ხდება ზემოაღწერილი მეთოდით. დიეტათერაპიის მომდევნო მნიშვნელოვანი ფაქტორია კვების სწორად განაწილება. ოპტიმალური ვარიანტია სამი ძირითადი და ორი-სამი დამატებითი კვების დანიშვნა, კვების საათების დაცვა და ყოველი კვებისას თანაბარი ოდენობის ნახშირწყლის მიღება. თანაბარი ოდენობის ნახშირწყლის მიღების გასაადვილებლად შემოღებულია პურის ერთეულის ცნება. I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტმა დიეტა უნდა დაიცვას პურის ერთეულების მიხედვით და ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას შეუხამოს. ეს თავიდან აგვაცილებს გლიკემიის ციფრების მერყეობას დიდ დიაპაზონში. გარდა ამისა,  პირველი ტიპის დიაბეტის დროს პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის ფიზიკური აქტიურობა ორგანიზმში იწვევს ენერგიის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გლუკოზის (შაქრის) ხარჯვას (წვას), ესე იგი ფიზიკური აქტიურობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია,  ანუ შაქრის დონემ სისხლში დაბლა დაიწიოს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
"გაბოროტებული" (Breaking Bad) ამერიკული კრიმინალური დრამაა, რომელიც 2008-2013 წლებში გადიოდა AMC-ზე. იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ სერიალად. გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს სერიალიდან:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ეშლი გროსმანი აცხადებს, რომ ოთახის ხშირად განიავება არა მხოლოდ ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ადამიანს იცავს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-სა და სიმსუქნის განვითარებისგან.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია სისხლში შაქრის დონემ საშიშ ზღვარს მიაღწიოს. თუმცა ამ დაავადების პაციენტებისთვის სასიამოვნო სიახლე იქნება ახალი, მოხერხებული საშუალება. საუბარია ექსპერიმენტულ პრეპარატ ომარიგლიპტინზე (omarigliptin). მისი მიღება კვირაში ერთხელაა საჭირო.
ცნობილია, რამდენად საშიშია ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის. ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ წონის მატება ადამიანის დნმ-ზეც აისახება. კერძოდ, იწვევს გენების ექსპრესიას. სისხლის ანალიზი გაუკეთდა 10 000 ადამიანს. ბევრ მათგანს მომატებული ჰქონდა მეტაბოლური დარღვევის რისკი და აღენიშნებოდა სიმსუქნე.
განწყობის არასტაბილურობა და, საზოგადოდ, ემოციური სფეროს ცვლილებები ქალებთან მჭიდრო კავშირშია ჰორმონულ ფონთან. ნებისმიერი ძვრა ჰორმონულ სფეროში პირდაპირ აისახება ქალის გუნება-განწყობაზე.
პრედიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურზე მაღალია, მაგრამ არც ისე მაღალი, რომ დიაბეტის კატეგორიას მიეკუთვნოს.
ოტაგოს უნივერსიტეტის თანამშრომლები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ურჩევენ სადილობის (რეალურად საკვების ყოველი მიღების) შემდეგ მცირე ხნით გაისეირნონ.
15 დეკემბერი 2016
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.
08 თებერვალი 2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ჰოლივუდის ასაკოვანმა ვარსკვლავებმა ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დაიწყეს. საუკეთესო ექიმებმა კი მიაგნეს „სასწაულმოქმედ საშუალებას“ - „სილამაზის ჩხვლეტას“. პირველი წარმატებული ჩხვლეტის შემდეგ ბოტოქსის ინექცია ჰოლივუდის გასართობადაც კი იქცა. სადღეისოდ ეს პროცედურა უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია.

მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.