რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ

გთხოვთ, მიპასუხოთ, რა მედიკამენტური, კვებითი და პროფილაქტიკური ღონისძიებებია საჭირო ქოლეცისტექტომიის შემდეგ. ვარ 34 წლის მამაკაცი. ოპერაციიდან გასულია 9 თვე.

თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გარკვეული ძვრები ხდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაღვლის ბუშტის (რომელიც მანამდე რეზერვუარის ფუნქციას ასრულებდა) ამოკვეთის შემდეგ ირღვევა ნაღვლის ფიზიოლოგიური ცირკულაცია.

საზოგადოდ, ღვიძლის უჯრედებში ნაღველი განუწყვეტლივ წარმოიქმნება, მაგრამ თორმეტგოჯა ნაწლავში ის მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესში ჩადის ნაღვლის საერთო სადინარით. როდესაც საჭმლის მონელება მთავრდება, ნაღველი ნაღვლის ბუშტში გადადის. ნაღვლის გადასვლა თორმეტგოჯა ნაწლავში რეგულირდება ნაღვლის ბუშტის კუნთებითა და ნაღვლის საერთო სადინრის სფინქტერით  (სფინქტერი დამხშველი რგოლისებრი კუნთია, რომელიც იკუმშება და სადინარს ახშობს). როდესაც საჭმლის მონელება არ მიმდინარეობს, საერთო სადინარის სფინქტერი დახურულია და ნაღველი ნაღვლის ბუშტში ჩადის, საჭმლის მონელებისას კი ნაღვლის ბუშტი იკუმშება, ნაღვლის საერთო სადინარის სფინქტერი დუნდება და ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. ნაღვლის ბუშტის კუნთებისა და სფინქტერის ასეთი შეთანხმებული მოქმედება რეფლექსური და ჰუმორული მექანიზმებით არის განპირობებული. ბუნებრივია, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ აღწერილი ფიზიოლოგიური პროცესები ირღვევა და საჭმლის მონელების მექანიზმიც ერთგვარ გადაწყობას განიცდის. ექსპერიმენტული და კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია, რომ ნაღვლის ბუშტის ფუნქციური გამოვარდნა სანაღვლე გზების სფინქტერულ აპარატზე აისახება. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ თორმეტგოჯას დიდი დვრილის (ანუ იმ ადგილისა, რომლის ცენტრშიც ნაღვლის საერთო სადინარი იხსნება) და, შესაბამისად, სფინქტერის ტონუსი საგრძნობლად იმატებს (ის ადრინდელზე მეტად არის შეკუმშული), რის გამოც ოპერაციის შემდეგ ნაღვლის საერთო სადინარი რამდენადმე ფართოვდება. სხვათა აზრით, აღნიშნული დვრილი, პირიქით, ვერ უძლებს ღვიძლის ხანგრძლივ სეკრეტორულ (გამომყოფ) ზეწოლას და სწორედ ამის გამოა, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ მისი უკმარისობა ვითარდება. ფაქტია, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ მის შეკუმშვასთან კოორდინირებულად შეთანხმებულ-შეწყობილი სფინქტერის ფუნქცია ირღვევა. სწორედ სფინქტერის ამ მოტორული დისფუნქციის გამო აწუხებთ პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქრონიკული აბდომინალური (მუცლისმიერი) ტკივილები და დისპეფსიური (საკვების მონელებასთან დაკავშირებული) ჩივილები. ამ და სხვა გართულებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვების დიეტური რეჟიმის დაცვა. ეს არც ისე ძნელია. მთავარია მონდომება და იმის გაცნობიერება, რომ ფუნქციაგადაწყობილ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ხელშეწყობა სჭირდება. გახსოვდეთ, მხოლოდ სწორი კვებითა და სათანადო რეჟიმით არის შესაძლებელი პოსტოპერაციულ პერიოდში საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვეული ფუნქციის აღდგენა და შემდგომაც ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება. მთავარია, მიირთვათ ხშირ-ხშირად (დღეში 5-6-ჯერ) და მცირე ულუფებით. თუ კვებას ერთსა და იმავე დროს შეძლებთ, ხელს შეუწყობთ ნაღვლის სათანადო დენას და თავიდან აიცილებთ მის შეკავებას გამომტანი სადინარის ამა თუ იმ მონაკვეთზე. საკვების დიდი რაოდენობით მიღებისა და, რაც მთავარია, არარეგულარული კვების შემთხვევაში ნაღველი არასრულფასოვნად იდენს და საჭმლის მონელება დაირღვევა, შესაბამისად, ვერ გაექცევით ტკივილსა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. სადღეღამისო რაციონის მასა 3,5 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, კვებითი ღირებულება კი 3000 კკალ-ს. იმასაც შეგახსენებთ, რომ დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ. საკვების მიღების შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოწვეთ. სასურველია რამდენიმე

You must have Flash Player installed in order to see this player.
წუთი ფეხზე დგომა ან ნელი ნაბიჯით გავლა-გამოვლა, თუ, რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე გასეირნება ვერ ხერხდება. თქვენთვის რეკომენდებულია გამომშრალი (წინა დღის) პური - ხორბლის, უფრო მეტად კი ჭვავის, ასევე - ორცხობილა, ხილის კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი - როგორც ფრინველისა (ქათამი, ინდაური), ასევე საქონლისა, თევზეული, უცხიმო ძეხვი და შაშხი, ბურღულის ფაფა - ძირითადად წყალზე მომზადებული, კვერცხი - არა უმეტეს ერთისა დღეში (თუ კარგად ინელებთ, შეიძლება ორიც), უმჯობესია თოხლოდ მოხარშული, ახალი ხაჭო (არა მჟავე), უცხიმო არაჟანი და ყველი, ასკილის ნახარში, ბაცი ჩაი, თაფლი, მურაბა, ჯემი, საზოგადოდ, შაქარი, თუ კარგად იტანთ. ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ უმი და ორთქლზე მოხარშული. ცხიმი (მცენარეული თუ ცხოველური) უმჯობესია მზა კერძს დაემატოს. მცენარეული ზეთი საერთო ცხიმების 30%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. გეკრძალებათ ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული, ღვეზელები, ტორტები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული, ღვიძლი, ტვინი, კონსერვები, შემწვარ-მოხრაკული კერძები, მარილიანი და ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, ერბოკვერცხი,  ღორისა და ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწნილი, ბოლოკი, თევზის, სოკოსა  და ხორცის ნახარშები, მდოგვი, პირშუშხა, ცხარე კერძები, შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, ცივი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. ყოველდღიური რაციონის შედგენისას გაითვალისწინეთ აგრეთვე  ამა თუ იმ საკვებისადმი პირადი, ინდივიდუალური აუტანლობა. არსებული სიმპტომებისა და გამოხატული ჩივილების შესაბამისად, დიეტის დაცვის პარალელურად შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიც არის სპაზმოლიზური საშუალებები, ფერმენტული პრეპარატები, პრობიოტიკები და სხვა, ოღონდ მათი თვითნებურად შერჩევა და დალევა არარეკომენდებულია. საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც სათანადო მედიკამენტს დაგინიშნავთ.

 


 

თარიღი : 16-03-2017
Mari
Da es mteli cxovrebis mandzilze unda davicva?tu garkveuli drois farglebshi
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
1. მაკარონი კეტჩუპითა და ყველით- პომიდორი მჟავე პროდუქტია და მისი შერევა სახამებლის ნახშირწყლებთან (მაკარონის ნაწარმი) ნიშნავს, რომ ზიანი მივაყენოთ საკვების მონელებას. ასევე არაა რეკომენდებული მაკარონი გახეხილ ყველთან ერთად, რადგანაც ასეთი რთული ერთობლიობა იწვევს სიმძიმის გრძნობას.
ცნობილია, რომ ცხოველური ფერმენტების სისტემატურად მიღება არასასურველია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას წყვეტს, მცენარეული ფერმენტები კი, პირიქით, ასტიმულირებს ორგანიზმში ფერმენტების წარმოქმნას.
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები.
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები უხშირესად აღენიშნება მათ, ვინც ალკოჰოლისა და ე.წ. ფასტ-ფუდის" (სწრაფი კვების) დიდი მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს კონსერვებს, შებოლილ და ცხიმიან ხორცს, საზოგადოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.