რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დისბაქტერიოზი

დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე აისახება. ამ პათოლოგიის შესახებ ექიმი ეკა ჟვანია გვესაუბრება.


- ადამიანის არა მხოლოდ ნაწლავები, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დასახლებულია მიკროორგანიზმთა მრავალი სახეობით, რომლებიც ჩვეულ მიკროფლორას ქმნიან. მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება ისეთ დინამიკურ ფაქტორთა გავლენით, როგორიც არის ასაკი, კვების რეჟიმი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობები, კულტურის დონე და ჰიგიენური ჩვევები.

ნაწლავური მიკროფლორის წარმომადგენლებს შორის ორგვარი ურთიერთობა ყალიბდება: სიმბიოზური და ანტაგონისტური. სიმბიოზური ურთიერთობის მაგალითია ის, რომ ნაწლავის ბინადარი სასარგებლო ბაქტერიები ადამიანს საჭმლის მონელებაში, ვიტამინების წარმოქმნაში ეხმარებიან, ხელს უწყობენ საკვები ნივთიერებების შეწოვას, აძლიერებენ იმუნიტეტს და ანტიალერგიული თვისებებიც აქვთ. ნაწლავში ყოველთვის არიან პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებიც, რომლებსაც მძიმე და საშიში დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ ანტაგონისტური ურთიერთობის წყალობით სასარგებლო ბაქტერიები ყოველთვის დომინირებენ მათზე, ამიტომ ისინი ჯანსაღ ორგანიზმს ვერაფერს აკლებენ, მაგრამ საკმარისია, ნაწლავებში ბუნების მიერ დამყარებული წონასწორობა დაირღვეს, რომ უსიამოვნებებიც იწყება. როცა სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა მცირდება, მავნე მიკროორგანიზმები აქტიურდებიან, სწრაფად მრავლდებიან და დაავადებას უდებენ სათავეს. თავდაპირველად, ვიდრე ორგანიზმს ჯერ კიდევ საკმაო შესაძლებლობა აქვს, ნაწლავის დისფუნქცია შეუმჩნეველია. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, დაქვეითებულია ბიფიდობაქტერიის, ლაქტობაქტერიისა და ნაწლავის ჩხირის კონცენტრაცია, რის საპასუხოდაც მრავლდებიან ნორმალური ფლორის სხვა წარმომადგენლები და საკუთარ თავზე იღებენ თანამოძმეთა ფუნქციებს, მაგრამ როცა ფლორის დისბალანსი დიდხანს გრძელდება, სასარგებლო ბაქტერიებს მავნე ორგანიზმები ჯაბნიან და ვითარდება დისბაქტერიოზად წოდებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ნაწლავის ფლორის რაოდენობრივ-ხარისხობრივი გაუწონასწორებლობის შედეგია.


- ქალბატონო ეკა, რა არღვევს ნაწლავებში ჩვეული მიკროფლორის წონასწორობას?
- ასეთი რამდენიმე ფაქტორია ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმ გარემოს მჟავატუტოვანი მდგომარეობა, რომელშიც არსებობს მიკროფლორა. თუ გარემო ზომაზე მეტად მჟავა ან ზომაზე მეტად ტუტე გახდა, ზიანდება სასარგებლო მიკრობთა უჯრედული გარსი და ისინი იღუპებიან, მათი დაღუპვა კი არღვევს თანაფარდობას სასარგებლო და პირობით-პათოგენურ მიკრობებს შორის. თანაფარდობის დარღვევის მიზეზი ხშირად არის თავად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებიც, მაგალითად, მაშინ, როდესაც ღვიძლი ან კუჭქვეშა ჯირკვალი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს საკმარისი ოდენობით ვერ წარმოქმნიან, საკვები ნაწლავებში სათანადოდ ვერ მუშავდება და ნაწლავებში რჩება მოუნელებელი ნარჩენები, რომლებიც მავნე ბაქტერიათა გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამავე მექანიზმით იზრდება მავნე მიკრობთა რაოდენობა: როცა ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითების გამო საკვების გუნდა სათანადო დროში, სათანადო სიჩქარით ვერ გადაადგილდება ნაწლავებში, მისი შიგთავსი ლპება და ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გამრავლებას. ადამიანის ნაწლავური ფლორის ობლიგატურ (სასარგებლო) მიკრობთა დიდ ნაწილს ადამიანი საკვების სახით იღებს. როდესაც კვების რაციონი ღარიბი და დაუბალანსებელია, სასარგებლო მიკრობებით ორგანიზმის გარედან შევსება მცირდება, მათი რაოდენობა იკლებს. ამიტომ არის, რომ ხანგრძლივი ურეჟიმო და არასრულფასოვანი კვება თანდათან არღვევს სასარგებლო და პირობით-პათოგენურ მიკრობთა თანაფარდობას და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევამდე მივყავართ. სასარგებლო ფლორაზე გამანადგურებლად მოქმედებს დაავადების გამომწვევი მიკრობები და პარაზიტული ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზები. ასეთ პირობებში

You must have Flash Player installed in order to see this player.
სასარგებლო მიკროფლორა ისპობა, რასაც დისბაქტერიოზი მოსდევს. უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არასათანადო გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზის შემთხვევები - ეს პრეპარატები ხომ მავნესთან ერთად სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ.


- რა შემთხვევაში უნდა ვიეჭვოთ დისბაქტერიოზი?
- სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები დისბაქტერიოზს არ ახასიათებს. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი - ნორმალური მიკროფლორის დარღვევის გამო ვეღარ ხდება საჭმლის სათანადო მონელება, ვეღარ შეიწოვება საკვები ნივთიერებები. პათოგენური მიკრობების ინტენსიური გამრავლება აძლიერებს დუღილისა და ლპობის პროცესებს. ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება აირები, ვითარდება მეტეორიზმი. აირების დაგროვება და მათი გადაადგილება იწვევს გულძმარვასა და გულისრევის შეგრძნებას. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ან ფაღარათს, ან, პირიქით, ყაბზობას. ორგანიზმში მოუნელებელი ნარჩენების ხანგრძლივი არსებობა და ამის პარალელურად პერისტალტიკის დარღვევა იწვევს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს, ნაწლავების ყურყურს, მუცლის ტკივილს. მოუნელებელი და ლპობაშეპარული ნარჩენები, რომლებიც ორგანიზმისთვის უჩვეულოა, ალერგიულ ბუნებას იძენს. თავდაპირველად ორგანიზმი ფაღარათით - ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკით - ცდილობს მათ გამოდევნას, მერე კი, როდესაც ეს შეუძლებელი ხდება, თავს იჩენს ალერგიული რეაქციები კანზე - გამონაყარი, ქავილი. მოგვიანებით იწყება ჰიპოვიტამინოზი - ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება მრავალფეროვანი გამოვლინებით: თმის ცვენით, ფრჩხილების მტვრევადობითა და აშრევებით, კანის გამოშრობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, იმუნიტეტის დაქვეითებით. იმუნური სისტემის სისუსტის დროს კი ორგანიზმი ინფექციისთვის ადვილად შეღწევადი ხდება. ასე რომ, ხშირია თანდართული ინფექცია, შედეგად კი სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, წონის კლება.



თარიღი : 30-05-2014
სტუმარი
მაინტერესებდა პირადად როგორ დავუკავშირდე ქალბატონ ეკას
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები.
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები უხშირესად აღენიშნება მათ, ვინც ალკოჰოლისა და ე.წ. ფასტ-ფუდის" (სწრაფი კვების) დიდი მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს კონსერვებს, შებოლილ და ცხიმიან ხორცს, საზოგადოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
რბილი, ნატურალური, გემრიელი წამალი, რომლის მიღებაც ხანგრძლივადაა შესაძლებელი. არ იწვევს შეჩვევას და სრულიად უსაფრთხოა.
მუცლის არეში ტკივილის 10 მიზეზი. 1. მწვავე აპენდიციტი: ტკივილი თავიდან აღინიშნება მუცლის ზედა ნაწილში და ჭიპთან, შემდეგ
საჭმლის მომნელებელი სისტემა ასრულებს საჭმლის გადამუშავებისა და საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგების ფუნქციას. რამოდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველასთვის ცნობილი არაა.
08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.