რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ მოვაგვაროთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები

მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად გავატარე. ხან მთაში, ხანაც ზღვაზე ვისვენებდით. ძირითადად მზა საკვებს მივირთმევდით კაფეებსა და რესტორნებში. ასეთი რეჟიმის წყალობით კუჭ-ნაწლავის მოქმედება ამერია. მირჩიეს ორგანიზმის გაწმენდა, რათა კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება აღდგეს. არც კანი მაქვს კარგ დღეში. როგორ მოვიქცე?


კუჭ-ნაწლავი უნიკალური სისტემაა. მის ჯანმრთელობაზე უშუალოდ არის დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. მისი მუშაობის დარღვევა პირდაპირ აისახება კანზე. საკვებმა, რომელიც ვნებს კუჭს, შეიძლება დისბაქტერიოზი და ალერგიაც გამოიწვიოს.

ასე რომ, თუ თქვენი კანის მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ, მიმართეთ გასტროენტეროლოგს და შეამოწმეთ, ყველაფერი რიგზე გაქვთ თუ არა. გარემოს დაბინძურება, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევას, მისი მოქმედების შეფერხებას იწვევს. ყაბზობის დროს ნაწლავებში გროვდება გადამუშავებული საკვების ნარჩენები და მთელ ორგანიზმს წამლავს. ორგანიზმში დაგროვილი ტოქსიკური ნარჩენები, წიდა, შეიძლება კანის დაავადებების, ქრონიკული სისუსტისა და თავის ტკივილის, ჰიპერტონიის, ასთმური შეტევების, ხშირი გაციების, ალერგიის მიზეზად იქცეს. როგორ გავიწმინდოთ კუჭ-ნაწლავი? კუჭ-ნაწლავის მუშაობის აღდგენის ყველაზე ეფექტური მეთოდია გამორეცხვა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა. დღეს ამ მეთოდის მიმართ, ისევე როგორც სხვა ბუნებრივი მეთოდების მიმართ, ინტერესი გაიზარდა.


წყლის პროცედურები
ჰიდროკოლონოთერაპია - ეს არის კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა ჟანგბადით გამდიდრებული მინერალური წყლებით, რომელსაც ემატება სამკურნალო ბალახების ექსტრაქტი. პროცედურის შედეგად ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსიკური პროდუქტები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არღვევს, აღდგება კუჭ-ნაწლავის მოძრაობითი აქტიურობა და ზომა (ნაწლავები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში არ იწმინდება, კარგავს ტონუსს და მუცელი ეშვება - ეს პრობლემა ბევრი ქალისათვის არის ცნობილი). სამკურნალო სეანსი 45-60 წუთი გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ერთჯერადი დაბოლოებით ორგანიზმში შეჰყავთ განსაზღვრული ტემპერატურისა და რაოდენობის წყალი. შემდეგ შეყვანილი სითხე დაშლის პროდუქტებთან ერთად გამოიდევნება. ამ დროს იღებენ მასას ანალიზისთვის. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შემდეგ პათოგენური მიკროორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. შეიძლება აღმოაჩინონ სხვადასხვა დაავადება: "ზარმაცი" ნაწლავის სინდრომი (ატონია) - ნაწლავების კუნთების შესუსტება, რომელიც წარმოიშობა ორგანიზმის საერთო ტონუსის შემცირების, მჯდომარე ცხოვრების წესისა და არარეგულარული კვების, დეფეკაციის ხშირი დარღვევის გამო. ატონიური ყაბზობა - გამოწვეულია დაბალი ფიზიკური აქტივობით, ნაწლავებში ფეკალური მასების სუსტი გადაადგილებით. მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, რაციონში ჩართეთ თაფლი, წიწიბურა, მაწონი, გახუხული პური, ქლიავი, გარგარი.  სპასტიკური ყაბზობა - იწვევს ნერვული სპაზმები (სტრესი, დეპრესია) და მოწამვლები. ალიმენტური ყაბზობა - უკავშირდება კვების ხასიათს. მიიღეთ უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული და ხილი (მიირთვით კანიანად). სიტუაცია ძალიან რთულდება სერიოზული დაავადებების დროს, როგორიც არის, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზი. დაიმახსოვრეთ: პოლიპები ნაწლავში - დიდი საფრთხის მაუწყებელია. პოლიპოზს მემკვიდრეობით დაავადებად მიიჩნევენ, რომელიც ზოგჯერ თავს იჩენს სისხლიანი და ლორწოვანი აშლილობით. თუ ეს დიაგნოზი ოდესმე დაუსვეს თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს, მაშინ სასურველია, სხვებმაც ჩაიტარონ გამოკვლევები. თუ ამ დაავადების სიმპტომების შემჩნევა დაგვიანდა, მოსალოდნელია ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დარღვევა და ანემია. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში პოლიპები იზრდება და ავთვისებიანი ზრდის სტადიაში გადადის. მათ სახეცვლილებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რაფინრებულ პროდუქტებს, მივირთმევთ

You must have Flash Player installed in order to see this player.
ცხიმიან ხორცს და არა ფაფას, ვსვამთ ჩაის შაქრით და არა თაფლით, ზედმეტად გვიტაცებს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ქიმიური დანამატებით (გემოს სტაბილიზატორებით, კონსერვანტებით, საღებავებით, არომატიზატორებით) და არ ვიცით, რომ პოლიპების (ასევე - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემების) წარმოშობის მთავარი მიზეზი საკვებში უჯრედისის დეფიციტია. პოლიპების მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდია მათი მოცილება ჩვეულებრივი ქირურგიული ოპერაციით ან ენდოსკოპიური ტექნიკის დახმარებით. ენდოსკოპიური მეთოდი პრაქტიკულად უმტკივნეულოა, ნაწლავის ტრავმირების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მეორე დღესვეა შესაძლებელი სტაციონარიდან გამოსვლა.


 

თარიღი : 07-10-2016
kqquun
rgVqkJ thodcfpaoimz, [url=http://uarjanfvzwwc.com/]uarjanfvzwwc[/url], [link=http://ajbmdfvtvlfk.com/]ajbmdfvtvlfk[/link], http://qliwttybzhph.com/
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები.
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები უხშირესად აღენიშნება მათ, ვინც ალკოჰოლისა და ე.წ. ფასტ-ფუდის" (სწრაფი კვების) დიდი მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს კონსერვებს, შებოლილ და ცხიმიან ხორცს, საზოგადოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
რბილი, ნატურალური, გემრიელი წამალი, რომლის მიღებაც ხანგრძლივადაა შესაძლებელი. არ იწვევს შეჩვევას და სრულიად უსაფრთხოა.
მუცლის არეში ტკივილის 10 მიზეზი. 1. მწვავე აპენდიციტი: ტკივილი თავიდან აღინიშნება მუცლის ზედა ნაწილში და ჭიპთან, შემდეგ
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას