რას ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებმაც ექიმის კონსულტაცია ონლაინ 5 ლარად მიიღეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებმაც ექიმის კონსულტაცია ონლაინ 5 ლარად მიიღეს

პრობლემის დეტალური აღწერისა და ფოტოს გაგზავნის შემდეგ მომხმარებელი კონფიდენციალურად ან საჯაროდ იღებს სამედიცინო კითხვაზე ამომწურავ და კვალიფიციურ პასუხს. ეს არის საიტის კითხვა-პასუხის განყოფილების ლოგიკური განვითარება, რომლის იდეაც თავად mkurnali.ge-ის მენეჯერს ანი სირბილაძეს ეკუთვნის.

ანის ყოველდღიური საქმიანობის მიზანი საიტის მომსაუხრების გაუმჯობესება და მომხმარებელისთვის მაქსიმალურად საჭირო და პრაქტიკული სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებაა. გარკვეული პერიოდის წინ კი მას თავად დასჭირდა მკურნალი.გე-ის სამედიცინო პერსონალის დახმარება.

"რამდენიმე თვის წინ რიგი პროფილის ექიმებთან დამჭირდა კონსულტაცია ფეხის მწვავე ტკივილების გამო, თუმცა თითოეული მათგანის მიერ დასმული დიაგნოზი ერთმანეთს სრულად გამორიცხავდა. სრულ გაურკვევლობაში ვიყავი, როცა გადავწყვიტე რჩევისათვის "მკურნალი.გე"-ისთვის მიმემართა და ჩემი გამოკვლევების ისტორია გამეზიარებინა. როგორც საიტის მედიკოსებმა ამიხსნეს, ჩემი სიმპტომები ტრავმატოლოგიური მიმართულების იყო და ოპერაცია მჭირდებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მკურნალის მედიკოსები სრულიად მართლები აღმოჩნდნენ. სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, რომ მკურნალი.გე-ის მომსახურება უფრო სწრაფი და სრულყოფილი გაგვეხადა. ასე უფრო მობილიზებულად შევძლებდით ჩემსავით გაუგებრობაში მყოფი ადამიანების დახმარებას. შედეგად შეიქმნა ახალი მომსახურება, ფასიანი სერვისი, რომლის საშუალებითაც მკითხველი 3 საათში იღებს სამედიცინო კითხვაზე სრულყოფილ პასუხს. სერვისი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა და ახლა ის უამრავ ადამიანს დიაგნოზის დაზუსტებასა თუ პირველად კონსულტაციაში ეხმარება," - განმარტავს ანი სირბილაძე.

ექიმის ონლიან კონსულტაციის სერვისი გასული წლის ბოლოს გააქტიურდა და მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. სერვისი უმეტესად ექიმთან სტანდარტულ მომსახურებაზე უფრო სწრაფი და კომფორტულია. პაციენტისთვის ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო ადვილია პრობლემის წერილობით აღწერა და ექიმისთვის გაგზავნა.

იხილეთ ონლაინ კონსულტაციის ლინკი.

მაღალია კმაყოფილების მაჩვენებელიც. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მომხმარებლების 60%-მა მინიმუმ 2-ჯერ უკვე ისარგებლა აღნიშნული სერვისით. მომხარებლების გამოკითხვით მიღებული შედეგის თანახმად, მათი 97% მიღებული სერვისით ძალიან კმაყოფილია.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი ექიმის ონლაინ კონსულტაციას ანალიზების განმარტებისთვის იყენებს. ხშირად ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის გადამოწმება ხდება. მომხმარებელთა უმეტესობა კი სერვისს პირველადი დიაგნოსტირებისთვის მიმართავს. ამ მიმართულებით ეხმარება mkurnali.ge თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს ია აფთარაშვილს.

"წლებია, mkurnali.ge-ის მომსახურებას ვიყენებ. სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტული გახდა, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმს ექიმის ონლაინ ფასიანი კონსულტაციაც დაემატა. პარალელურად, შეიცვალა საიტის დიზაინიც და ის უფრო ეფექტური გახდა. საჭიროებისამებრ, პირველადი კონსულტაციისთვის ყოველთვის mkurnali.ge-ს მივმართავ. განსაკუთრებით მეხმარება, როცა ბავშვებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ და უცბად დაუგეგმავად ექიმთან მიყვანას ვერ ვახერხებ. პირველადი ორიენტაციისთვის, მკურნალობის სწორი მიმართულებით დაგეგმისთვის ძალიან კარგი სერვისია. ვებგვერდი ძალიან დამეხმარა, როცა გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ მომიწია ცხოვრება. უცხოურ ჯანდაცვის სისტემაში ორიენტაცია მარტივი არ იყო, ამიტომ ჩემი პრობლემის შესახებ მკურნალი.გე-ზე მივწერე. საკმაოდ კარგად დამაკვალიანეს. ზოგადად, საზღვარგარეთ მსგავსი მომსახურება საკმაოდ განვითარებულია და ვისურვებდი, რომ ეს სერვისი საქართველოშიც უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს," - ამბობს ია აფთარაშვილი.

სერვისით არაერთხელ ისარგებლა პედაგოგმა ლალი კაპანაძემაც. მან ვებგვერდის საშუალებით ექიმის პირველადი კონსულტაცია ჩაანაცვლა.

"კითხვას სიმპტომის კატეგორიაში ვსვამ ხოლმე. სრულყოფილ პასუხს კი უმოკლეს პერიოდში

ვიღებ. პასუხის მოსვლისთანავე ტელეფონზე შეტყობინებაც მომდის. მიღებული პასუხი იმდენად ამომწურავი და ინფორმაციულია ხოლმე, რომ ექიმის კონსულტაცია აღარ მჭირდება. სამომავლოდაც აუცილებად გამოვიყენებ ამ მომსახურებას," - ამბობს ლალი კაპანაძე.

კაპანაძისგან განსხვავებით, ლაიმა მდინარაძე ექიმის ონლაინ კონსულტაციას დიაგნოზის გადასამოწმებლად იყენებს ხოლმე.

"მომსახურება რამდენჯერმე გამოვიყენე და საკმაოდ სრულყოფილი პასუხი მივიღე. ექიმისგან მიღებულ დიაგნოზს ვამოწმებ ხოლმე. ძალიან კმაყოფილი ვარ და სამომავლოდაც საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოვიყენებ აღნიშნულ სერვისს," - აღნიშნავს მდინარაძე.

"ექიმის ონლაინ კონსულტაცია ძალიან მეხმარება და ცხოვრებას მიმარტივებს. როცა რაღაც მაწუხებს და იმ მომენტში ექიმს ვერ ვუკავშირდები, ან შესაძლებლობა არ მაქვს, რომ მასთან მივიდე და პირადად გავესაუბრო, mkurnali.ge-ზე ვგზავნი ხოლმე კითხვას. მაქსიმუმ 3 საათში პასუხი უკვე მიღებული მაქვს," - ამბობს ვებგვერდის კიდევ ერთი მომხმარებელი მზიკო ფოცხვერაშვილი.

კომპანიის მიერ შეთავაზებული კიდევ ერთი სიახლეც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდასთან არის დაკავშირებული - ამიერიდან, 15 ლარად 5-კითხვიანი პაკეტის შეძენაა შესაძლებელი.

მზარდი მოთხოვნიდან გამომდიარე mkurnali.ge ახალ შეთავაზებასაც ამზადებს. უახლოეს მომავალში მომხმარებლებს ფსიქოლოგთან ონლაინ მიმოწერის (ჩეთის) საშუალებით, 30 წუთიანი კონსულტაციის მიღების საშუალებაც ექნებათ. მსურველი თავად აირჩევს ფსიქოლოგს და კონსულტაციის სასურველ დროს დაჯავშნის. კონსულტაციის ღირებულება მხოლოდ 15 ლარი იქნება.