რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კოაგულოგრამა
კოაგულოგრამა

- ნებისმიერი ანალიზის შედეგთა გაშიფვრისთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მისი ძირითადი პარამეტრების ცოდნა. რაზე მიგვითითებს კოაგულოგრამის მაჩვენებლები?
- კოაგულოგრამას რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი აქვს. მათ შორის უმთავრესი, რომელიც ასახავს შემდედებელი სისტემის მდგომარეობას, არის პროთრომბინი - ცილა, რომელზეც უშუალოდ არის დამოკიდებული სისხლის შედედების უნარი. მისი რაოდენობა და ხარისხი სხვადასხვა მეთოდით დგინდება. ნორმაში ეს მაჩვენებელი 78-142%-ია. განისაზღვრება პროთრომბინის ინდექსი, რაც ნიშნავს გამოკვლეული სისხლის შედედების დროის შეფარდებას ნორმალურ დროსთან, გამოხატულია პროცენტებში და ნორმაში 80-იდან 110%-ამდე მერყეობს. კიდევ ერთი მახასიათებელია პროთრომბინული დრო - გამოკვლეული სისხლის პლაზმის შედედების დრო წამებში. ნორმაში ეს მაჩვენებელი 11-15 წამია. ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირად ხდება ისეთი მაჩვენებლის განსაზღვრა, როგორიც არის საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობა - პროთრომბინული ინდექსისა და დროის ურთიერთშეფარდება. ამ შემთხვევაში ნორმალური დიაპაზონია 0,8-1,14. მისი განსაზღვრა განსაკუთრებით საჭიროა ანტიკოაგულანტური თერაპიის დროს. ამ მაჩვენებლის მომატება სისხლდენისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, დაქვეითება კი თრომბების წარმოქმნის მომატებულ რისკზე. პროთრომბინის მაჩვენებლის მომატება მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში არსებობს თრომბების წარმოქმნის მაღალი რისკი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, კოაგულოგრამის ფართოდ დანერგვამდე, ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა. პაციენტთა ერთი ნაწილი ძველი ინერციით დღემდე ითხოვს ამ გამოკვლევის ჩატარებას თრომბების წარმოქმნის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ცალკე აღებული პროთრომბინის ინდექსი რეალურად ვერ აჩვენებს, რამდენად მაღალია თრომბის წარმოქმნის რისკი - ამის დასადგენად აუცილებელია კოაგულოგრამის ფარგლებში არსებული პარამეტრების კომპლექსური შეფასება. ფიბრინოგენი - ესეც ცილაა, რომელიც სისხლში ფიბრინად გადაიქცევა. მოზრდილი, ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლში ამ ფაქტორის შემცველობა 2-4გ/ლ-ია. D-დიმერი - ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება სისხლში კოლტებისა და თრომბების დაშლისას. ნორმაში ეს მაჩვენებელი 248 ნგ/მლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. ანტითრომბინი III - ცილაა, რომელიც სისხლის შედედებას წინ ეღობება. მოზრდილი ადამიანისთვის ნორმა 71-115 %-ია.


- რომელ პათოლოგიებზე მიგვითითებს ძირითადად კოაგულოგრამის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა?
- კოაგულოგრამის თუნდაც ერთი მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა ჰემოსტაზის დარღვევის სიმპტომია და სხვადასხვა დაავადების დროს იჩენს თავს. კოაგულოგრამის ფარგლებში გამოკვლეული პარამეტრები შესაძლოა მეტყველებდეს ანთებით, აუტოიმუნურ, ჰორმონულ, მეტაბოლურ დარღვევებზე, ასევე - სისხლძარღვების, ღვიძლის დაავადებებზე. უნდა ითქვას ისიც, რომ კოაგულოგრამა შესაძლოა შეიცვალოს პაციენტის ასაკის, გადატანილი დაავადებების, მიღებული პრეპარატების, მენსტრუალური ციკლის მიხედვით. ამიტომ მისი გაშიფვრა მხოლოდ ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებას როდი ნიშნავს. აუცილებელია პაციენტის ყველა თავისებურების გათვალისწინება.


- რამდენადაც ვიცით, ორსულობის პერიოდში დედის სისხლში ბევრი რამ იცვლება. რა ცვლილებები შეინიშნება ამ დროს კოაგულოგრამაზე?
- ორსულის სისხლში მართლაც ბევრი რამ იცვლება, რაც ზოგჯერ ნორმალურია, ოღონდ აუცილებელია ამ ცვლილებათა მუდმივი კონტროლი. თუ სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს, მაშინ ორსულობის პერიოდში კოაგულოგრამის 3-ჯერადი ჩატარება საკმარისია, მაგრამ როდესაც დედის მდგომარეობა მოსალოდნელ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა მისი ჩატარება უფრო ხშირადაც გახდეს საჭირო. ამ შემთხვევაში კოაგულოგრამა ხშირად სისხლის შედედების უნარის მომატებაზე მიგვითითებს, რაც, როგორც უკვე გითხარით, გარკვეულ საზღვრებში ფიზიოლოგიური ნორმაც კია, მაგრამ თუ მომავალ დედას უკვე აღენიშნებოდა სისხლის შედედების უნარის მატებისკენ მიდრეკილება ანუ ჰიპერკოაგულაცია, ეს შესაძლოა მეტად საზიანო აღმოჩნდეს როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვისაც, რადგან თუ თრომბი პლაცენტის სისხლძარღვებში განვითარდა, ნაყოფი ვეღარ მიიღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, რაც გამოიწვევს აბორტს, ნაადრევ მშობიარობას ან ბავშვის განვითარების მძიმე დარღვევებს. ორსულებში ფიბრინოგენის კონცენტრაცია თანდათან იზრდება და მაქსიმუმს ამ პერიოდის დასასრულისთვის აღწევს. ანტითრომბინი III კი პირიქით ამცირებს თავის აქტივობას, რათა ორსულობის დროს ხელი შეეწყოს სისხლის სწრაფ შედედებას. კოაგულოგრამის ტრაქტირება ორსულებში იმ ექიმის პრეროგატივაა, რომელიც ახორციელებს მეთვალყურეობას ორსულობის პროცესზე. თუ მისი მაჩვენებლები ნორმის საზღვრებში არ არის, არც ეს უნდა მივიჩნიოთ კატასტროფად, რადგან მისი ნორმაში დაბრუნება ხშირად სერიოზული მედიკამენტური ჩარევის გარეშე, ვიტამინებით, დიეტის კორეგირებითაც შესაძლებელია.

 

 



თარიღი : 28-06-2016
mariami
გამარჯობა.. ვიყავი 100კილო ორსულობის შემდეგ. დავიწყე ცილოვანი(დუკანის დიეტა) რომელიც წონის დაკლებაში ძალიან მეხმარება..მაგრამ ეხლა შევიტყვე რომ სისხლის შედედებისკენ ვისაც აქვს მიდრეკილება მისთვის ეს დიეტა არ შეიძლებაო.. იქნებ მირჩიოთ რამდენად სწორია ეს.. და როგორ მოვიქცე..
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სინგაპურელმა მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედების შექმნა შეძლეს. მათ ექსპერიმენტები ვირთაგვებზე ჩაატარეს. აღნიშნული მეთოდით შექმნილი სისხლის უჯრედები მღრღნელების ორგანიზმში რამდენიმე თვის განმავლობაში ცირკულირებდა.
ყოველწლიურად 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე (World Blood Donor Day) აღინიშნება.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის Blood and Transplant  უწყების
თუ ხშირად ცივდებით და ავადმყოფობთ, ადვილად იღლებით და სუსტად გრძნობთ თავს, ხშირად გეყინებათ ხელ-ფეხი, გეყოფათ ფრჩხილები და გცვივათ თმა, შესაძლოა, ამ ყველაფრის მიზეზი დაბალი ჰემოგლობინი და, საზოგადოდ, ორგანიზმში რკინის დეფიციტი იყოს. რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის და მას ჟანგბადის ყველა უჯრედთან მიტანაში ეხმარება.

ჰემოსიდეროზი პიგმენტური დისტროფიის სახეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმის ქსოვილებში ჭარბად ლაგდება რკინის შემცველი პიგმენტი ჰემოსიდერინი. ჰემოსიდერინი ჰემოგლობინის ფერმენტული დაშლის შედეგად წარმოიქმნება. მისი სინთეზი სპეციალურ უჯრედებში - სიდერობლასტებში მიმდინარეობს. ნორმაში ეს პიგმენტი მცირე რაოდენობით გვხვდება ღვიძლის უჯრედებში, ელენთაში, ძვლის ტვინსა და ლიმფურ ქსოვილში, ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის დროს კი შესაძლოა ჭარბად დაგროვდეს ქსოვილებში. განასხვავებენ დაავადების ადგილობრივ ანუ ლოკალურ და საერთო ანუ გენერალიზებულ ფორმებს. პირველს მიეკუთვნება კანისა და ფილტვების ჰემოსიდეროზი, მეორე ფორმის დროს კი ჰემოსიდერინი ლაგდება ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში, ძვლის ტვინში, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლებში.

უვნებელი სისხლი ნებისმიერი ქვეყნისთვის ძვირფას რესურსს წარმოადგენს. 2005 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიმდინარეობისას,
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.