რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი

მკურნალობის თავისებურებანი
სტაფილოკოკური დაავადების მკურნალობა არცთუ იოლი ამოცანაა. ეს იმიტომ, რომ სტაფილოკოკი განსაკუთრებული მიკრობია. ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი გამძლეობის თვალსაზრისით მას ვერც ერთი ბაქტერია ვერ შეედრება. პენიცილინის გამოყენების პირველმა გამოცდილებამ პრეპარატის ეფექტიანობა სწორედ სტაფილოკოკთან მიმართებით აჩვენა. მას შემდეგ

You must have Flash Player installed in order to see this player.
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღეს ასეთ სტაფილოკოკებზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. ფარმაკოლოგები სულ ახალ და ახალ ანტიმიკრობულ საშუალებებს ქმნიან, მიკრობიოლოგებს კი უფრო და უფრო მეტად უჭირთ სტაფილოკოკთა იმ შტამების გამოყოფა, რომლებიც არსებული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობას არ ამჟღავნებენ. როგორც უკვე ითქვა, სტაფილოკოკებთან ბრძოლა რთული საქმეა. მკურნალობა მიზნად ისახავს როგორც გამომწვევთა განადგურებას, ასევე ორგანიზმის იმუნური სტატუსის ამაღლებას. ჩირქოვან კერებს დაავადებულ ორგანოებს ხშირად ოპერაციული ჩარევით აშორებენ, სტაფილოკოკის მგრძნობელობის მიხედვით შერჩეულ ანტიბიოტიკებთან ერთად იყენებენ ანტისტაფილოკოკურ პლაზმასა და იმუნოგლობულინებს, რომელთა საშუალებით ორგანიზმში მზა ანტისხეულები შეჰყავთ. თქვენს შემთხვევაში მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს. აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც ზოგადად, ასევე ადგილობრივად მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებებს. მკაცრად უნდა დაიცვათ ჰიგიენა და, რაც მთავარია, იზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ამისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ვიტამინებით მდიდარი ასკილი, ქაცვი, მოცვი, ცირცელი, იმუნო და ბიომასტიმულირებელი საშუალებები (ალოე, ქაცვი, ბაბუაწვერა, ბეგქონდარა, კოთხუჯი), ანტიმიკრობული მცენარეები (სალბი, არყი, კრაზანა, ევკალიპტი, სოჭი, ასფურცელა, წყლის იელი და სხვა). კარგია ალოეს ექსტრაქტი (გამონაწვლილი), მრავალძარღვას წვენი, არყის ნაყენი და ნახარში, ქაცვის ზეთი. აუცილებლად მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს, რომელიც სათანადო გამოკვლევების საფუძველზე, სტაფილოკოკის ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის გათვალისწინებით, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კი აიღეთ 15 გ ორკბილას ბალახი, 10-10 გრამი კაკლის ფოთოლი, დედოფლისთითას ბალახი და შვიტა, 20 გ იაჟუჟუნა. აურიეთ ერთმანეთში, 4 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლ წყალი, მთელი ღამე გააჩერეთ, დილით კი 5-7 წუთი ადუღეთ. ნახარში დღეში 5-6 ულუფად გაყავით და ჭამიდან 20 წუთის შემდეგ დალიეთ. მკურნალობის კურსი 5-6 კვირას მოიცავს.

 

 

 



თარიღი : 04-07-2016
ქეთევან ნუცუბიძე
მე ვიმკურნალე "ანატოქსინის" ამპულებით და შედეგი კარგია, ჯერ-ჯერობით 6 თვე გავიდა დ. ჩირქოვან გამონაყარს (ძირმაგარა და ჯიბლიბო). ნემსით მკურნალობასთან ერთად ვსვავდი ვიტამინების კომპლექსს, ანტიბიოტიკს, ლაქტო-G და ანტიჰისტამინს. მკურნალობა და ანალიზები დამიჯდა სადღაც 300-350 ლარამდე. ვნახოთ რამდენ ხანს ექნება შედეგი. რათქმა უნდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მის მიერ დანიშნული მკურნალობა. კეთდება სინჯი ალერგიულობაზე "ანატოქსინის" მიმართ. ასე რომ თვითმკურნალობა ამ პრეპარატით დაუშვებელია.
თარიღი : 20-01-2015
lana
ოქროსფერი სტაფილოკოკი რამდენად განკურნებადია "ანტისტაფილოკოკური იმუნოგლობულინით" რუსული ამპულები. და რისი მიღება დაგვჭირდება ამ ნემსებთან ერთად. გთხოვთ მიპასუხოთ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვირუსით დაინფიცირებამ, შესაძლოა, მიკროცეფალიის (განვითარების ერთ-ერთი თანდაყოლილი დეფექტის) პროვოცირება მოახდინოს.
ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს.
გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით პაციენტებს თბილისში ოთხი კლინიკა 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი დახმარების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
13 სექტემბერი 2016
პირველ რიგში მენიუ უნდა გავამდიდროთ მცენარეული საკვებით და რძის პროდუქტებით: პარკოსნები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, მაწონი, კეფირი, რძე.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
ძლიერი ემოციის ან სიბრაზისას არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რადგანაც ამ დროს შესაძლებელია გულის შეტევაც კი განვითარდეს.
ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებას არა მხოლოდ გარეგნული იერსახისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ის უპირველესად ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორია.