რატომ არ უნდა მიიღოთ ნევროზის სამკურნალო პრეპარატები თვითნებურად
ხშირად პაციენტები თავად იწყებენ ამ ჯგუფის წამლების მიღებას, არ ასრულებენ მკურნალობის კურსს და გადადიან სხვა სამკურნალო საშულებაზე. ამ შემთხვევაში მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია. მხოლოდ ექიმს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შერჩეული თერაპიის განსაზღვრა.
რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელ პრეპარატებს, მათი მიღება სტრესულ სიტუაციაში დასაშვებია. ამ მიზნებისთვის უფრო ეფექტური ფიტოჩაია, რომელსაც რბილი მოქმედება ახასიათებს. ორგანიზმი მას უკეთ ითვისებს და კომპლექსურ ზემოქმედებას ახდენს. ფიტოჩაის შემადგენლობაში შეიძლება იყოს კრაზანა, ვალერიანი, ჟენშენი, ასკილი, სხვა მცენარეები და ვიტამინები. მცირე რაოდენობით ასეთი ნარევი ორგანიზმისთვის სასარგებლოა და როგორც წესი, უარყოფით გვერდით ეფექტებს არ იწვევს, განსხვავებით ქიმიური პრეპარატებისა, რომელთაც საკმაოდ სერიოზული ფსიქოტროპული ეფექტი აქვთ. მათმა უკონტროლოდ მიღებამ შეიძლება ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს.
ლალი ჩხიკვაძე