რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
თირკმლის დაავადებები ბავშვებში

გვესაუბრება ნეონატოლოგი მედეა სიჭინავა.


- თირკმლის დაავადებებთან დაკავშირებული რომელი სიმპტომები ვლინდება ახალშობილობის პერიოდში?
- ახალშობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი, რომელსაც კი შეამჩნევს მშობელი, ექიმის დაუყოვნებელ კონსულტაციას მოითხოვს. ასეთი სიმპტომებია:

  • შეშუპება. ეს უმეტესად დაკავშირებულია გადაცივებასთან, ჰემოლიზურ დაავადებასთან, მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციებთან, ქრომოსომულ ანომალიებთან, ჰიპოთირეოზთან, დედის შაქრიან დიაბეტთან, იშვიათად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. როდესაც შეშუპებას ერთვის ლაბორატორიული ცვლილებებიც (სისხლში ცილების დაქვეითება, შარდში ცილა), პრობლემები შარდვისას - უნდა გამოირიცხოს თირკმლის დაავადებები. თირკმლის დაავადებებისთვის დამახასიათებელია სახის, ზურგის, კიდურების შეშუპება.
  • ოლიგურია - შარდვის შემცირება. ვითარდება სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების, პირღებინების, დიარეის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, ანთებითი დაავადებების დროს.
  • პროტეინურია - შარდში ცილის არსებობა. თავს იჩენს ტოქსიკოზის, დეჰიდრატაციის დროს.
  • ჰემატურია - შარდში ერითროციტების არსებობა. როგორც წესი, დაკავშირებულია თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან, მაგალითად, მძიმე ჰიპოქსიის, საშარდე გზების ინფექციების დროს.
  • ცილინდრები შარდში. ერთეული ჰიალინური ცილინდრი შესაძლოა ჯანმრთელ ახალშობილსაც გამოაჩნდეს, მარცვლოვანი ცილინდრების არსებობა კი თირკმლის უკმარისობაზე მიუთითებს.


- თირკმლის რომელი დაავადებები გვხვდება ახალშობილებში?
- თირკმლის დაავადებები, რომლებიც ახალშობილებს უდასტურდებათ, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

  • მემკვიდრეობით და თანდაყოლილ დაავადებებად. ასეთია თირკმლის პოლიკისტოზი, თირკმელების გაორმაგება, ჰიდრონეფროზი, თირკმლისმიერი დისპლაზია და აგენეზია, დისტოპია.
  • შეძენილ დაავადებებად. ასეთია ინტერსტიციული ნეფრიტი, საშარდე გზების ინფექციები, თირკმლის სისხლძარღვთა თრომბოზი.

ინტერსტიციული ნეფრიტი ვითარდება ჰიპოქსიის, ვირუსული ინფექციების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ფონზე.  საშარდე გზების ინფექციები ახალშობილთა 1%-ს უდასტურდება. ჭიპლარის სისხლძარღვების ხშირმა კათეტერიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის სისხლძარღვების თრომბოზი, რომელიც შემდგომ არტერიული ჰიპერტენზიითა და თირკმლის უკმარისობით გართულდება.

  • მესამე ჯგუფში შედის იშემიური ნეფროპათია - თირკმლის ფუნქციის ტრანზიტული დარღვევა, რომელიც თირკმლის ქსოვილის იშემიით არის გამოწვეული.

სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ იშემიური ნეფროპათიის სამ ხარისხს:

I ხარისხი - კლინიკური გამოვლინებები არ ახასიათებს, სისხლის პლაზმაში კრეატინინი მომატებულია ზომიერად, 130 მკმოლ/ლ-მდე;
II ხარისხი - შესაძლოა ზომიერი პასტოზურობა ან შეშუპება, ნორმალური ან მომატებული დიურეზის ფონზე პლაზმაში კრეატინინის დონე 130მკმოლ/ლ-ზე მეტად იმატებს;
III ხარისხი - დამახასიათებელია შეშუპება, ზოგჯერ - მთელი სხეულისაც კი (ანასარკა), შარდვის შემცირება ან არარსებობა.

თირკმლის მწვავე უკმარისობა, როგორც მოგახსენეთ, თირკმლის დაავადებების გართულებაც შეიძლება იყოს და თირკმლის ქსოვილის იშემიის შედეგიც. ამ დროს ახალშობილებს, ისევე, როგორც მოზრდილ ბავშვებს, უვითარდებათ შეშუპება, ოლიგურია, მეტაბოლური აციდოზი, იმატებს სისხლში კალიუმისა და აზოტის დონე. სიცოცხლის პირველ დღეებში თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზი მძიმე ჰიპოქსიაა, მომდევნო პერიოდში კი იგი ძირითადად ანთებითი პროცესების - საშარდე სისტემის ინფექციების, სეფსისის, მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციების - ფონზე იჩენს თავს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდიკა, რომელიც შეიძლება გახდეს დიალიზის ან ტრანსპლანტაციის ალტერნატივა. საუბარია ბიოხელოვნურ თირკმელზე, რომელიც განკუთვნილი იქნება თირკმლის უკმარისობიანი პაციენტებისთვის.მეცნიერების აზრით, ანალოგიურად შესაძლებელი იქნება ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და სხვა ორგანოების შეცვლა.
თურმე ყავისა და სხვა კოფეინიანი სასმელების ხშირი სმა შარდკენჭოვანი დაავადების პროგრესს აჩქარებს.
მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მიკროჩიპიანი ხელოვნური თირკმელი შექმნეს. ამ ბიოჰიბრიდულ მოწყობილობას შეეძლება
ლონდონის სამეფო საავადმყოფოში ჩატარდა გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ საჭმელ სოდას - ნატრიუმის ბიკარბონატს
კაკაო და მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც დაგვიცავს თირკმლის დაავადებებისაგან და განკურნავს დიაბეტით გამოწვეულ გართულებებს.
რა არის მოძრავი თირკმელი
მოძრავი, ცთომილი თირკმელი, მედიცინის ენაზე - ნეფროპტოზი, მდგომარეობაა, როცა მწოლიარე ადამიანის წამოდგომისას თირკმელი დაბლა იწევს. ეს ნორმიდან გადახრაა. მუცლის ღრუს ორგანოთა უმეტესობა ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ჩვეულებრივ, მცირედით იწევს დაბლა, მაგრამ ეს თირკმელს არ ეხება. ის, წესისამებრ, ან უძრავია, ან ოდნავ იცვლის მდებარეობას. მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მცირეა და არავითარ კლინიკურ სიმპტომს არ იწვევს.

09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.