რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ანორგაზმია
ანორგაზმია

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებად სექსუალურები არიან, ამიტომ ქალების სქესობრივ დარღვევებს ფაქტობრივად არც კი განიხილავდნენ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დამოკიდებულება ქალთა სექსუალურობის მიმართ დიამეტრულად შეიცვალა. დღეს მანდილოსნები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას სქესობრივ სფეროს და მისი მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ისევე განიცდიან დეპრესიას, დაუკმაყოფილებლობას, როგორც მამაკაცები.


ცნობილია, რომ ოჯახების 58% სქესობრივი დისჰარმონიის გამო იშლება, თუმცა ყველა როდი უსწორებს თვალს ოჯახური უთანხმოების რეალურ მიზეზს. ხშირად საბაბად ხასიათებს შორის შეუთავსებლობა მოჰყავთ.

რა იწვევს ანორგაზმიას
ანორგაზმია - ორგაზმის განცდის უუნარობა - ქალისთვის სქესობრივი დისჰარმონიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მრავალი ქალი ისე ცხოვრობს, რომ არ განიცდის ორგაზმს, რის საფუძველიც თავად ქალის სექსუალურობის ბუნებაშია საძიებელი.
ქალისათვის მეტად მნიშვნელოვანია სქესობრივი ურთიერთობის ფსიქოლოგიური მხარე, ამიტომ ორგაზმის უქონლობის პრობლემა ძალიან ხშირად განპირობებულია არა ფიზიოლოგიური დარღვევებით, არამედ პარტნიორებს შორის ურთიერთობათა სირთულით.
ქალებში ორგაზმის განცდას ამუხრუჭებს დაორსულების, ვენერული თუ სხვა დაავადებით დასნებოვნების, პარტნიორის მხრიდან უარყოფის შიში, ქვეცნობიერი თუ გააზრებული სიძულვილი, ზიზღი მამაკაცის მიმართ.
მკაცრად აღზრდილი ქალების ანორგაზმიას შესაძლოა საფუძვლად ედოს დანაშაულის განცდა საკუთარი სქესობრივი ლტოლვის გამო.
ოჯახური თუ გარეშე კონფლიქტი ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შესაძლოა, დააკარგვინოს ქალს ორგაზმის განცდის უნარი.
ზოგი ქალი ორგაზმს პირველად მხოლოდ მშობიარობის შემდეგ განიცდის, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვის დაბადებამდე სქესობრივი ცხოვრება ჰარმონიულად მიმდინარეობს, ხოლო მშობიარობის შემდეგ ორგაზმის განცდის უნარი ქრება. მიზეზი შეიძლება იყოს შორისისა და მენჯის კუნთების, საშოს ლორწოვანის, ნერვული დაბოლოებების ტრავმა.

ანორგაზმიის ნაირსახეობანი
განასხვავებენ პირველად და მეორეულ ანორგაზმიას. პირველად ანორგაზმიაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ქალი არავითარი სტიმულაციის შემთხვევაში არ განიცდის ორგაზმს. მეორეულად ითვლება ისეთი ანორგაზმია, როდესაც ქალს ადრე ერთხელ მაინც აქვს განცდილი ორგაზმი. ექიმები გამოყოფენ ასევე სიტუაციურ ანორგაზმიას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალი ორგაზმს განიცდის მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მაგალითად, მასტურბაციის შედეგად. სპორადული ანორგაზმიის დროს ქალი ორგაზმს განიცდის სქესობრივი აქტივობის სხვადასხვა ფორმის დროს, მაგრამ არა ყოველთვის. არსებობს ასევე ნიმფომანური ანორგაზმიის რთული ვარიანტი, როდესაც მომატებულია სქესობრივი ლტოლვა, მაგრამ მოშლილია ორგაზმის განცდის უნარი, მიუხედავად ხანგრძლივი სტიმულაციისა და აგზნებისა.

ანორგაზმიის შედეგები
ორგაზმის განცდის უუნარობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ნერვულ სისტემაზე, არამედ მთელ ორგანიზმზე. ასეთი სქესობრივი აქტის შემდეგ ქალი უჩივის ნერვულ აგზნებადობას, ცუდ თვითშეგრძნებას და დათრგუნულობას. სქესობრივმა დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი, ისტერია, შაკიკი, გაღიზიანება, დეპრესია.
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ორგაზმის უქონლობა იწვევს შეგუბებით მოვლენებს სასქესო ორგანოებში. შედეგად ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ვითარდება მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოდან სისხლდენა, ძლიერდება წინარემენსტრუაციული დაძაბულობის სიმპტომები. ჰორმონული ფონის ცვლილება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში პათოლოგიურ პროცესებს აძლევს დასაბამს.
მრავალ სექსოლოგსა და გინეკოლოგს მიაჩნია, რომ გენიტალიური ვენური შეგუბება იწვევს საშვილოსნოს ტანის ფიბრომიომას, საკვერცხეების პოლიკისტოზურ გადაგვარებას.

როგორ მკურნალობენ ქალთა ანორგაზმიას
როდესაც ქალს წინათ განცდილი აქვს ორგაზმი, მაგრამ არ აკმაყოფილებს ახლანდელი პარტნიორი, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სექსოპათოლოგს. ის აუხსნის პარტნიორებს მდგომარეობის არსს, მისცემს რეკომენდაციებს კერძო შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ფიზიოლოგიური დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია ანორგაზმიის

You must have Flash Player installed in order to see this player.
მიზეზის აღმოფხვრა. აუცილებლობისას შესაძლებელია სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობაც.
ანორგაზმიის სამკურნალოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ფსიქოთერაპია, ისე მედიკამენტური მეთოდები, ფიზიოთერაპია, ნემსორეფლექსოთერაპია, გინეკოლოგიური მასაჟი. ფსიქოთერაპიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ურთიერთობა ექიმთან და განკურნების სურვილი. იმ ქალებს, რომლებსაც ორგაზმი არასოდეს განუცდიათ, მით უმეტეს სჭირდებათ სექსოლოგის დახმარება.
ვიდრე არ ჩატარდება გამოკვლევა და არ დამტკიცდება, რომ ანორგაზმია პირველადია და განპირობებულია რაიმე დაავადებით, მანამდე არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ადეკვატური სტიმულაციისას ქალს შეუძლია ორგაზმის განცდა.
დასასრულ, არ შეიძლება ამ პრობლემის იგნორირება, რადგან იგი შესაძლოა ქალის ცხოვრების სრულფასოვნების ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
კვლევაში მონაწილეობდა 1400 ქალბატონი, რომელთაგან ნაწილს საშვილოსნოს ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული, ხოლო დანარჩენები ბუნებრივი მენოპაუზის პერიოდში იმყოფებოდნენ. ქალების სექსუალური ფუნქცია არ გაუარესებულა ბოლო მენსტრუაციამდე 2 წლის განმავლობაში.
ექიმებმა სპორტსმენებს შეჯიბრის წინ სექსის ნება დართეს. მიჩნეულია, რომ სექსისგან თავის შეკავება, სპორტულ შედეგებს აუმჯობესებს.
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია Futuru Medical მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბრიტანელმა ექსპერტებმა 16-21 წლის ასაკის ადამიანების კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ყოველ მეათეს აღენიშნება სექსუალური ხასიათის პრობლემები, რომლის მიზეზიც ხშირად ამ საკითხში განათლების დაბალი დონეა.
ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ინფარქტის განვითარების მილიონიდან ერთი შანსი აქვს,
08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.