რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებზე, მათ მკურნალობაზე, ასტიგმატური თვალის მოვლაზე თვალის კლინიკის ხელძღვანელი ვალერიან ხუროძე გვესაუბრება.


- რა არის ასტიგმატიზმი?
- თვალის ასტიგმატიზმი მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკია, რომელიც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შრეების (უმეტესად - რქოვანა გარსის) არასფერული ფორმით. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც იწვევს გამოსახულების დეფოკუსირებას და, აქედან გამომდინარე, მხედველობის დაქვეითებას. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანი ხედავს თითქმის ისევე, როგორც კარგად მხედველი, ოღონდ დანისლულ მრუდე სარკეში, ამიტომ ასტიგმატიკები, ისევე როგორც ახლომხედველები, საგნების უკეთ დასანახად ხშირად თვალებს ჭუტავენ. არაკორეგირებული ასტიგმატიზმი ხშირად მხედველობითი დისკომფორტისა და თავის ტკივილის მიზეზადაც იქცევა.

- ასტიგმატიზმი თანდაყოლილი მანკია?
- თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. ეს უკანასკნელი ხშირად თვალის ოპერაციის ან რქოვანა გარსის დაავადების შედეგად ვითარდება, თანდაყოლილი ფორმა კი გენეტიკურად არის დეტერმინირებული და ბავშვობაშივე ვლინდება. ისიც უნდა ითქვას, რომ პედიატრიულ ასაკში არაკორეგირებულ ასტიგმატიზმს ხშირად თან სდევს თვალის გაზარმაცება (ამბლიოპია). რეფრაქციული (ოპტიკური) მახასიათებლების მიხედვით ასტიგმატიზმი ხუთი სახისაა:

  • მარტივი მიოპიური: ერთი ოპტიკური ღერძი ნორმალურია, ხოლო მეორე - ახლომხედველობითი;
  • რთული მიოპიური: ორივე ოპტიკური ღერძი ახლომხედველობითია, მაგრამ სხვადასხვა სიდიდისა;
  • მარტივი ჰიპერმეტროპიული: ერთი ოპტიკური ღერძი ნორმალურია, მეორე - შორსმხედველობითი;
  • რთული ჰიპერმეტრიული - ორივე ღერძი შორსმხედველობითია, მაგრამ განსხვავებული სიდიდისა;
  • შერეული: ერთი და იგივე თვალი ერთდროულად შორსმხედველიც არის და ახლომხედველიც.

ოპტიკური ღერძის დახრილობის მიხედვით განასხვავებენ სწორ და არასწორ ასტიგმატიზმს, ხოლო ხარისხის მიხედვით - სუსტს, საშუალოს და მაღალს.


- როგორ სვამენ ასტიგმატიზმის დიაგნოზს?
- ასტიგმატიზმის დიაგნოსტირება ხდება თვალის კლინიკური რეფრაქციის გამოკვლევის შედეგად. ბოლო ხანს ამ გამოკვლევის ჩასატარებლად იყენებენ სხვადასხვა სახის რეფრაქტომეტრებსა და აუტორეფრაქტომეტრებს. არცთუ იშვიათად მიმართავენ გამოკვლევას სარკიანი ან ელექტრონული სკიასკოპით (რეტინოსკოპით). მიღებული მონაცემების მიხედვით ხდება ოპტიკური კორექციის საშუალების - სათვალის ან კონტაქტური ლინზების შერჩევა. დანიშნული სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარება აუცილებელია.


- შეიძლება თუ არა ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანისთვის კომპიუტერთან მუშაობა?
- რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ მუშაობა და არა მონიტორთან დღედაღამ გასართობად ჯდომა. მუშაობაც - მხედველობის დამზოგველი რეჟიმით, რაც ნიშნავს:

  • 3-4-წუთიან შესვენებას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ და ნახევარსაათიანს ყოველი 3 საათის შემდეგ.
  • დროდადრო მცირე ხნით მხედველობის კონცენტრირებას შორეულ საგნებზე.
  • თვალებიდან 15-დიუმიან მონიტორამდე მანძილი 35-40 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო 17 და 19-დიუმიან მონიტორამდე - 50-60 სმ-ზე ნაკლები. თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
  • მონიტორის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი. დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან მაგიდის ნათურით განათების პირობებში.
  • მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას და ა.შ.).
  • მონიტორის კონტრასტი და ნათება მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ფონისგან.

6

You must have Flash Player installed in order to see this player.
-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კომპიუტერთან ჯდომა არასასურველია. 7-დან 12 წლამდე ასაკის ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 40-60 წუთია, ხოლო 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - დღეში არა უმეტეს 2-2,5 საათისა. ამ წესების დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ ასტიგმატიზმის მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის. აქვე გეტყვით, რომ "კომპიუტერის სათვალე" და "დამცავი ეკრანი" სინამდვილეში არაფერს იცავს.


- როგორ მკურნალობენ ასტიგმატიზმს?
- ასტიგმატიზმის მკურნალობის თერაპიული მეთოდი არ არსებობს. ცნობილია რეფრაქციული ოპერაციების რამდენიმე ნაირსახეობა. ოფთალმოქირურგი რომელიმე მათგანს ინდივიდუალურად ურჩევს პაციენტს. ასტიგმატიზმის დროს ცილინდრული ლინზები ინიშნება. გარეგნულად ისინი თითქმის არაფრით განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ სინამდვილეში მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია. სათვალის მოხსნა შეიძლება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში და მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუ ბავშვს ერთდროულად აქვს ასტიგმატიზმი და ზარმაცი თვალი - ამბლოპია, ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ ზარმაც თვალს ცნობილი, აპრობირებული მეთოდებით, დადებითი შედეგის მიღებამდე.


- რას ურჩევთ ბავშვის მშობლებს დღის რეჟიმისა და კვების თაობაზე?
- აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათი, მინიმუმ 2 მ დისტანციიდან. მობილურ ტელეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი. არავითარი თამაში, SMS, MMS და ასე შემდეგ. მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. არ შეიძლება მხედველობის დატვირთვა (კითხვა, ტელევიზორი) მწოლიარე მდგომარეობაში. სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება, სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც ნაკლებმოსალოდნელია თავის ტრავმა. სასურველია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა. რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ხაჭო, მოხარშული თევზი, ინდაური, კურდღელი, საქონლის ხორცი და ენა, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, შავი მოცვი, მაყვალი და აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი.

 

 

თარიღი : 08-10-2016
გოჩა
ექიმო , რაარის ნახე რა ეხლა ასტიგმატიზმი მაქ მოგნი , რატო იცი?აი თვალებსა ვჭუტამ ხშირ ხშირად და რავიცი რა ვქნა დავწვე ოპერაციაზეე?თუ დავიკიდო. რეისზე ვმუშაობ და მანქანებს ვერა ვხედამ ხომდე იმ დრესაც რაღაც შემთხვევა მომივიდა მგონი. ხო და კიდევ ექიმო მაგი ჩემ შვილსაც მოუვა? ანუ?
თარიღი : 03-01-2016
t.berodze@gmal.com
მაქვს მხედველობა -2.5 (ორივე თვალში)და სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი (ერთ თვალში 0.5, მეორეში - 0.75), მაინტერესებს საჭიროა თუ არა სპეცალური ლინზის დამზადება?
თარიღი : 21-12-2015
დასაშვებია თუ არა ასტიგმატიზმის დროს ფიზიოლოგიური მშობიარობა?
დასაშვებია თუ არა ასტიგმატიზმის დროს ფიზიოლოგიური მშობიარობა?
თარიღი : 30-07-2014
,,,,,,,
ასტიგმატიზმის დროს შეიდლება პიზიოლოგიური მშობიარობბა
თარიღი : 22-06-2014
www.mkurnali,ge says
რას შველის ელექრტროსტიმულაცია ბავშვთა ასტიგმატიზმის დროს?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ჩინელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მაკულარული დეგენერაციის სამკურნალო ახალი ინექციური პრეპარატი. პრეპარატის საკვანძო ელემენტი ოქროა. ეს ოქროს ნანონაწილაკებისა და ჰიდროგელის ნარევია, რომელიც „დამუხტულია“ სამკურნალო აგენტებით.
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ეს მოწყობილობა მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს და მისი სახელია HandSight. იგი წარმოადგენს კამერას, რომელიც მაგრდება თითზე. კამერაში განთავსებულია კომპიუტერთან მიერთებული ვიბროძრავი.
თუ გსურთ თვალებს საუკეთესო დასვენება გამოუწეროთ, უნდა მისცეთ მას შესაძლებლობა, არაფერი დაინახონ! ა-რა–ფე-რი! როგორ? ეს ხომ არც ისე მარტივა, რადგანაც თხელი და ნაზი ქუთუთოები დაშვების (ანუ თვალების დახუჭვის) შემთხვევაშიც კი მუქი სქელი ფარდების როლს ვერ ასრულებს.
თვალის სიმშრალეს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ბევრი უჩივის. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა (რაც სრულიად ბუნებრივია დღევანდელ პირობებში), პლანშეტები, სმარტფონები, მათგან წამოსული ლურჯი სხივი უარყოფითად მოქმედებს თვალზე.

04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.