რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი საშინაო საქმიანობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი საშინაო საქმიანობის დროს

რეცხვა - 148 კალორიაა, რაც 40-წუთიანი ძალოვანი ვარჯიშის შესაბამისი და ერთი საშუალო ბოკალი ღვინის ეკვივალენტია. თეთრეულის დაუთოებისას ადამიანი 157 კალორიისგან თავისუფლდება (1 კოლოფი ჩიპსი ან 30 წუთი აქვა-აერობიკა). თუ 161 კალორიის დაწვა გინდათ, გამოხვეტეთ იატაკი. ამდენივე კალორიას შეიცავს 40 გრამი ყველი და იგივე რაოდენობა იწვება ველოსიპედით 30 წუთიანი სეირნობისას.

მტვრის გადაწმენდისას 166 კალორია იწვება (შოკოლადის ერთი პატარა ზომის ბატონი). იგივე შედეგი აქვს 20 წუთიან აერობიკას. მტვერსასრუტი, როგორც 20 წუთიანი ნელი სირბილი, 175 კალორიის მოსპობაში დაგვეხმარება (პასტას ერთი პორცია). ფანჯრების წმენდა 231 კალორიას (1 ფიჩინი და 25 წუთიანი ვარჯიში), სააბაზანოს დასუფთავება 256 კალორიას (ერთი მაფინი და ველოტრენაჟორზე 20 წუთიანი ვარჯიში), იატაკის მორეცხვა 259 კალორიას (ერთი ნაჭერი პიცა და 15 წუთიანი ინტენსიური სირბილი), ავტომანქანის გარეცხვა - 314 კალორიას (85 გრამი ტორტი და 45 წუთიანი ცურვა) წვავს.

ლალი ჩხიკვაძე