რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - პარაზიტოლოგია
კატეგორია - პარაზიტოლოგია
23-10-2010
- განავალში აღმოვაჩინე თეთრი ფერის ბრტყელი ჭია 2 სმ. დავლიე რამოდენიმე ცალი ვიკაზიდი მებერიქსი, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე, უფრო მეტიც, მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით გამოდიან, მაქვს დისკომფორტი მუცელში. იქნებ მითხრათ, რომელი სახეობის ჭიაა და რით შეიძლება ვიმკურნალო?
პასუხი
- ეს იქნება ენტერობიოზი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული ჰელმინთოზია. მის სამკურნალოდ მართლაც ინიშნება ვიკაზიდი ან მებერიქსი, მაგრამ განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. თანაც სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვავში შესაძლებელი განმეორებითი ინვაზია.
ენტერობიოზის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ნანა ხუცაიძის სტატია "ენტერობიოზი".
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.