რუბრიკები
კითხვა–პასუხი - ნევროლოგია
14-12-2010
- მაქვს ხელების დაბუჟება, განსაკუთრებით ღამის საათებში. ადრე ხელების ქნევა მშველოდა, ახლა კი არა, რაც შემდეგ ტკივილში გადადის. ვარ 58 წლის ქალბატონი.
- კიდურების დაბუჟებას უმთავრესად ნეიროპათიები და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები იწვევს.
ნეიროპათიის მიზეზი შეიძლება იყოს: ხერხემლის დაავადება (ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, სკოლიოზი, კიფო-სკოლიოზი, მალების კისტა); ქრონიკული სპეციფიკური ანთება (მაგალითად, ტუბერკულოზი); ოსტეოპოროზი; პერიფერიული ნერვების ანთება - ნევრიტი, ინტოქსიკაცია; შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური - ნეიროპათია); ტრავმული ნევრიტი.
სისხლძარღვთა დაავადებებიდან დაბუჟება ახასიათებს უმთავრესად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებს როგორც არტერიული, ასევე ვენური პათოლოგიების დროს. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თან სდევს თრომბოზს, ემბოლიას, სისხლძარღვთა ტრავმულ დაზიანებას. კიდურების დაბუჟება მოსალოდნელია ქრონიკული არტერიული და ვენური უკმარისობის დროსაც, მაგრამ უფრო გვიან სტადიებში.
აღსანიშნავია, რომ  პერიფერიული ნერვების პათოლოგიით გამოწვეული დაბუჟება ხშირად იჩენს თავს მოსვენებისას - ძილის დროს, ხანგრძლივი ჯდომისას, ხოლო ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მცირდება ან ქრება.
თუ დაბუჟებას თან ახლავს კიდურების გაცივება, გაფითრება ან ციანოზი, ტკივილი დატვირთვის დროს, მაშინ უმჯობესია, ანგიოლოგს გაესინჯოთ.
მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ლალი ჩხიკვაძის ინტერვიუ ანგიო-ქირურგიული და მიკროქირურგიული სამსახურის კურატორ, მედიცინის აკადემიური დოქტორ ვასილ გორგაძესთან "რატომ გვიბუჟდება კიდურები".
კატეგორია - ნევროლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები
"იყიდება მოქმედი მაღაზია ვაზისუბანში, თავისი ინვენტარით, სათვალთვალო...
"შევიძენ ქარვას უმაღლეს ფასად, ნაღდი ანგარიშსწორებით"
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური სასწრაფოთ თავისი გათბობის...