რუბრიკები
კითხვა–პასუხი - კოსმეტოლოგია
01-06-2011
-ძალიან მჭირდება კომპეტენტური ადამიანის რჩევა, ვიცი მეტყვით რომ კოსმეტოლოგს უნდა მივმართო, მაგრამ თქვენიი დახმარებაა უფრო მჭირდება, რადგან რამდენიმე კოსმეტოლოგთან მქონდა უკვე ვიზიტი და ისინი ერთი პრობლემის მოგვარების შემდეგგ სხვაა უამრავ პრობლემას მიჩენენ. კონკრეტულად მაქვს გაფარტოებული ფორები შუბლზე, ცხვირის გასწვრის, ნიკაპთან, რომლებიც გამიჩნდა სახის გაწმენდის შემდეგ. სახეს ვიწმენდდი კვირაში ერთხელ ექიმ კოსმეტოლოგტან და როგორც აღმოვაჩინე ის სათანადოდ არ ზრუნავდა გაწმენდი შემდეგ ფორების დახურვაზე. ქიმიური პრეპარატების გამოყენება აღარ მინდა რადგან მათ ისედაც საკმარისად ვხმარობ გამონაყარის წინააღმდეგ და იქნებ რამე ბუნებრივი ნიღბები ან რაიმე სხვა საშუალებები მასწავლოთ ფორების დასახურად.
-ჩვენ პროფესიონალ კოსმეტოლოგებთან ვიზიტს გირჩვეთ, რადგან სახის გაწმენდის შემდეგ ისინი უკეთ იზრუნებენს ფორების დახურვაზე. ჩვენ გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით გაფართოებულ ფორებზე- სახის კანზე ფორების გაფართოება ცხიმიანი კანის ნიშანია. თუ გაფართოებული გაქვთ ფორები, პირველ რიგში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების, ჩიფსების, ტკბილი გაზიანი სასმელის მიღება. დღეში 2 ლიტრამდე წყალი სვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ კოსმეტიკა, რომელსაც ხმარობთ იყოს არაკომედოგენური და უცხიმო. თუ ხმარობთ "რუმიანას", იხმარეთ პუდრის სახით და არა კრემი. თქვენი კანი საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას. დილა-საღამოს გამოიყენეთ სახის გელი ცხმანი კანისთვის. ხშირად შეისხით სახეზე ცივი წყალი. იხმარეთ ტონიკი (ნაკლებად, რომ შეიცავდეს სპირტს). იგი ავიწროვებს ფორებს. დილით წაისვით ცხიმის ამალაგებელი დამატენიანებელი კრემი. საღამოსთვის შეარჩიეთ რომელიმე სპეციალური კრემი. კარგი იქნება თუ თიხის ნიღბებს გაიკეთებთ კვირაში ერთხელ.
ახლა რამოდენიმე საშუალების მომზადებას გასწავლით:
- ტონიკი - აადურეთ 500 მლ წყალი, ჩაყარეთ შიგნით მუჭით როზმარინი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ ჩაიხარშება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გაფილტრეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი. შეინახეთ ცივ ადგილზე. გაიწმინდეთ სახე მასში დასველებული ბამბით დილასა და საღამოს, თუ ძლიერად გაქვთ გაფართოებული ფორები, თუ არა და - მარტო საღამოს. როცა ეს ტონიკი დაგიმთავრდებათ, ალბათ ფორებიც შევიწროვებული გექნებათ. შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად ეს ტონიკი გმოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
- წყლის აბაზანა - ადუღებულ წყალში ჩაყარეთ თანაბარი რაოდენობით ბარამბო, პიტნა, ოხრახუში, ბეგქონდარა. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლის ქვეშ გაჩერდით 5-8 წუთი. ასუფთავებს და ავიწროვებს ფორებს.
- ნიღბები:
1. გაიკეთეთ პომიდვრის ნიღაბი (თუ მგრძნობიარე სახის კანი გაქვთ, მაშინ არ ღირს). აიღეთ ორი მწიფე პომიდორი და გამოწურეთ. რბილობს დაუმატეთ 100 მლ რძე და რამდენიმე ხნით შედგით მაცივარში. ეს ცივი მასა დაიდეთ სახეზე 10 წუთი..
2. გაატარეთ კიტრი ხორცის საკეპ მანქანაში, გამოწურეთ და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა. (სექელი მასა გამოვა). შემდეგ დაამატეთ ნუშის ზეთი. წაისვით სუფთა სახის კანზე თანაბრად. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და წაისვით ტონიკი. ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირას ჩაიტარეთ ეს პროცედურა.
3. ათქვიფეთ კვერცხის ცილა (სქელი ბეზე), დაამატეთ მესამედი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი. ფრთხილად გადაურით. წაისვით სახეზე (თვალის ირგვლივ არა), გაიჩერეთ 15 წუთი დ შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ კოსმეტიკურ სალონებში ფორების შევიწროვებას საკმაოდ ეფექტურად ახორციელებენ (ულტრაბგერითი ზემოქმდებით, სპეციალური კრემებით, რძით, გელით, და ა.შ). შეგიძლიათ მიმართოთ რომელიმე კოსმეტოლოგიურ სალონს ან ესთეთიკურ ცენტრებს.  

saxis kanze forebis gafarToeba cximiani kanis niSania. Tu gafarToebuli gaqvT forebi, pirvel rigSi SeamcireT cximiani sakvebis, Cifsebis, tkbili gaziani sasmelis miReba. dReSi 2 litramde wyali sviT, yuradReba miaqcieT, rom kosmetika, romelsac xmarobT iyos arakomedogenuri da ucximo. Tu xmarobT "rumianas", ixmareT pudris saxiT da ara kremi. Tqveni kani saWiroebs yoveldRiur movlas. dila-saRamos gamoiyeneT saxis geli cxmani kanisTvis. xSirad SeisxiT saxeze civi wyali. ixmareT toniki (naklebad, rom Seicavdes spirts). igi aviwrovebs forebs. diliT waisviT cximis amalagebeli damatenianebeli kremi. saRamosTvis SearCieT romelime specialuri kremi. kargi iqneba Tu Tixis niRbebs gaikeTebT kviraSi erTxel.

axla ramodenime saSualebis momzadebas gaswavliT:

- toniki - aadureT 500 ml wyali, CayareT SigniT muWiT rozmarini da gaaCereT dabal cecxlze sanam ar CaixarSeba. Semdeg gadmodgiT cecxlidan, gafiltreT da daumateT ramdenime wveTi limoni. SeinaxeT civ adgilze. gaiwmindeT saxe masSi dasvelebuli bambiT dilasa da saRamos, Tu Zlierad gaqvT gafarToebuli forebi, Tu ara da - marto saRamos. roca es toniki dagimTavrdebaT, albaT forebic Seviwrovebuli geqnebaT. Semdeg, efeqtis SesanarCuneblad es toniki gmoiyeneT kviraSi 2-jer.

- wylis abazana - aduRebul wyalSi CayareT Tanabari raodenobiT barambo, pitna, oxraxuSi, begqondara. gadaifareT Tavze pirsaxoci da orTqlis qveS gaCerdiT 5-8 wuTi. asufTavebs da aviwrovebs forebs.

- niRbebi:

1. gaikeTeT pomidvris niRabi (Tu mgrZnobiare saxis kani gaqvT, maSin ar Rirs). aiReT ori mwife pomidori da gamowureT. rbilobs daumateT 100 ml rZe da ramdenime xniT SedgiT macivarSi. es civi masa daideT saxeze 10 wuTi..

2. gaatareT kitri xorcis sakep manqanaSi, gamowureT da SeurieT 2 sufris kovzi kosmetikuri Tixa. (seqeli masa gamova). Semdeg daamateT nuSis zeTi. waisviT sufTa saxis kanze Tanabrad. 15 wuTis Semdeg CamoibaneT mineraluri wyliT da waisviT toniki. erTi Tvis ganmavlobaSi yovel kviras CaitareT es procedura.

3. aTqvifeT kvercxis cila (sqeli beze), daamateT mesamedi kvercxis guli da 20 wveTi limonis wveni. frTxilad gadauriT. waisviT saxeze (Tvalis irgvliv ara), gaiCereT 15 wuTi d Semdeg CamoibaneT Tbili wyliT.

aucileblad unda giTxraT, rom kosmetikur salonebSi forebis Seviwrovebas sakmaod efeqturad axorcieleben (ultrabgeriTi zemoqmdebiT, specialuri kremebiT, rZiT, geliT, da a.S). SegiZliaT mimarToT romelime kosmetologiur salons an esTeTikur centrebs.

კატეგორია - კოსმეტოლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები