რუბრიკები
კითხვა–პასუხი - ონკოლოგია
24-10-2011
- შეკითხვა მაქვს თქვენთან: ჩემმა დედამთილმა ჩაიტარა მამოგრაფია, დასკვნა ასეთია: ჰეტეროგენული ცხიმოვანი ACR-2; მარცხნივ, ზედა კვადრანტების საზღვარზე არეოლის მიმდებარედ ისახება უხეში დეზორგანიზაციული ცვლილებები. მარჯვნივ, ქვედა ლატენტურ კვადრანტში ფიქსირდება ოვალური ფორმის ასიმეტრიული სიმკვრივის ფოკუსი, რომლის პროექციაზეც ისახება მიკროკალცინატი. დასკვნა: Dex-BI-RADS 3 Sin-BI-RADS 4, შემდეგ უთხრეს, რომ გაიკეთოს ბიოფსია, გამოკვლევამ აჩვენა: ერითროციტების ფონზე წარმოდგენილია მკვეთრად ატიპიური უჯრედების დისოცირებული ჯგუფები, დარღვეული ბირთვ-ციტოპლაზმური ინდექსით. დასკვნა: დაბალდიფერენცირებული ადენოკარცინომა. უთხრეს, რომ მკერდის მოკვეთა გარდაუვალია, როგორ ფიქრობთ, სხვა გზა არ არ არსებობს გარდა მკერდის მოკვეთისა და რომელი სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე უნდა ვიფიქროთ? წინასწარ გმადლობთ

- აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა, რომელსაც დაგეგმავს ონკოლოგ-მამოლოგი. სტადია დგინდება რიგი სხვა მაჩვენებლების გათვალსიწინებით.

კატეგორია - ონკოლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები
"იყიდება 'კაჩალკა'"
"იყიდება მერსედეს სპრინტერი 1997 წლის. თეთრი ფერის,...
"იყიდება ნისანის რადიატორი, თითქმის ახალი"