კითხვა პასუხი
რუბრიკები
კითხვა–პასუხი - კარდიოლოგია
28-10-2011

-გამარჯობათ, მინდა ჩემი პრობლემის შესახებ მოგიყვეთ და იქნებ თქვენ მაინც დამაყენოთ სწორ გზაზე, როგორ მოვიქცე? ვარ 37 წლის ქალბატონი. მაქვს კვანძოვანი ჩიყვი 14 მმ. ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ეუთიროქსი 50 მლ. 2 თვე ვსვი და თვითნებურად შევწყვიტე. გავიდა 3 თვე და დამეწყო გულის აჩქარებები, წუთში ხან 170-200 დარტყმა. ეს იშვიათად ხან თვეში ერთხელ, ხანაც ორ კვირაში ერთხელ ხდებოდა. ისევ მივედი ენდოკრინოლოგთან, ისევ დამინიშნა ეუთიროქსი, იგივე დოზა. 3 თვე აღარ მქონია აჩქარება, დამეწყო ამ გაზაფხულზე ისევ. TSH და მეორე ჰორმონი ნორმაში მქონდა და მაქვს. მივედი კარდიოლოგთან, გადავიღე კარდიოეხოსკოპია, მითხრეს გული ჯანმრთელი გაქვსო. ამ ზაფხულს ძალიან რომ შემაწუხა, ხან დღეში 2-ჯერ და სამჯერ მიჩქარდებოდა 5-10 წუთით, გადავწვიტე ჯოენში წასვლა. სანამ ექიმს ველოდებოდი, ისევ ამიჩქარდა, გადამიღეს კარდიოგრამა. სასწრაფოდ დამაწვინეს და ორჯერ ატფ შემიყვანეს ვენაში, მეორე ცდის შემდეგ 10 წუთის შემდეგ კუპირდა.  არითმოლოგმა მითხრა, რომ ეს არის სუპრავენტრიკულური ტახიკარდია და აუცილებელია გაკეთდეს აბლაცია. სახლში როგორც მოვედი ისევ ამიჩქარდა. გამოიძახეს სასწრაფო. მათ კორდარონის წვეთოვანი დამიდგეს და მალევე მომეხსნა. გადამიყვანეს ჩაფიძეში, რადგან ჯოენში მე თვითონ აღარ ვისურვე, ჩაფიძეში მთელი ღამე დამაკვირდნენ და მითხრეს სააბლაციო არაფერი გჭირსო. გამოწერისას დამინიშნეს ბეტალოკ-ზოკი, ყოველ დილას 50 მგ. , რომელსაც უკვე ორი თვეა ვსვამ. თავს კარგად ვგრძნობ და აღარც ამჩქარებია, თუმცა არ ვიცი რამდენ ხანს უნდა მივიღო. ჩაფიძეში ერთი თვის წინ კონსულტაციაზე მითხრეს, სვი თუ კარგად ხარ მთელი ცხოვრებაო, მაგრამ აბლაციას არ გირჩევთო. მითხარით რა გავაკეთო, სააბლაციო თანხაც არ მაქვს და არც სურვილი. არადა არც ის მინდა ამ წამალზე დამოკიდებული გავხდე. ისტორიაში მიწერია, რომ გულის ტრანსთოლაკალური ექოკარდიოგრაფიის (ტტე) შედეგად ყველაფერი ნორმაში მაქვს. უფალმა დაგლოცოთ გულისხმიერებისთვის.

-თუ შეიძლება დააზუსტეთ, ამ მომენტისათის იღებთ თუ არა ეუთიროქსს. მისი მიღება თქვენს შემთხვევაში მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას არის დასაშვები. თუ არ გაქვთ აბლაციის სურვილი, მედიკამენტის მიღება აუცილებელია.

კატეგორია - კარდიოლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები